სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) - ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

127. როდესაც ხედავ მავანს, მრავალი უპატიობის გამო დამწუხრებულს, შეიცანი, რომ იგი, ცუდმედიდობის გულისზრახვებით აღვსილი, სიმწრით იმკის გულის თესლთა თავთავებს. როდესაც ხედავ მავანს, მრავალი უპატიობის გამო...

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

128. სხეულებრივ სიამეებში ჯეროვანზე მეტად შვებული, ასმაგი შეჭირვებით ზღავს ნაჭარბევს. სხეულებრივ სიამეებში ჯეროვანზე მეტად შვებული,...

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

129. გამგებელი ვალდებულია უთხრას ხელქვეითს, რაც ევალება, ხოლო თუ იგი არ მოუსმენს, წინდაწინ აუწყოს მოსალოდნელ უბედურებათა შესახებ. გამგებელი ვალდებულია უთხრას ხელქვეითს, რაც...

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

130. მავანისგან შეურაცხყოფილი და თავისი შეურაცხმყოფლისთვის სამაგიეროს მიზღვის უარმყოფელი იმავე ზომით არის მორწმუნე ქრისტესი და, ერთი მხრივ, ასწილად იღებს საზღაურს ამ საუკუნეში, მეორე მხრივ კი საუკუნო ცხოვრებას იმემკვიდრებს. მავანისგან შეურაცხყოფილი და თავისი...

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

131. ხსოვნა ღვთისა ესაა გარჯილობა გულისა ღვთისმსახურებისთვის, ხოლო ვინც ღმერთს ივიწყებს, სიამტკბილობს და უტკივილოა. ხსოვნა ღვთისა ესაა გარჯილობა გულისა...

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)
თემა: მოყვასი

132. ნუ ამბობ, რომ ვინც უვნებოა, არ ძალუძს მას შეჭირვების განცდა, რადგან თუმცაღა თავისი თავის გამო არა, მაგრამ მოყვასის გამო ვალდებულია, რომ შეიჭირვებდეს. ნუ ამბობ, რომ ვინც უვნებოა, არ ძალუძს მას...

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)
თემა: ცოდვა

133. როდესაც მტერი დავიწყებულ ცოდვათა ბევრ ხელწერილს მოიპოვებს, მაშინ აიძულებს იგი ცოდვათმოვალეს, რომ დაუვიწყებლადაც (მეხსიერებაში) ჩაიდინოს იგივე, გონივრულად იყენებს რა მის მიმართ ცოდვის რჯულს. როდესაც მტერი დავიწყებულ ცოდვათა ბევრ ხელწერილს...

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

134. თუ გსურს, რომ ყოველჟამს გახსოვდეს ღმერთი, ნუ განირიდებ მოსაწევარს როგორც თითქოსდა უსამართლოს, არამედ დაითმინე ყველა მათგანი როგორც სამართლიანად მოწევნილი, რადგან მოთმინება თითოეული შემთხვევის კვალობაზე ხსოვნას აღძრავს ღვთისას... იხილეთ სრულად

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

135. თუ გსურს, რომ ღმერთმა დაფაროს შენი შეცოდებანი (შდრ. ფს. 31.1), ნუ გაამჟღავნებ კაცთა წინაშე, თუკი რამ გაქვს სათნოება, რადგან რასაც ჩვენეულ სათნოებათა მიმართ ვმოქმედებთ ჩვენ, იმავეს მოქმედებს ღმერთი ჩვენეულ ცოდვათა მიმართ. თუ გსურს, რომ ღმერთმა დაფაროს შენი შეცოდებანი...

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

136. სათნოების დაფარვისას ნუ გაამპარტავნდები როგორც სამართლიანობის აღმსრულებელი, რადგან სამართლიანობა არის არა მხოლოდ ის, რომ დაფარო სიკარგე, არამედ აგრეთვე ის, რომ საერთოდ არ იფიქრო რა ჯეროვანზე. სათნოების დაფარვისას ნუ გაამპარტავნდები როგორც...

link
0