სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) - ციტატები, ამონარიდები
178. ვინც შენს მორჩილებაში არ არის, პირისპირ ნუ წარმოუჩენ მის ცთომილებას, რადგან ამგვარი რამ უფრო უფლებამოსილების საქმეა, ვიდრე შეგონებისა.
179. მრავლობით რიცხვში რაც ითქმის, ყველასთვის სასარგებლოა, რადგან თითოეულს თავისი კუთვნილი გაეცხადება შესაბამისად სინდისისა.
180. მართლად მეტყველსაც მართებს, რომ, ასე ვთქვათ, ღვთისგან მიღოს სიტყვები, რადგან ჭეშმარიტება მეტყველისა კი არ არის, არამედ შემწევნელი ღვთისა.
181. რომლებისგანაც არ გაქვს აღსარება მორჩილებისა, ნუ შეეპაექრები მათ, როდესაც უპირისპირდებიან ჭეშმარიტებას, რათა არ აღძრა მძულვარება, თანახმად წერილისა (იგავ. 9.8).
182. ვინც მორჩილს შეუნდობს უჯერო შემოპასუხებას, ამგვარი მოქმედებით შეცდომაში შეჰყავს იგი და ხელს უწყობს მას მორჩილების აღთქმის დარღვევაში.
183. ვინც ღვთის შიშით შეაგონებს ან განსწავლის ცოდვილს, თავის თავს მოუპოვებს ცთომილების მოპირისპირე სათნოებას, ხოლო ვინც ავმეხსიერია და ბოროტგანზრახულად კიცხავს ვისმე, სულიერი რჯულის თანახმად იმავე ვნებაში შთაეკვეთება.
184. რჯულში კეთილად განსწავლული მოშიშია რჯულმდებლისა და მისდამი მოშიშებით განიდრიკება იგი ყოველგვარი ბოროტებისგან (იგავ. 15.27).
185. ნუ იქნები ორენოვანი, რომ სხვაგვარად წარმოჩნდებოდე სიტყვით და სხვაგვარად – სინდისით, რადგან ამგვარ ვინმეს წყევლის ქვეშ დაადგენს წერილი (ზირ. 28.18).
186. არსებობს ჭეშმარიტების მთქმელი და უგუნურთაგან მოძაგებული, თანახმად მოციქულისა (იგავ.10.1), და არსებობს პირფერი, რომელიც უყვართ პირფერობისთვის, თუმცა არცერთი ეს მისაგებელი ხანგრძლივი არ არის, რადგან უფალი შესაბამი ჟამს თითოეულს... იხილეთ სრულად
187. ვისაც სურს სამომავლო სიმძიმილთა აღხოცვა, მართებს მას, რომ წადიერად დაითმინოს ამჟამინდელნი, რადგან ამ სახით საქმის საქმესთან გონითად თანაშემწყობი (ე. ი. ამჟამინდელ საქმის, ამქვეყნიურ მწუხარებათა დათმენის სამომავლო საქმესთან – ... იხილეთ სრულად