სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) - ციტატები, გამონათქვამები

სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) - ციტატები, გამონათქვამები სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის ნაწილი)

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

97. განუბნეველი ლოცვა ხანგრძლივმლოცველის ღვთისმოყვარეობის მომასწავებელია, ხოლო ლოცვისადმი უყურადღებობა და განბნეულობა ნიშანია გემოთმოყვარეობისა. განუბნეველი ლოცვა ხანგრძლივმლოცველის

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)
თემა: ლოცვა

98. შეუჭირვებლად მღვიძარე, სულგრძელი და მლოცველი ადამიანი თვალნათლივ წარმოჩნდება სულიწმინდის თანაზიარად, თუმცა ამათში შეჭირვებული და მაინც ნებსით დამთმენი, – ისიც, – მალევე მიემთხვევა შეწევნას. შეუჭირვებლად მღვიძარე, სულგრძელი და მლოცველი

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)
თემა: რწმენა

99. დასაბუთებულია, რომ მცნება მცნებას აღემატება. ამიტომ, რწმენაზე უმტკიცესი რწმენაც იპოვება. დასაბუთებულია, რომ მცნება მცნებას აღემატება.

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)
თემა: რწმენა

100. არსებობს რწმენა მოსმენის გზით, თანახმად მოციქულისა (რომ.10.17), და არსებობს რწმენა – შემტკიცება იმისა, რასაც ვსასოებთ (ებრ.11.1). არსებობს რწმენა მოსმენის გზით, თანახმად

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

101. კარგია სიტყვით ვარგოთ იმათ, რომლებიც გვეკითხებიან, მაგრამ უმჯობესია ლოცვითა და სათნოებით შევეწიოთ მათ, რადგან ვინც ამათ მიერ სწირავს თავის თავს ღმერთს, ღვთისგან მიღებული შემწეობის გზით შეეწევა თავის მოყვასსაც. კარგია სიტყვით ვარგოთ იმათ, რომლებიც

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

102. თუ გსურს, რომ მოკლე სიტყვით არგო სწავლისმოყვარეს, უჩვენე მას მლოცველობა, მართალმორწმუნეობა და მოსაწევართა დამთმენლობა, რადგან მართლაც ყველა სიკეთე ამათგან მოიპოვება. თუ გსურს, რომ მოკლე სიტყვით არგო

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

103. რაზეც მავანმა სასოება აჩვენა ღვთისადმი, მასზე იგი მოყვასთან აღარ იბრძოლებს. რაზეც მავანმა სასოება აჩვენა ღვთისადმი, მასზე

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)
თემა: ადამიანი

104. თუკი ყველაფერს არანებსითს ნებსითისგან აქვს მიზეზი, თანახმად წერილისა, მაშ არავინაა ადამიანის მტერი იმდენად, რამდენადაც თავად არის თავისი თავისთვის. თუკი ყველაფერს არანებსითს ნებსითისგან აქვს

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

105. ყოველგვარ უკეთურებას წინ უძღვის უმეცრება, ხოლო მის შემდეგ მეორეა ურწმუნოება. ყოველგვარ უკეთურებას წინ უძღვის უმეცრება

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

106. თავი დააღწიე განსაცდელს მოთმინებისა და ლოცვა–ვედრების გზით, ხოლო თუ ამათ გარეშე შეეწინააღმდეგები, უფრო მეტად დაგესხმის თავს. თავი დააღწიე განსაცდელს მოთმინებისა და

link

სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის ნაწილი)

2