94. მაშ, ამ სახით, როგორც ვთქვით, ჩვეულებისამებრ ერთიმეორის შემადგენელია მღვიძარება და იესოს ლოცვა, კერძოდ, ერთი მხრივ, უკიდურესი ყურადღება – განუწყვეტელი ლოცვისა, მეორე მხრივ კი, ლოცვა – უკიდურესი გონებრივი მღვიძარებისა და ყურადღ...
იხილეთ სრულად
94. მაშ, ამ სახით, როგორც ვთქვით, ჩვეულებისამებრ ერთიმეორის შემადგენელია მღვიძარება და იესოს ლოცვა, კერძოდ, ერთი მხრივ, უკიდურესი ყურადღება – განუწყვეტელი ლოცვისა, მეორე მხრივ კი, ლოცვა – უკიდურესი გონებრივი მღვიძარებისა და ყურადღბისა.
95. კეთილი აღმზრდელი როგორც სხეულისა, ასევე სულისა ესაა სიკვდილის დაუვიწყებელი ხსოვნა და ყოველივე შუალედურის (ე.ი. ყოველივე იმის, რაც მოცემულ მომენტსა და ხორციელ სიკვდილს შორისაა) უგულებელყოფით მარადის მისი წინასწარხედვა, კერძოდ, ...
იხილეთ სრულად
95. კეთილი აღმზრდელი როგორც სხეულისა, ასევე სულისა ესაა სიკვდილის დაუვიწყებელი ხსოვნა და ყოველივე შუალედურის (ე.ი. ყოველივე იმის, რაც მოცემულ მომენტსა და ხორციელ სიკვდილს შორისაა) უგულებელყოფით მარადის მისი წინასწარხედვა, კერძოდ, იმ საწოლისა, სადაც სულთამბრძოლებს გველის წოლა, და სხვა დანარჩენი.
96. არ შეიძლება, ძმანო, ძილს ეშურებოდეს ის, ვისაც სურს, რომ ყოვლითურთ უვნებელი იყოს, არამედ გარდაუვალია ორთაგან ერთი: ან დაეცეს და წარწყმდეს იგი სათნოებათაგან განძარცვული, ანდა ყოველჟამს მდგომარე იყოს გონებით შეჭურვილი, რადგან მტე...
იხილეთ სრულად
96. არ შეიძლება, ძმანო, ძილს ეშურებოდეს ის, ვისაც სურს, რომ ყოვლითურთ უვნებელი იყოს, არამედ გარდაუვალია ორთაგან ერთი: ან დაეცეს და წარწყმდეს იგი სათნოებათაგან განძარცვული, ანდა ყოველჟამს მდგომარე იყოს გონებით შეჭურვილი, რადგან მტერიც თავისი ლაშქრითურთ მარადის მდგომარეა.
97. იქმნება საღვთო რამ მდგომარეობა ჩვენს გონებაში ჩვენი უფლის იესო ქრისტეს განუწყვეტელი ხსოვნისა და ხმობის შედეგად, თუკი არ მოვმედგრდებით (გავზარმაცდებით) მისდამი უწყვეტი გონებითი ვედრებისგან, ხშირი მღვიძარებისგან და ზედამხედველურ...
იხილეთ სრულად
97. იქმნება საღვთო რამ მდგომარეობა ჩვენს გონებაში ჩვენი უფლის იესო ქრისტეს განუწყვეტელი ხსოვნისა და ხმობის შედეგად, თუკი არ მოვმედგრდებით (გავზარმაცდებით) მისდამი უწყვეტი გონებითი ვედრებისგან, ხშირი მღვიძარებისგან და ზედამხედველური (მაკონტროლებელი) მოქმედებისგან, გვექნება რა ჭეშმარიტად მარადის იგივე და იმგვარადვე აღსრულებადი საქმე ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ხმობისა, რაჟამს გულის მხურვალებით აღმოვიძახებთ, რომ ვეზიაროთ იესოს წმინდა სახელს, რადგან უწყ...
98. ამრიგად, როდესაც და რაოდენგზისაც მოხდება უკეთური გულისზრახვების გამრავლება ჩვენში, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ხმობა შთავტყორცნოთ მათ შუაგულში და მაშინ ვიხილავთ ამ გულისზრახვებს მყისვე განქარვებულებს, ვით ჰაერში კვამლს, როგორც ეს...
იხილეთ სრულად
98. ამრიგად, როდესაც და რაოდენგზისაც მოხდება უკეთური გულისზრახვების გამრავლება ჩვენში, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ხმობა შთავტყორცნოთ მათ შუაგულში და მაშინ ვიხილავთ ამ გულისზრახვებს მყისვე განქარვებულებს, ვით ჰაერში კვამლს, როგორც ეს გვასწავლა გამოცდილებამ, ხოლო როდესაც გონება მარტო იქნება დატოვებული (ე.ი. იქნება დატოვებული უკეთური გულისზრახვებისგან და ამგვარ ზრახვათა შთამაგონებელი უკეთური ძალებისგან), ამ დროს კვლავ უნდა მივეცეთ განუწყვეტელ ყურადღებ...
99. ისევე როგორც შეუძლებელია შიშველი სხეულით ბრძოლაში შესვლა ანდა სამოსლითურთ გადაცურვა დიდი ზღვისა ან კიდევ ამოსუნთქვის გარეშე სიცოცხლე, ამგვარადვე შეუძლებელია სიმდაბლისა და ქრისტესადმი განუწყვეტელი ვედრების გარეშე გონითი და დაფა...
იხილეთ სრულად
99. ისევე როგორც შეუძლებელია შიშველი სხეულით ბრძოლაში შესვლა ანდა სამოსლითურთ გადაცურვა დიდი ზღვისა ან კიდევ ამოსუნთქვის გარეშე სიცოცხლე, ამგვარადვე შეუძლებელია სიმდაბლისა და ქრისტესადმი განუწყვეტელი ვედრების გარეშე გონითი და დაფარული ბრძოლის შესწავლა, ოსტატურად მისი წარმართვა და დარტყმა.
100. დიდი უმოღვაწესი დავითი ამობს უფლისადმი: „ჩემს ძალმოსილებას შენდამი დავიცავ“ (ფს. 58.10). ამრიგად, ჩვენს შიგნით „დაცულობა“ გულისმიერი და გონითი მყუდროების „ძალმოსილებისა“, რისგანაც იშვება ყველა სათნოება, განპირობებული ხდება ჩვ...
იხილეთ სრულად
100. დიდი უმოღვაწესი დავითი ამობს უფლისადმი: „ჩემს ძალმოსილებას შენდამი დავიცავ“ (ფს. 58.10). ამრიგად, ჩვენს შიგნით „დაცულობა“ გულისმიერი და გონითი მყუდროების „ძალმოსილებისა“, რისგანაც იშვება ყველა სათნოება, განპირობებული ხდება ჩვენდამი უფლისმიერი შეწევნის გზით, რომელიც ჩვენ, მის მიმართ უწყვეტად მხმობელთ, მცნებებსაც გვაძლევს და იმ უკეთურ მოვიწყარობასაც დევნის ჩვენგან, რაც ყველაზე მეტად გულისმიერ მყუდროებას ანადგურებს, ისევე როგორც წყალი – ცეცხლს....
101. რაჟამს ჩვენ, უღირსნი, შიშითა და ძრწოლით ქრისტეს, ჩვენი ღვთისა და მეუფის, საღვთო და უხრწნელ საიდუმლოთა ღირსნი გავხდებით, მაშინ უფრო მეტად გამოვავლენთ მღვიძარებას, გონების დაცულობასა და სიმკაცრეს, რომ საღვთო ცეცხლმა, ანუ ჩვენი ...
იხილეთ სრულად
101. რაჟამს ჩვენ, უღირსნი, შიშითა და ძრწოლით ქრისტეს, ჩვენი ღვთისა და მეუფის, საღვთო და უხრწნელ საიდუმლოთა ღირსნი გავხდებით, მაშინ უფრო მეტად გამოვავლენთ მღვიძარებას, გონების დაცულობასა და სიმკაცრეს, რომ საღვთო ცეცხლმა, ანუ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სხეულმა, შემუსროს ჩვენი ცოდვები და მცირე და დიდი შერყვნილებანი, რადგან ეს ცეცხლი, ჩვენში შემომავალი, გულიდან დაუყოვნებლივ დევნის უკეთურების უკეთურ სულებს და შეგვინდობს ჩვენ ადრე ჩადენილ ცოდვებს, და მაშ...
102. მოვიწყარობას ძალუძს დაშრიტოს დაცულობა გონებისა, ისევე როგორც წყალი შრეტს ცეცხლს, ხოლო განუწყვეტელი იესოს ლოცვა, გაძლიერებული მღვიძარებითურთ, ბოლომდე აღმოფხვრის მას გულიდან, რადგან საჭიროებს ლოცვა მღვიძარებას, ისევე როგორც სას...
იხილეთ სრულად
102. მოვიწყარობას ძალუძს დაშრიტოს დაცულობა გონებისა, ისევე როგორც წყალი შრეტს ცეცხლს, ხოლო განუწყვეტელი იესოს ლოცვა, გაძლიერებული მღვიძარებითურთ, ბოლომდე აღმოფხვრის მას გულიდან, რადგან საჭიროებს ლოცვა მღვიძარებას, ისევე როგორც სასანთლე – სანთლის შუქს.
103. გვმართებს ვიღვაწოთ სანუკვართა დასაცავად, ხოლო ჭეშმარიტად სანუკვარია ყოველივე ის, რაც გვიცავს ნებისმიერი გრძნობადი და გონითი ბოროტებისგან. ესაა: დაცულობა გონებისა იესო ქრისტეს ხმობასთან ერთად, ისევე როგორც – მარადის გულის სიღრ...
იხილეთ სრულად
103. გვმართებს ვიღვაწოთ სანუკვართა დასაცავად, ხოლო ჭეშმარიტად სანუკვარია ყოველივე ის, რაც გვიცავს ნებისმიერი გრძნობადი და გონითი ბოროტებისგან. ესაა: დაცულობა გონებისა იესო ქრისტეს ხმობასთან ერთად, ისევე როგორც – მარადის გულის სიღრმისკენ ჭვრეტა და გონებითად დღენიადაგ მყუდროებაში ყოფნა, – ვიტყვი ასე, – თვით იმ გულისზრახვებისგანაც, ჯეროვანნი რომ ჩანან, აგრეთვე – გულმოდგინება იმისთვის, რომ დავცარიელდეთ გულისზრახვებისგან, რათა შეუმჩნეველნი არ დარჩნენ ...