64. ბევრი რამ არის გონების მოქმედებათაგან იმგვარი, რასაც ძალუძს, მდაბალცნობიერების კეთილი ძღვენი შეგვძინოს ჩვენ, თუ უგულისყურონი არ ვიქნებით ჩვენი ცხონების მიმართ. ასეთია, კერძოდ, ცოდვათა ხსოვნა (რაც კი რამ სიტყვით, საქმით ან ფიქრ...
იხილეთ სრულად
64. ბევრი რამ არის გონების მოქმედებათაგან იმგვარი, რასაც ძალუძს, მდაბალცნობიერების კეთილი ძღვენი შეგვძინოს ჩვენ, თუ უგულისყურონი არ ვიქნებით ჩვენი ცხონების მიმართ. ასეთია, კერძოდ, ცოდვათა ხსოვნა (რაც კი რამ სიტყვით, საქმით ან ფიქრით ჩაგვიდენია), და კიდევ აურაცხელი ამგვარი, მდაბალცნობიერებისკენ შემწევნელი, ჭვრეტით რომ შეიკრიბება, ხოლო ჭეშმარიტი სიმდაბლის შთამნერგველია ისიც, რომ მავანმა მოყვასთა წარმატებანი გონებაში თითოეულად აწონ–დაწონოს, სხვათა ბ...
65. ამბობს პირი ქრისტესი, ეკლესიის ბურჯი, ჩვენი დიდი მამა - ბასილი: „დიდი სიკეთე იმაში, რომ არ შევცოდოთ და არც იმავე ცოდვებში ჩავვარდეთ ხვალინდელ დღეს, ესაა ის, რომ დღის დასრულებისას ჩვენს სინდისში გამოვიკითხოთ ჩვენი თავისგან ჩვენ...
იხილეთ სრულად
65. ამბობს პირი ქრისტესი, ეკლესიის ბურჯი, ჩვენი დიდი მამა - ბასილი: „დიდი სიკეთე იმაში, რომ არ შევცოდოთ და არც იმავე ცოდვებში ჩავვარდეთ ხვალინდელ დღეს, ესაა ის, რომ დღის დასრულებისას ჩვენს სინდისში გამოვიკითხოთ ჩვენი თავისგან ჩვენეულნი, თუ, ერთი მხრივ, რა შევცოდეთ და, მეორე მხრივ, რა ვიმოქმედეთ სამართლიანად“. ამასვე აკეთებდა იობიც თავისი თავისა და თავის ნაშიერთა მიმართ, რადგან დღიურად ანგარიშგებანი საათობრივს ჰფენს ნათელს.
66. და კიდევ, საღვთოდ ბრძენთაგანმა სხვამ თქვა: „ნაყოფის გამოღების სათავე ყვავილია და საქმითი მოღვაწეობის სათავე – თავშეზღუდვა“. ამიტომ, შევიზღუდოთ თავი, და ეს – ზომიერად და აწონილად, როგორც გვასწავლიან მამები, და მთელი თორმეტსაათი...
იხილეთ სრულად
66. და კიდევ, საღვთოდ ბრძენთაგანმა სხვამ თქვა: „ნაყოფის გამოღების სათავე ყვავილია და საქმითი მოღვაწეობის სათავე – თავშეზღუდვა“. ამიტომ, შევიზღუდოთ თავი, და ეს – ზომიერად და აწონილად, როგორც გვასწავლიან მამები, და მთელი თორმეტსაათიანი დღე გონების დაცულობით გავლიოთ, რადგან ამგვარად მოქმედნი შევძლებთ, რომ გარკვეული ძალდატანებით, ღვთის შეწევნის კვალობაზე, დავაცხროთ და დავამცროთ უკეთურება, რადგან სათნოებითი მოღვაწეობა ხომ ძალდატანებითია, რის შედეგადაც...
68. ვინც დღენიადაგ შინაგანისკენ მიმართავს ყურადღებას, უბიწოებას იცავს; მეტიც, მჭვრეტელობს იგი, ღვთისმეტყველებს და ლოცულობს. და ეს არის, რასაც ამბობს მოცუქული: „სულით იარეთ და ხორცის გულისთქმას ნუ აღასრულებთ“ (გალატ. 5.16).
69. ვინც არ უწყის სულიერი გზით სვლა, ამგვარი ვინმე უგულისყუროა ვნებადი გულისზრახვების მიმართ და ხორცისკენ აქვს მთელი ყურადღება, რის გამოც ან ნაყროვანებს და აღვირახსნილია, ან კიდევ მწუხარებს, მრისხანებს და ბოროტმეხსიერია, ამით კი ა...
იხილეთ სრულად
69. ვინც არ უწყის სულიერი გზით სვლა, ამგვარი ვინმე უგულისყუროა ვნებადი გულისზრახვების მიმართ და ხორცისკენ აქვს მთელი ყურადღება, რის გამოც ან ნაყროვანებს და აღვირახსნილია, ან კიდევ მწუხარებს, მრისხანებს და ბოროტმეხსიერია, ამით კი ან გონებას იბნელებს იგი, ანდა უზომო მოღვაწეობას ეწევა და აზროვნებას იმღვრევს.
70. საქმეთაგან განშორებულმა, – ვთქვათ, ცოლისგან, ქონებისგან და ასე შემდეგ, – „გარეგანი ადამიანი“ აქცია მონაზვნად, არათუ უკვე – „შინაგანიც“, ხოლო გონების ვნებადი გულისზრახვებისგან განშორებული ჭეშმარიტი მონაზონია. ამასთან, „გარეგან ...
იხილეთ სრულად
70. საქმეთაგან განშორებულმა, – ვთქვათ, ცოლისგან, ქონებისგან და ასე შემდეგ, – „გარეგანი ადამიანი“ აქცია მონაზვნად, არათუ უკვე – „შინაგანიც“, ხოლო გონების ვნებადი გულისზრახვებისგან განშორებული ჭეშმარიტი მონაზონია. ამასთან, „გარეგან ადამიანს“ ადვილად გახდის მონაზვნად ვინმე, ხოლო „შინაგანი ადამიანის“ მონაზვნად ქცევა მცირედი ღვაწლი როდია.
71. მაშ, ვინ არის ამ თაობაში ვნებადი გულისზრახვებისგან ყოველგვარად განშორებული და მუდამჟამს ღირსჩენილი წმინდა და უნივთო ლოცვისა, რაც არის სწორედ ნიშანი შინაგანი მონაზონისა?
72. მრავალი ვნებაა დაფარული ჩვენს სულებში, ამხილებენ კი ისინი თავიანთ თავს მაშინ, რაჟამს მიზეზები წარმოჩნდებიან. (შეგონების არსი ისაა, რომ ჩვენს შიგნით თუმცა მრავალ ვნებაა, მაგრამ ის ვნებები არაიშვიათად უჩინარნი არიან და თავს იჩენ...
იხილეთ სრულად
72. მრავალი ვნებაა დაფარული ჩვენს სულებში, ამხილებენ კი ისინი თავიანთ თავს მაშინ, რაჟამს მიზეზები წარმოჩნდებიან. (შეგონების არსი ისაა, რომ ჩვენს შიგნით თუმცა მრავალ ვნებაა, მაგრამ ის ვნებები არაიშვიათად უჩინარნი არიან და თავს იჩენენ მაშინ, როდესაც წასაქეზებელი მიზეზები გამოუჩნდებათ, ე.ი. როდესაც ამ ვნებებს შესაძლებლობა, გარეგანი საბაბი მიეცემათ გამოვლენისა).
73. ნუ გექნება მთელი ყურადღბა სხეულის მიმართ, არამედ განუწესე მას ძალისამებრ ღვწა და მთელი შენი გონება შინაგანისკენ მიაქციე, რადგან სხეულებრივი წვრთნა მცირედით არის სასარგებლო, კეთილმსახურება კი ყოველმხრივ სასარგებლოა (I ტიმ. 4.8)...
იხილეთ სრულად
73. ნუ გექნება მთელი ყურადღბა სხეულის მიმართ, არამედ განუწესე მას ძალისამებრ ღვწა და მთელი შენი გონება შინაგანისკენ მიაქციე, რადგან სხეულებრივი წვრთნა მცირედით არის სასარგებლო, კეთილმსახურება კი ყოველმხრივ სასარგებლოა (I ტიმ. 4.8).