სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) - ციტატები, გამონათქვამები

სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) - ციტატები, გამონათქვამები სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის ნაწილი)

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

107. საღვთო სიმშვიდის მქონე ბრძენთა უბრძნესია, გულით მდაბალი კი – მძლავრთა უმძლავრესი, ამიტომაც, ცოდნისმიერად ატარებენ ისინი ქრისტეს უღელს. საღვთო სიმშვიდის მქონე ბრძენთა უბრძნესია

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)
თემა: ლოცვა

108. რასაც კი ლოცვის გარეშე ვამბობთ ან ვაკეთებთ, ეს ყოველივე შემდეგში ან მცდარი აღმოჩნდება ან საზიანო და საქმეთა მიერ გვამხილებს ჩვენ ჩვენდა შეუცნობლად. რასაც კი ლოცვის გარეშე ვამბობთ ან ვაკეთებთ

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

109. საქმეთაგან, სიტვათაგან და აზრთაგან მხოლოდ ერთია მართალი (ე.ი. მაცხოვარი იესო ქრისტე), ხოლო სარწმნოებისგან, მადლისგან და სინანულისგან მრავალი გამართლებულა. საქმეთაგან, სიტვათაგან და აზრთაგან მხოლოდ

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

110. ისევე როგორც უცხოა მონანულისთვის ამპარტავნება, ასევე შეუძლებელია ნებსით მცოდველისთვის თავმდაბლობა. ისევე როგორც უცხოა მონანულისთვის

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

111. მდაბალცნობიერება ესაა არა სინდისის გმობა, არამედ შეცნობა ღვთის მადლისა და თანალმობისა მდაბალცნობიერება ესაა არა სინდისის გმობა

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)
თემა: გონება

112. რაც არის ნივთიერი სახლი ზოგადი ჰაერისთვის, იგივეა მოაზროვნე გონება საღვთო მადლისთვის. რაც მეტ ნივთს გაყრი სახლიდან, იმდენად მეტად შემოვა ჰაერი, და რაც მეტ ნივთს შემოიტან, მით მეტად შემცირდება იგი. რაც არის ნივთიერი სახლი ზოგადი ჰაერისთვის

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

113. სახლის ნივთია ჭურჭელი და საჭმელი, გონების ნივთი კი ესაა ცუდმედიდობა და გემოთმოყვარეობა. სახლის ნივთია ჭურჭელი და საჭმელი, გონების

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

114. სიფართოვე გულისა სასოებაა ღვთისადმი, მისი სივიწროვე კი ხორციელი საზრუნავი. სიფართოვე გულისა სასოებაა ღვთისადმი, მისი

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

115. ერთია და უცვალებელი მადლი სულიწმინდისა, მოქმედებს კი თითოეულში, როგორც ნებავს. ერთია და უცვალებელი მადლი სულიწმინდისა

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

116. ისევე როგორც მიწაზე დადენილი წვიმა მცენარეებს მათთვის ბუნებრივ თვისებას მიუბოძებს, კერძოდ ტკბილებს სიტკბოს, მწარეებს კი სიმწარეს, ამგვარადვე მადლიც, მორწმუნეთა გულებზე ცვალებადობის გარეშე მიტყორცნილი, სათნოებათა შესაბამის მოქ... იხილეთ სრულად

link

სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის ნაწილი)

2