12. ადამიანთა მოდგმისთვის ყოველგვარი სათნოების ნიმუში და მაგალითი, და ძველი დაცემულობიდან აღმოწოდება, ჩვენმა მეუფემ და ხორცშესხმულმა ღმერთმა წინასწარ დაგვიდო ჩვენ, გამოგვისახა რა თავისი ყოვლადსათნო ხორციელი ცხოვრება. ამასთან, თავი...
იხილეთ სრულად
12. ადამიანთა მოდგმისთვის ყოველგვარი სათნოების ნიმუში და მაგალითი, და ძველი დაცემულობიდან აღმოწოდება, ჩვენმა მეუფემ და ხორცშესხმულმა ღმერთმა წინასწარ დაგვიდო ჩვენ, გამოგვისახა რა თავისი ყოვლადსათნო ხორციელი ცხოვრება. ამასთან, თავის ყველა სიკეთესთან ერთად, რაც ჩვენ გვიჩვენა, ცხადყო ესეც: იგი უდაბნოში ადის ნათლობის შემდეგ და მარხვით ხდება დამწყები გონითი ბრძოლისა, როდესაც მიადგება მას ეშმაკი, როგორც ლიტონ ადამიანს (მთ. 4.3). მძლეობის ამგვარი სახით ...
link
13. რა სახეებიც კი, ჩემი აზრით, არსებობს მღვიძარებისა, რომლებსაც ძალუძთ გონების მცირე–მცირედ განწმენდა ვნებადი გულისზრახვებისგან, აჰა, არ დავაყოვნებ, რომ ამათ შესახებ, არამჭევრმეტყველურად და არაფერადოვნად, მიგანიშნო შენ, რადგან არ...
იხილეთ სრულად
13. რა სახეებიც კი, ჩემი აზრით, არსებობს მღვიძარებისა, რომლებსაც ძალუძთ გონების მცირე–მცირედ განწმენდა ვნებადი გულისზრახვებისგან, აჰა, არ დავაყოვნებ, რომ ამათ შესახებ, არამჭევრმეტყველურად და არაფერადოვნად, მიგანიშნო შენ, რადგან არ ვთვლი, რომ, ბრძოლის ჟამს, ამ ჩემს სიტყვაშიც გამონათქვამებით უნდა დაიფაროს სარგებელი (ბრძოლა გულისხმობს საკუთრივ ქრისტიანის სულიერ ბრძოლას უკეთურ ძალთა წინააღმდეგ), და ეს – განსაკუთრებით უმარტივესთათვის. „ხოლო შენ, – ამბ...
link
14. მაშ, მღვიძარების პირველი სახე ესაა მუდმივად დაკვირვება წარმოსახვაზე (რაც არის კვეთება – იგულისხმება წარმოსახვითი აზრი, რაც მაცდურისგან ეკვეთება ადამიანს), რადგან არ ძალუძს სატანას, რომ წარმოსახვის გარეშე შეთხზას გულისზრახვები ...
იხილეთ სრულად
14. მაშ, მღვიძარების პირველი სახე ესაა მუდმივად დაკვირვება წარმოსახვაზე (რაც არის კვეთება – იგულისხმება წარმოსახვითი აზრი, რაც მაცდურისგან ეკვეთება ადამიანს), რადგან არ ძალუძს სატანას, რომ წარმოსახვის გარეშე შეთხზას გულისზრახვები და ცრუ შემაცდენლობით წარმოუჩინოს ისინი გონებას.
link
15. სხვა სახე ისაა, რომ გული ყოველჟამს სიღრმისეულად მდუმარე და ყოველგვარი გულისზრახვისგან მყუდროქმნილი გვქონდეს და ვლოცულობდეთ.
16. შემდეგი კიდევ ისაა, რომ ზედიზედ სიმდაბლით ვევედროთ ქრისტეს, რომ შეგვეწიოს.
17. ხოლო კიდევ სხვა სახე ისაა, რომ სულში სიკვდილის განუწყვეტელი ხსოვნა გვქონდეს.
18. ყველა ეს ქმედება, საყვარელო, მეკარის მსგავსად აბრკოლებს უკეთურ აზრებს. ხოლო ცისკენ მიპყრობა მზერისა და მიწის არად ჩაგდება, რაც ზემორეებთან ერთად არის ქმედითი, სხვა ადგილას იქნება ჩვენგან გადმოცემული, მოგვცემს რა ღმერთი სიტყვას...
იხილეთ სრულად
18. ყველა ეს ქმედება, საყვარელო, მეკარის მსგავსად აბრკოლებს უკეთურ აზრებს. ხოლო ცისკენ მიპყრობა მზერისა და მიწის არად ჩაგდება, რაც ზემორეებთან ერთად არის ქმედითი, სხვა ადგილას იქნება ჩვენგან გადმოცემული, მოგვცემს რა ღმერთი სიტყვას.
link
19. თუკი ვნებათა მიზეზების მომკვეთელნი მხოლოდ მცირე ხნით მივეცემით სულიერ ხედვებს და არ დავმკვიდრდებით მათში იმგვარად, რომ სწორედ ეს გვქონდეს საქმედ, კვლავაც ადვილად მივუბრუნდებით ხორციელ ვნებებს და იქიდან (ვნებათა მოკვეთისგან) სხ...
იხილეთ სრულად
19. თუკი ვნებათა მიზეზების მომკვეთელნი მხოლოდ მცირე ხნით მივეცემით სულიერ ხედვებს და არ დავმკვიდრდებით მათში იმგვარად, რომ სწორედ ეს გვქონდეს საქმედ, კვლავაც ადვილად მივუბრუნდებით ხორციელ ვნებებს და იქიდან (ვნებათა მოკვეთისგან) სხვას ვერაფერს მოვინაყოფებთ, თუ არა გონების სრულ დაბნელებას და ნივთიერთა მიმართ უკუმიქცევას.
link
20. მართებს იმას, ვინც შინაგანად მორკინალობს, რომ ეს ოთხი ჰქონდეს წამსვე: სიმდაბლე, უკიდურესი ყურადღება, სიტყვისმგელბობა (ე.ი. სათანადო პასუხის გამცემლობა უკეთური გულისზრახვებისადმი ანუ ეშმაკის აზრისმიერი შემოტევებისადმი) და ლოცვა...
იხილეთ სრულად
20. მართებს იმას, ვინც შინაგანად მორკინალობს, რომ ეს ოთხი ჰქონდეს წამსვე: სიმდაბლე, უკიდურესი ყურადღება, სიტყვისმგელბობა (ე.ი. სათანადო პასუხის გამცემლობა უკეთური გულისზრახვებისადმი ანუ ეშმაკის აზრისმიერი შემოტევებისადმი) და ლოცვა. კერძოდ, სიმდაბლე – იმიტომ, რომ, რადგან ამპარტავანი მეტოქეების – ეშმაკების წინააღმდეგ არის მისი ბრძოლა, ქრისტეს შეწევნა ჰქონდეს მას გულის ხელში, არის რა უფალი მოძულე ამპარტავნებისა; ყურადღება – იმიტომ, რომ თავისი გული მ...
link
21. გულისზრახვებისგან განწმენდილი ლოცვის არმქონეს არა აქვს საჭურველი ბრძოლისთვის, ვამბობ კი ისეთ ლოცვას, რაც სულის შეუვალთა შიგნით (ყველაზე შინაგან, ყველაზე დაფარულ ნაწილში) იმოქმედება, რათა ქრისტეს მოხმობის გზით ფარულად მბრძოლი მ...
იხილეთ სრულად
21. გულისზრახვებისგან განწმენდილი ლოცვის არმქონეს არა აქვს საჭურველი ბრძოლისთვის, ვამბობ კი ისეთ ლოცვას, რაც სულის შეუვალთა შიგნით (ყველაზე შინაგან, ყველაზე დაფარულ ნაწილში) იმოქმედება, რათა ქრისტეს მოხმობის გზით ფარულად მბრძოლი მტერი გამათრახდეს და დაიწვას.
link