42. კარგია ამის ცოდნაც გამოუცდელთათვის, რომ ჩვენ, ნივთიერნი და, ამასთან, სხეულითაც და გონებითაც მიწისკენ ქვედაზიდულნი, ვერანაირი სხვა გზით ვერ შევძლებთ დავძლიოთ უსხეულო, უხილავი და ავისმოსურნე მტრები, გონიერნი ცუდი საქმისთვის, გამ...
იხილეთ სრულად
42. კარგია ამის ცოდნაც გამოუცდელთათვის, რომ ჩვენ, ნივთიერნი და, ამასთან, სხეულითაც და გონებითაც მიწისკენ ქვედაზიდულნი, ვერანაირი სხვა გზით ვერ შევძლებთ დავძლიოთ უსხეულო, უხილავი და ავისმოსურნე მტრები, გონიერნი ცუდი საქმისთვის, გამჭრიახნი, მსუბუქნი და წლების მანძილზე, ადამიდან ვიდრე დღემდე, ბრძოლა–ომებში გაწაფულნი, თუ არა გონების მარადისი მღვიძარებითა და ჩვენი ღვთისა და შემოქმედის იესო ქრისტეს უწყვეტი ხმობით. გამოუცდელთ, ერთი მხრივ, იესო ქრისტეს ლ...
43. ისევე როგორც პატარა და უბოროტო ბავშვი, რომელიც, ხედავს რა ცრუ სასწაულთმოქმედს (ილუზიონისტს), სიამტკბილობს და, რადგან გულუბრყვილოა, მიჰყვება კიდეც მაცთურს, ამგვარადვე ჩვენი სულიც, არის რა იგი წრფელი და კეთილი, თავისი კეთილი შემ...
იხილეთ სრულად
43. ისევე როგორც პატარა და უბოროტო ბავშვი, რომელიც, ხედავს რა ცრუ სასწაულთმოქმედს (ილუზიონისტს), სიამტკბილობს და, რადგან გულუბრყვილოა, მიჰყვება კიდეც მაცთურს, ამგვარადვე ჩვენი სულიც, არის რა იგი წრფელი და კეთილი, თავისი კეთილი შემოქმედისგან ამ სახით ქმნილი, სიამტკბილობს ეშმაკის წარმოსახვითი შემოტევებისას და, ცთუნებულია რა, მიესწრაფვის უკეთურს როგორც კეთილს (ისევე როგორც მტრედი – თავისი შვილების მომვერაგებელს – მზაკვრულად დამჭერს), და ამ სახით აზა...
44. ამგვარია უკეთურის ხელოვნება და ამ ისრებით წამლავს იგი ყველა სულს. ამიტომაც, არ არის უსაფრთხო, რომ გონების მიერ დიდი საბრძოლო გამოცდილების მიღებამდე ნება მივცეთ გულისზრახვებს ჩვენს გულში შესვლისა, განსაკუთრებით დასაწყისში, გამო...
იხილეთ სრულად
44. ამგვარია უკეთურის ხელოვნება და ამ ისრებით წამლავს იგი ყველა სულს. ამიტომაც, არ არის უსაფრთხო, რომ გონების მიერ დიდი საბრძოლო გამოცდილების მიღებამდე ნება მივცეთ გულისზრახვებს ჩვენს გულში შესვლისა, განსაკუთრებით დასაწყისში, გამომდინარე იქიდან, რომ ამ დროს ჩვენი სული ჯერაც ტკბება ეშმაკეული შემოტევებით, ჯერაც სიამტკბილობს და მიჰყვება მათ, თუმცა გვმართებს, რომ შეცნობისთანავე დაუყოვნებლივ აღვკვეთოთ მათი აღმოცენებანი და კვეთებანი, ხოლო როდესაც გონებ...
45. ისევე როგორც შეუძლებელია ერთ სოლინარში (მილი, არხი, სადინარი) ცეცხლისა და წყლის თანადროულად გასვლა, ასევე შეუძლებელია გულშიც ცოდვის შესვლა, ვიდრე არ დააკაკუნებს იგი ჯერ გულის კარზე უკეთური შემოტევის წარმოსახვის მიერ.
46. პირველად არის კვეთება, შემდეგ კი თანაშეწყვილება, როდესაც ჩვენი და უკეთურ ეშმაკთა გულისზრახვები ერთიმეორეს შეეზავებიან; მესამეა შეთანხმება, როდესაც ორივე მხარის გულისზრახვები ურთიერთში ბოროტად ბჭობენ, თუ როგორ მოიქცნენ. მეოთხეა...
იხილეთ სრულად
46. პირველად არის კვეთება, შემდეგ კი თანაშეწყვილება, როდესაც ჩვენი და უკეთურ ეშმაკთა გულისზრახვები ერთიმეორეს შეეზავებიან; მესამეა შეთანხმება, როდესაც ორივე მხარის გულისზრახვები ურთიერთში ბოროტად ბჭობენ, თუ როგორ მოიქცნენ. მეოთხეა გრძნობადი საქმე ანუ ცოდვა. ამიტომ, თუ ყურადღებით და მღვიძარებით იქნება გონება და თუ იგი სიტყვისგებისა (ე.ი. პასუხის გაცემისა ეშმაკებისთვის) და უფალ იესოს მოხმობის გზით გამოვლენისთანავე უკუაქცევს შემოტევას, გულისზრახვათა...
47. გონება გონებას უხილავად შეებმის საბრძოლველად, კერძოდ, ეშმაკეული გონება – ჩვენსას. ამიტომაა საჭირო ყოველწამიერად სიღრმისეული ღაღადისი ქრისტესადმი, რომ მან, როგორც კაცთმოყვარემ, ერთი მხრივ, ეშმაკეული გონება განდევნოს ჩვენგან, მე...
იხილეთ სრულად
47. გონება გონებას უხილავად შეებმის საბრძოლველად, კერძოდ, ეშმაკეული გონება – ჩვენსას. ამიტომაა საჭირო ყოველწამიერად სიღრმისეული ღაღადისი ქრისტესადმი, რომ მან, როგორც კაცთმოყვარემ, ერთი მხრივ, ეშმაკეული გონება განდევნოს ჩვენგან, მეორე მხრივ კი, გამარჯვების ჯილდო მოგვიბოძოს ჩვენ.
48. გულისმიერი მყუდროების ნიმუშად იყოს შენთვის მავანი, რომელსაც სარკე უჭირავს ხელში და ჩასცქერის მას, რადგან სწორედ ამ სახით დაინახავ შენს გულში გონითად ჩაწერილ უკეთურებებს და სიკეთეებს.
49. ფრთხილად იყავი ყოველჟამს, რომ არანაირი გულისზრახვა არ გქონდეს გულში, არც უგუნური, არც კეთილგონივრული, რომ ამ სახით ადვილად შეიცნო უცხოტომელნი, ესე იგი ეგვიპტელთა პირმშო ძეები (უკეთური გულისზრახვები).
50. რაოდენ კარგი და საამური, ნათლიერი და უტკბილესი, ყოვლადტურფა, გაცისკროვნებული და მშვენიერი სათნოებაა მღვიძარება, შენ მიერ, ქრისტე ღმერთო, კეთილად წარმართული და ფხიზელი ადამიანური გონებისგან დიდი სიმდაბლით სავალი, რადგან განავრც...
იხილეთ სრულად
50. რაოდენ კარგი და საამური, ნათლიერი და უტკბილესი, ყოვლადტურფა, გაცისკროვნებული და მშვენიერი სათნოებაა მღვიძარება, შენ მიერ, ქრისტე ღმერთო, კეთილად წარმართული და ფხიზელი ადამიანური გონებისგან დიდი სიმდაბლით სავალი, რადგან განავრცობს იგი თავის რტოებს მჭვრეტელობათა ზღვამდე და უფსკრულამდე, და თავის ყლორტებს – საამურ და საღვთო საიდუმლოთა მდინარეებამდე (შდრ. ფს. 79.12), ამასთან არწყულებს გონებას, დიდი ხნიდან უღვთოებით გამხმარს უკეთურ სულთა გულისზრახვ...
51. მღვიძარება ჰგავს იაკობის კიბეს, რომელზეც ღმერთი არის დავანებული და რომელზეც ანგელოზები დადიან (შდრ. შესაქ. 28.12), რადგან ეს სათნოება აღმოფხვრის ჩვენგან ყოველგვარ უკეთურებას, მოკვეთს რა მრავალსიტყვაობას, ძაგებას, ავმეტყველებას...
იხილეთ სრულად
51. მღვიძარება ჰგავს იაკობის კიბეს, რომელზეც ღმერთი არის დავანებული და რომელზეც ანგელოზები დადიან (შდრ. შესაქ. 28.12), რადგან ეს სათნოება აღმოფხვრის ჩვენგან ყოველგვარ უკეთურებას, მოკვეთს რა მრავალსიტყვაობას, ძაგებას, ავმეტყველებას და ყველა გრძნობადი უკეთურების ჩამონათვალს, ვინაიდან ვერ დაითმენს, რომ ამათ გამო თუნდაც მცირედით მოაკლდეს იგი თავის სიტკბოებას.