სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) - ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

67. თითოეულის შეხედულებისამებრ ხდება შეხვედრა კუთვნილთან (ანუ ჩვენზე ყოველთვის ის მოიწევა, რაც გვეკუთვნის, თუმცა ამ კუთვნილის მიღება თითოეული ჩვენგანის შეხედულების, მოვლენების ჩვენეული აღქმის შესაბამისად ხდება) თითოეულის შეხედულებისამებრ ხდება შეხვედრა...

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

68. როდესაც რაღაც შეურაცხყოფას განიცდი ადამიანისგან, მყისვე იმ დიდებისთვის განკუთვნილ მოსაწევრად ჩათვალე, ღვთისგან რომ მიიღებ, და ამ გზით შეურაცხყოფის ჟამს დაუმწუხრებელი და უშფოთველი იყავი, ხოლო დიდების ჟამს, როდესაც მოიწევა იგი, ... იხილეთ სრულად

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)
თემა: ქება

69. როდესაც, ღვთის სათნოჩენით, შექებული იქნები მრავალთაგან, ნურაფერს თავის გამოსაჩენს ნუ შეურთავ საუფლო განგებულებას, რომ კვლავ ცვლილება არ განიცადო და საპირისპიროში არ ჩავარდე (იგულისხმება, რომ უფლისგან დაშვებული ქება მოღვაწემ სი... იხილეთ სრულად

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)
თემა: შრომა

70. თესლი არ გაიზრდება მიწისა და წყლის გარეშე, და ადამიანიც სარგებელს ვერ მიიღებს ნებაყოფლობითი შრომისა და საღვთო შეწევნის გარეშე. თესლი არ გაიზრდება მიწისა და წყლის გარეშე,...

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)
თემა: სინდისი

71. შეუძლებელია ღრუბლის გარეშე გადმოდინება წვიმისა, ისევე როგორც – კეთილი სინდისის გარეშე ღვთისადმი სათნოყოფა. შეუძლებელია ღრუბლის გარეშე გადმოდინება წვიმისა,...

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)
თემა: გონება

72. ნუ შეწყვეტ სწავლას, თუნდაც რომ მეტად გონიერი იყო, რადგან განგებულება ღვთისა ჩვენს გონიერებაზე მეტად სასარგებლოა. ნუ შეწყვეტ სწავლას, თუნდაც რომ მეტად გონიერი იყო,...

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

73. როდესაც გემოთმოყვარეობითი რამ ვნება გულს გამოიზიდავს მოღვაწეობის ადგილიდან, მაშინ ეს გული, დაღმართში დაქანებული უმძიმესი ქვისებრ, ძნელად შესაკავებელი ხდება. როდესაც გემოთმოყვარეობითი რამ ვნება გულს...

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

74. ისევე როგორც ბალახს მიდევნებული გამოუცდელი ხბო კლდეებით გარსმოვლებულ ადგილას აღმოჩნდება, ამგვარდვე ემართება აზრებისგან თანდათან შორს გატყუებულ სულს. ისევე როგორც ბალახს მიდევნებული გამოუცდელი ხბო...

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)
თემა: გონება

75. როდესაც უფლის მიერ გამხნევებული გონება თავის სულს განაშორებს ძველი ვნებადი ჩვეულებისგან, მაშინ გული ამ გონებისა და ვნებისგან ისე იტანჯება, როგორც ჯალათებისგან, რადგან აქეთ და იქით ეწევიან მას. როდესაც უფლის მიერ გამხნევებული გონება თავის სულს...

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)
თემა: მხილება

76. ისევე როგორც ზღვაში მცურავნი სარგებლის იმედით წადიერად დაითმენენ მზის მცხუნვარებას, ამგვარადვე ბოროტების მოძულენიც მხილების მოყვარულნი არიან, რადგან წინააღმდეგობას უწევს, ერთი მხრივ, მზე ქარებს, მეორე მხრივ კი მხილება ვნებებს. ისევე როგორც ზღვაში მცურავნი სარგებლის იმედით...

link
0