22. შენ კი, ერთი მხრივ, გმართებს, რომ გონების გამჭრიახი და დაჟინებული მზერით ჭვრეტდე, რათა შეიცნო შემომსვლელნი, ხოლო შეიცნობ რა, მყისვე გველს თავი შეუმუსრო სიტყვისგების გზით, და, ამავე დროს, ამოკვნესით ხმობდე ქრისტეს მიმართ და ღვთ...
იხილეთ სრულად
22. შენ კი, ერთი მხრივ, გმართებს, რომ გონების გამჭრიახი და დაჟინებული მზერით ჭვრეტდე, რათა შეიცნო შემომსვლელნი, ხოლო შეიცნობ რა, მყისვე გველს თავი შეუმუსრო სიტყვისგების გზით, და, ამავე დროს, ამოკვნესით ხმობდე ქრისტეს მიმართ და ღვთის უხილავი შემწეობის გამოცდილება მიიღო მაშინ და სწორედ იმ ჟამს იხილო ნათლად სიწრფოება (პირდაპირობა, სისწორე, მართებულობა) გულისა.
23. ისევე როგორც სარკის ხელში დამჭერი, მრავალთა შორის რომ დგას და სარკეს ჩასცქერის, ხედავს, ერთი მხრივ, თუ როგორია თავისი პირისახე, მეორე მხრივ კი სხვებსაც ხედავს, ამავე სარკეში მაცქერალთ, ამგვარადვე, ვინც ყოვლითურთ თავის გულში შთ...
იხილეთ სრულად
23. ისევე როგორც სარკის ხელში დამჭერი, მრავალთა შორის რომ დგას და სარკეს ჩასცქერის, ხედავს, ერთი მხრივ, თუ როგორია თავისი პირისახე, მეორე მხრივ კი სხვებსაც ხედავს, ამავე სარკეში მაცქერალთ, ამგვარადვე, ვინც ყოვლითურთ თავის გულში შთამჭვრეტია, ერთი მხრივ, ხედავს მასში თავის მდგომარეობას, თუმცა, ამასთან, ხედავს გონითი ეთიოპელების შავ სახეებსაც (ე.ი. უკეთური ძალების, რომელთა სულიერი სიშავის ანუ ბოროტების სიმბოლოა ეთიოპელების ხორციელი სიშავე).
24. მაგრამ არ ძალუძს გონებას, დაამარცხოს ეშმაკეული წარმოსახვა მხოლოდ თავისი თავის მიერ. ნურც გაბედავს ამას ნურასოდეს, რადგან ყოვლადმზაკვარნი არიან ისინი და თავს აჩვენებენ რა თითქოსდა დამარცხებულად, სხვა მხრიდან აბრკოლებენ მას ცუდმ...
იხილეთ სრულად
24. მაგრამ არ ძალუძს გონებას, დაამარცხოს ეშმაკეული წარმოსახვა მხოლოდ თავისი თავის მიერ. ნურც გაბედავს ამას ნურასოდეს, რადგან ყოვლადმზაკვარნი არიან ისინი და თავს აჩვენებენ რა თითქოსდა დამარცხებულად, სხვა მხრიდან აბრკოლებენ მას ცუდმედიდობის შედეგად, თუმცა იესო ქრისტეს მოხმობის შედეგად მცირე დროითაც ვერ დაითმენენ დაყოვნებასა და შენს მოცთუნებას (მზაკვრულად მოტყუებას).
25. გაფრთხილდი, არ შეირაცხო ძველი ისრაელისებრ და არ გახდე შენც გადაცემული გონითი მტრებისადმი, რადგან ისრაელმა, ყოველთა ღმერთის მიერ ეგვიპტელთაგან თავდახსნილმა, თავის შემწედ გამოდნობილი კერპი მოიგონა (გამოს. 32.1–8).
26. ხოლო „გამოდნობილ კერპად“ გულისხმაყავი ჩვენი უძლური გონება, რომელიც ვიდრე ჯერ კიდევ უხმობს იესო ქრისტეს უკეთურების სულთა წინააღმდეგ, ადვილად დევნის მათ და დახელოვნებული ოსტატობით ამარცხებს მტრის უხილავ და მებრძოლ ძალებს, მაგრამ...
იხილეთ სრულად
26. ხოლო „გამოდნობილ კერპად“ გულისხმაყავი ჩვენი უძლური გონება, რომელიც ვიდრე ჯერ კიდევ უხმობს იესო ქრისტეს უკეთურების სულთა წინააღმდეგ, ადვილად დევნის მათ და დახელოვნებული ოსტატობით ამარცხებს მტრის უხილავ და მებრძოლ ძალებს, მაგრამ რაჟამს იგი ყოვლითურთ თავის თავს მიენდობა უგუნურებით, ქვედაენარცხება იმ ფრინველივით, „სწრაფფრთიანს“ (შევარდენი) რომ ეძახიან. „ღმერთს სასოებდა, – ამობს, – ჩემი გული და შეწევნილ იქნა და აყვავილდა ჩემი ხორცი“ (ფს. 27.7). „...
27. გულსმიერი მყუდროების სახედ და ნიმუშად, ჰოი ადამიანო, მუდამჟამს იყოს შენთვის, თუკი გსურს იღვაწო, პატარა მწერის – ობობას მაგალითი, ხოლო თუ ეს ასე არ არის, მაშ ჯერაც არ გქონია, როგორც საჭიროა, მყუდროება გონებისა. ობობა პატარა ბუზ...
იხილეთ სრულად
27. გულსმიერი მყუდროების სახედ და ნიმუშად, ჰოი ადამიანო, მუდამჟამს იყოს შენთვის, თუკი გსურს იღვაწო, პატარა მწერის – ობობას მაგალითი, ხოლო თუ ეს ასე არ არის, მაშ ჯერაც არ გქონია, როგორც საჭიროა, მყუდროება გონებისა. ობობა პატარა ბუზებზე ნადირობს, შენ კი, თუ ამგვარადვე მყუდროებ, დამაშვრალი თვით შენს სულში (ობობასთან პარალელი იმას გულისხმობს, რომ ეს მწერი, მიუხედავად მუდმივი შრომა–გარჯისა ანუ დამაშვრალობისა, ყოველთვის სიმშვიდეს ინარჩუნებს და მდუმარებ...
28. როგორც შეუძლებელია მეწამული ზღვის ნახვა ცარგვალზე, ვარსკვლავთა შორის, და როგორც შეუძლებელია, რომ მიწაზე მავალმა ადამიანმა არ ისუნთქოს ეს ჰაერი, ასევე შეუძლებელია ვნებადი აზრებისგან ჩვენი გულის განწმენდა და მისგან განდევნა გონი...
იხილეთ სრულად
28. როგორც შეუძლებელია მეწამული ზღვის ნახვა ცარგვალზე, ვარსკვლავთა შორის, და როგორც შეუძლებელია, რომ მიწაზე მავალმა ადამიანმა არ ისუნთქოს ეს ჰაერი, ასევე შეუძლებელია ვნებადი აზრებისგან ჩვენი გულის განწმენდა და მისგან განდევნა გონითი მტრებისა იესო ქრისტეს მიწყივ მოხმობის გარეშე.
29. თუკი მდაბალი ცნობიერებით, სიკვდილის ხსოვნით, თვითგაკიცხვით, სიტყვისმგებლობით (საკადრისი პასუხის გაცემით უკეთური ძალებისადმი) და იესო ქრისტეს მოხმობით ყოველჟამს დავანებული იქნები შენს გულში (მთელ ყურადღებას შენი გულისკენ მიმართ...
იხილეთ სრულად
29. თუკი მდაბალი ცნობიერებით, სიკვდილის ხსოვნით, თვითგაკიცხვით, სიტყვისმგებლობით (საკადრისი პასუხის გაცემით უკეთური ძალებისადმი) და იესო ქრისტეს მოხმობით ყოველჟამს დავანებული იქნები შენს გულში (მთელ ყურადღებას შენი გულისკენ მიმართავ) და ყოველდღიურად ამ საჭურველთა მიერ მღვიძარებით გაივლი გონების ვიწრო, მაგრამ სიხარულის მომნიჭებელ და საამურ გზას, შეხვალ სიწმინდეთა წმინდა ხილვებში და ღრმა საიდუმლოთაგან გასხივოსნდები ქრისტეს მიერ, „რომელშიც არის სიბრ...
30. ამასთან, ესეც საცოდნელია სწავლისმოყვარეთათვის, რომ მოშურნე ეშმაკები ზოგჯერ ფარავენ კიდეც ჩვენგან და ანელებენ გონით ბრძოლას, რადგან ამ საშინელთ ენანებათ ჩვენთვის ის სარგებელი, ის ცოდნა და ის აღმასვლა ღვთისკენ, რასაც ბრძოლისგან ...
იხილეთ სრულად
30. ამასთან, ესეც საცოდნელია სწავლისმოყვარეთათვის, რომ მოშურნე ეშმაკები ზოგჯერ ფარავენ კიდეც ჩვენგან და ანელებენ გონით ბრძოლას, რადგან ამ საშინელთ ენანებათ ჩვენთვის ის სარგებელი, ის ცოდნა და ის აღმასვლა ღვთისკენ, რასაც ბრძოლისგან ვიძენთ; ამასთან, მიზნად აქვთ, რომ მოვმედგრდებით რა (ე.ი. როდესაც მოვეშვებით – გვგონია რა, რომ გავიმარჯვეთ ბრძოლაში და აღარ ველით მტრის შემოტევებს, მოვუძლურდებით, მოვადუნებთ ყურადღებას, მცონარენი და უზრუნველნი გავხდებით)...
31. გვმართებს კი ჩვენ, კვინობში (მონასტერი) მცხოვრებთ, რომ ნებაყოფლობითი არჩევანით და მოწადინე გულით მოვიკვეთოთ ყველა ჩვენი ნება წინამძღვრის წინაშე და, ღვთის თანაშეწევნით, როგორღაც ჩვენც გავხდეთ ადვილსააღვირენი (ადვილსამართავნი) დ...
იხილეთ სრულად
31. გვმართებს კი ჩვენ, კვინობში (მონასტერი) მცხოვრებთ, რომ ნებაყოფლობითი არჩევანით და მოწადინე გულით მოვიკვეთოთ ყველა ჩვენი ნება წინამძღვრის წინაშე და, ღვთის თანაშეწევნით, როგორღაც ჩვენც გავხდეთ ადვილსააღვირენი (ადვილსამართავნი) და ნების არმქონენი, ხოლო გვმართებს კი, რომ მოხერხება გვქონდეს, რათა არც მძვინვარებით ვმშფოთვარებდეთ და არც ჩვენს გულისწყრომით ნაწილს აღვძრავდეთ პირუტყვულად და არაბუნებითად, რომ შემდეგ უხილავ ბრძოლაში გაუბედავნი არ აღმოვჩნ...