სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) - ციტატები, ამონარიდები
77. ისევე როგორც „ზამთარში ან შაბათ დღეს გაქცევა“ (მთ.24.20) სიმძიმილია ხორცისთვის და ბილწება – სულისთვის, ამგვარადვეა ვნებათაღძრულობა დაბერებულ სხეულში და განწმენდილ სულში.
80. თხუნელას, რომელიც ბრმაა და მიწაში დაძვრება, არ შეუძლია ვარსკვლავების დანახვა. ასევე, ვინც ურწმუნოა ჟამიერთათვის, არც მარადიულთა შესახებ ექნება მას რწმენა.
81. მადლზე წინ ებოძათ ადამიანებს ღვთისგან მადლი – ჭეშმარიტი ცოდნა, რაც იმას ასწავლიდა ცოდნის მიმღებთ, რომ მბოძებლსადმი ჰქონოდათ რწმენა ყოვლის უწინარეს (იგულისხმება, რომ ღვთის განკაცებამდე და ადამიანებისთვის ნათლისღებითი მადლის მინ... იხილეთ სრულად
82. როდესაც მცოდველი სული მასზე მოწევნულ შეჭირვებებს არ შეიწყნარებს, მაშინ ანგელოზები მის შესახებ ასე ამბობენ: "ვკურნებდით ბაბილონს და არ განიკურნა" (იერ.51.9).
83. ჭეშმარიტი ცოდნის დამვიწყებელი გონება ადამიანებს ისე უსაბუთებს უკეთურებას, როგორც სარგებლობის მომტანს
84. ისევე როგორც არ ძალუძს ცეცხლს დაახანოს წყალში, ასევე არც უკეთურ აზრს – ღვთისმოყვარე გულში. ამიტომ, ყველა ღვთისმოყვარე ადამიანი ღვაწლისმოყვარეცაა, ხოლო ნებსითი ღვწა ბუნებით არის გემოთმოყვარეობის მტერი.
85. ვნება ჯერ საქმით ჰპოვებს საძოვარს ადამიანში ნებაყოფლობითი დაშვების შედეგად, შემდეგ კი მძლავრებითად აუზვავდება იგი მასთან თანაზიარს, თუნდაც რომ არ სურდეს ამ უკანასკნელს.