სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) - ციტატები, ამონარიდები
168. ვინც ამჟამინდელ შეჭირვებებს სამერმისო სიკეთეთა მოლოდინით იწყნარებს, ჭეშმარიტი ცოდნა ჰქონია მას მოპოვებული, ამგვარი ვინმე კი ადვილად გათავისუფლდება მრისხანებისა და სევდისაგან.
169. ვინც ჭეშმარიტების გამო ირჩევს გვემულებასა და უპატიობას, სამოციქულო გზით მიდის, აღებული აქვს რა ჯვარი და შემოდებული აქვს რა ჯაჭვი (მთ. 16.24; საქ. 28.20), ხოლო ვინც ამათ გარეშე ცდილობს მიაყურადოს თავის გულს, ცდება გონებით და ვ... იხილეთ სრულად
170. არც უკეთური გულისზრახვები მიზეზების გარეშე, არცთუ მიზეზები გულისზრახვათა გარეშე არ დაუძლევია ოდესმე მათთან მებრძოლს ვისმე. მართლაც, როდესაც განცალკევებით განვიშორებთ ერთ რომელიმეს, სულ ცოტა ხანში მეორის მიერ კვლავაც ორივე მათ... იხილეთ სრულად
171. ვინც შეურაცხყოფისა და შერხვენის შიშით ადამიანებს ებრძვის, ამგვარი ვინმე ან აქვე უჭარბესად მიიღებს შეურაცხყოფას მოსაწევართა მიერ, ან კიდევ მომავალ საუკუნეში დაისჯება შეუბრალებლად.
172. ვისაც სურს დახშოს ყველა ცუდი მოსაწევარი, ვალდებულია, რომ ლოცვის მიერ ღმერთს შეაწყნაროს თავის საქმენი და გონითად მისდამი სასოებას ინარჩუნებდეს, ხოლო გრძნობადთა გამო ზრუნვას ძალისამებრ მოიძაგებდეს.
173. როდესაც ხედავს ეშმაკი ადამიანს, აუცილებლობის გარეშე ხორციელი სურვილებით დაკავებულს, უპირველესად სტაცებს მას ცოდნის მონაპოვარს, შემდეგ კი ღვთისადმი სასოებას, როგორც თავს, კვეთს მისგან.
174. თუკი ოდესმე ჰპოვებ წმინდა ლოცვის ზღუდემოვლებულ ადგილს, ნუ შეიწყარებ მტრის მიერ სწორედ ამ დროს აღძრულ ცოდნას საგანთა შესახებ, რომ არ დაკარგო უფრო მეტი, რადგან უმჯობესია, რომ ლოცვის ისრებით განგმირო მტერი, სადღაც ქვევით ჩაკეტილ... იხილეთ სრულად
175. საგანთა ცოდნა სასარგებლოა ადამიანისთვის განსაცდელისა და მოწყინების ჟამს, მაგრამ ამავე ცოდნას ლოცვის ჟამს ზიანის მოტანა სჩვევია.
176. როდესაც წილად გხვდება ასწავლო უფლის შესახებ, არ გისმენენ კი, შეიჭირვე გონებით, მაგრამ გარეგნულად მშფოთვარებას ნუ მიეცემი, რადგან შეიჭირვებ რა, ამის გამო არ დაიგმობი იმასთან ერთად, ვინც არ გისმენს, მაგრამ მშფოთვარებას თუ მიეცე... იხილეთ სრულად