სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) - ციტატები, ამონარიდები
157. მართლაც, ისევე როგორც სათნოებებს ბუნებრივად შობს შეჭირვებანი და შეურაცხებანი, ასევე ბოროტებებსაც – სიამენი და ცუდმედიდობანი.
158. ყველა სხეულებრივი სიამე წინმსწრები მოშვებულობის შედეგია, ხოლო მოშვებულობას ურწმუნოება შობს.
159. ცოდვის ქვეშ მყოფს არ ძალუძს დასძლიოს სხეულებრივი აზროვნება. ამიტომაც, დაუცხრომელი და ნაწილებში ჩაბუდებული აგზნებულობა აქვს მას.
161. ვინც მორჩილებითა და ლოცვით ებრძვის თავის ნება–სურვილს, დახელოვნებული მოასპარეზეა, გრძნობადთა უარყოფის გზით თვალნათლივ გამაცხადებელი გონითი ბრძოლისა.
162. ვინც არ უსადაგებს თავის ნებას ღმერთს, ბრკოლდება იგი საკუთარ საქმეებში და მტრების ხელში ვარდება.
163. როდესაც ნახავ ორ უკეთურს, რომლებსაც ურთიერთისადმი სიყვარული აქვთ, უწყოდე, რომ ისინი ერთიმეორეს შეეწევიან მათთვის სასურველში.
164. თავმოთნენი და ცუდმედიდნი წადიერად შეეწყობიან ურთიერთს, რადგან თავმოთნე აქებს ცუდმედიდს, მონურად ქედმოხრილს, ცუდმედიდი კი განადიდებს თავმოთნეს, მუდმივიად მის მაქებელს.
165. ღვთისმოყვარე მსმენელი ორივე მხრივ იღებს სარგებელს, რადგან, ერთი მხრივ, კეთილთა გამო შექებული უფრო მეტად მონდომებული ხდება, მეორე მხრივ კი, უკეთურებათა გამო მხილებული აუცილებლობას გრძნობს სინანულისას. ამასთან, გვმართებს ჩვენ, ... იხილეთ სრულად
166. კარგია ძირითადი მცნების დაცვა და არა ცალკეულად ზრუნვა-წუხილი, ანთუ ცალკეულად ლოცვა, არამედ მხოლოდ ძიება სასუფევლისა და ღვთის სიტყვისა (მთ. 6.33)(იგულისხმება, რომ ყველა ის ძირითადი მცნება, რაც წმინდა წერილმა მოგვცა, უნდა დავიც... იხილეთ სრულად
167. ლოცვის მცნების უგულებელმყოფელს უფრო დაუშვებელი ურჩობანი ისაკუთრებენ, რადგან ერთი მეორეს გადასცემს მას როგორც ბორკილდებულს.