სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) - ციტატები, ამონარიდები
74. ვნებათა უმოქმედობის ჟამს, – იქნება ეს მიზეზთა მოკვეთის შედეგად თუ ეშმაკთა მზაკვრული უკუმიქცევის კვალობაზე, – ამპარტავნება ჩნდება.
75. სიმდაბლე და თვითგვემა ყოველგვარი ვნებისგან ათავისუფლებს ადამიანს, მოკვეთს რა პირველი მათგანი სულის ვნებებს, მეორე კი – სხეულისას. ამიტომ ამბობს უფალი: „ნეტარნი არიან გულით განწმენდილნი, რადგან ისინი ღმერთს იხილავენ“ – ღმერთს თ... იხილეთ სრულად
76. ყველა სათნოებითი სწავლების საგუშაგო (სათვალთვალო, სადარაჯო) ესაა გონების დამცველობა, ისევე როგორც – დავითის გუშაგი ძველად, წინასწარ რომ წარმოაჩენდა „გულის წინადაცვეთას“.
78. ისევე როგორც მთელი მცენარე გაახმო იმან, ვინც დააზიანა მისი გული, ამგვარადვე იფიქრე ადამიანის გულის შესახებაც. თვით ყველაზე უმნიშვნელოსაც კი ყურადღება უნდა მიაქციო, რადგან უქმად არ არიან ქურდები.
79. როდესაც უფალმა ინება გაეცხადებინა, რომ ყველა მცნება სავალდებულოა, ძეობილობა კი თავისი სისხლით მოუბოძა ადამიანებს, თქვა: „რაჟამს აღასრულებთ თქვენდამი ნამცნებთ, თქვით: „უსარგებლო მონები ვიყავით და ის გავაკეთეთ, რაც გვევალებოდა“.... იხილეთ სრულად
80. ქრისტე მოკვდა ჩვენი ცოდვების გამო, წერილთა თანახმად, და იგი მისდამი კეთილად დამონებულებს თავისუფლებას ანიჭებს, რადგან ამბობს: „კარგი, კეთილო და სანდო მონავ! მცირედზე გახდი სანდო, ბევრზე დაგადგენ შენ. შედი შენი უფლის სიხარულში... იხილეთ სრულად
81. ვინც პატივს მიაგებს მეუფეს, ასრულებს მისგან ნაბრძანებს, ხოლო შესცოდებს რა ანდა იურჩებს, მოსაწევარს მიიღებს როგორც კუთვნილს. სწავლისმოყვარე თუ ხარ, გახდი შრომისმოყვარეც, რადგან ლიტონი ცოდნა აამაყებს ადამიანს.
82. მოულოდნელად შემთხვეული განსაცდელები განგებულებითად იმას გვასწავლის, რომ შრომისმოყვარენი ვიყოთ.
83. საკუთრივია ვარსკვლავისთვის ის სინათლე, რაც მის გარშემოა, ხოლო ღვთისმსახურისა და ღვთისმოშიშისთვის საკუთრივია უბადრუკება და სიმდაბლე, რადგან, ჩვეულებრივ, სხვა არაფერია ქრისტეს მოწაფეთა გამოსაცნობი და წარმომჩენი ნიშანი, თუ არა მდ... იხილეთ სრულად