სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) - ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

137. გიხაროდეს არა მაშინ, როდესაც კარგს გაუკეთებ ვინმეს, რამედ მაშინ, როდესაც ძვირუხსენებლად დაითმენ იმ წინააღმდეგობს, შენს კეთილ საქმეს რომ მოჰყვება, რადგან ისევე როგორც ღამეები მოსდევს დღეებს, ამგვარადვე მოსდევს ბოროტებანი კეთილ... იხილეთ სრულად

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

138. ცუდმედიდობა, ვერცხლისმოყვარეობა და გემოთმოყვარეობა არ იძლევა შესაძლებლობას, რომ შეუბღალავი დარჩეს კეთილი საქმე, თუკი პირველ რიგში მათ არ დასცემს ღვთის შიში. ცუდმედიდობა, ვერცხლისმოყვარეობა და გემოთმოყვარეობა...

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

139. არანებაყოფლობით სატკივრებში ღვთის წყალობა იფარება, რადგან სინანულისკენ იზიდავს ტკივილში მყოფს და ათავისუფლებს მას საუკუნო სატანჯველისგან. არანებაყოფლობით სატკივრებში ღვთის წყალობა იფარება,...

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

140. ერთნი მცნებათა აღსრულებისას მოელიან, რომ ამას დაუდებენ სასწორის მეორე მხარეს საკუთარ ცოდვებს, სხვანი კი ამ გზით ჩვენი ცოდვებისთვის მკვდარ უფალს იმადლიერებენ. საძიებელია, ამათგან რომელს აქვს მართებული აზროვნება. ერთნი მცნებათა აღსრულებისას მოელიან, რომ ამას...

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

141. გეჰენიის შიში და სასუფევლისადმი ტრფობა გვანიჭებს ჩვენ სამწუხაროთა დათმენის ძალას, თუმცა ეს გვეძლევა არა ჩვენი თავისგან, არამედ მისგან, ვინც უწყის ჩვენეული გულისზრახვები. გეჰენიის შიში და სასუფევლისადმი ტრფობა გვანიჭებს...

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

142. ვისაც სწამს სამერმისო სიკეთენი, აქაურ სიამეებს განუკითხველად განუდგება, ხოლო ვინც ურწმუნოა, სიამეთმოყვარეა იგი და უვნებო. ვისაც სწამს სამერმისო სიკეთენი, აქაურ სიამეებს...

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

143. ნუ იტყვი, როგორ უნდა ავლენდეს ღარიბი გემოთმოყვარეობას, როდესაც საამისო საშუალება არა ქვს. საქმე ისაა, რომ შესაძლებელია კიდევ მეტი უბადრუკებით გემოთმოყვარეობდეს ვინმე თავის გულისზრახვებში. ნუ იტყვი, როგორ უნდა ავლენდეს ღარიბი...

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

144. სხვა არის ცოდნა საგანთა შესახებ და სხვა – შემეცნება ჭეშმარიტებისა. რამდენადაც მთვარეს აღემატება მზე, იმდენად უფრო სასარგებლოა პირველთან შედარებით მეორე. სხვა არის ცოდნა საგანთა შესახებ და – შემეცნება...

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

145. საგანთა ცოდნა მცნებათა აღსრულების შესაბამისად შეგვეძინება, ხოლო ჭეშმარიტების შემეცნება – თანაშეზომილად ქრისტესადმი სასოებისა. საგანთა ცოდნა მცნებათა აღსრულების შესაბამისად...

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

146. თუ გსურს ცხონება და ჭეშმარიტების შემეცნებამდე მისვლა (I ტმ. 2.4), ეცადე ყოვლითურთ აღემატო გრძნობადს და მხოლოდღა სასოების მიერ შეეტკბო ღმერთს, რადგან ამ სახით შენდა უნებურად ამა სოფლისგან მიდრეკილი ჰპოვებ იმათ, თავდასხმების გზ... იხილეთ სრულად

link
0