147. ვინც გულისხმაყოფს წმინდა პავლესგან საიდუმლოდ თქმულს, რომ, როგორც ამბობს, ჩვენი ბრძოლა მიმართულია უკეთურების სულთა წინააღმდეგ (ეფეს. 6.12), ამგვარი ვინმე შეიცნობს უფლის იგავსაც, რაც უფალმა თქვა სწორედ იმაზე, რომ გვმართებს მუდა...
იხილეთ სრულად
147. ვინც გულისხმაყოფს წმინდა პავლესგან საიდუმლოდ თქმულს, რომ, როგორც ამბობს, ჩვენი ბრძოლა მიმართულია უკეთურების სულთა წინააღმდეგ (ეფეს. 6.12), ამგვარი ვინმე შეიცნობს უფლის იგავსაც, რაც უფალმა თქვა სწორედ იმაზე, რომ გვმართებს მუდამჟამს ლოცვა და გარიდება ბოროტი საქმისგან (შდრ. ლ. 18.1).
148. რჯული სახისმეტყველებითად ბრძანებს, რომ ექვს დღეს ვსაქმობდეთ და მეშვიდე დღეს ვისვენებდეთ (გამოსლ. 20.9). ეს იმიტომ, რომ სულის საქმეა ქონების ანუ სიმდიდრის გზით ქველმოქმედება, ხოლო ამავე სულის მოცალეობა და მოსვენება – ყველაფრის...
იხილეთ სრულად
148. რჯული სახისმეტყველებითად ბრძანებს, რომ ექვს დღეს ვსაქმობდეთ და მეშვიდე დღეს ვისვენებდეთ (გამოსლ. 20.9). ეს იმიტომ, რომ სულის საქმეა ქონების ანუ სიმდიდრის გზით ქველმოქმედება, ხოლო ამავე სულის მოცალეობა და მოსვენება – ყველაფრის გაყიდვა და გლახაკებისთვის დარიგება, თანახმად უფლის სიტყვისა (მთ. 18.21), რომ იგი, უპოვარების მიერ მოსვენებული, გონითი სასოებით მოცალეობდეს. პავლეც იქითკენ გვასწრაფებს, რომ სწორედ ამ მოსვენებაში შევიდეთ მთელი გულმოდგინებ...
149. მაგრამ ეს ვთქვით არა იმიტომ, რომ დავხშოთ მყოფადი და აქ გავაწესოთ საყოველთაო მისაგებელი, არამედ იმიტომ, რომ გვმართებს უპირველესად გულში მოქმედად გვქონდეს მადლი სულიწმინდისა და ასე, ამის შესაბამისადვე, შევიდეთ ცათა სასუფეველში....
იხილეთ სრულად
149. მაგრამ ეს ვთქვით არა იმიტომ, რომ დავხშოთ მყოფადი და აქ გავაწესოთ საყოველთაო მისაგებელი, არამედ იმიტომ, რომ გვმართებს უპირველესად გულში მოქმედად გვქონდეს მადლი სულიწმინდისა და ასე, ამის შესაბამისადვე, შევიდეთ ცათა სასუფეველში. ეს ცხადყო უფალმაც, რაოდესაც თქვე: „ცათა სასუფეველი თქვენს შიგნითაა“ (ლკ. 17.21). იგივე თქვა მოციქულმაც: „არსებობს რწმენა – შემტკიცება იმისა, რასაც ვსასოებთ (ებრ. 11.1); კიდევ: „იმგვარად რბოდეთ, რომ მიაღწიოთ“ (I კორ. 9.2...
151. ძველი ცოდვები, წარმოდგენითად დამახსოვრებულნი, ზიანს აყენებენ კეთილმსასოებელს, რადგან თუ, ერთი მხრივ, მწუხარებით ხდება ამ ცოდვათა გაცოცხლება გონებაში, სასოებისგან განდგომას იწვევენ ისინი (იწვევენ იმიტომ, რომ ამ ცოდვათა სიმძიმე...
იხილეთ სრულად
151. ძველი ცოდვები, წარმოდგენითად დამახსოვრებულნი, ზიანს აყენებენ კეთილმსასოებელს, რადგან თუ, ერთი მხრივ, მწუხარებით ხდება ამ ცოდვათა გაცოცხლება გონებაში, სასოებისგან განდგომას იწვევენ ისინი (იწვევენ იმიტომ, რომ ამ ცოდვათა სიმძიმე შეწყალების იმედს უქრობს შემცოდეს და იგი სასოწარკვეთაში ვარდება), ხოლო თუ, მეორე მხრივ, მწუხარების გარეშე წარმოგვესახებიან, კვლავ შემოაქვთ ძველი სიბილწე (ე.ი. რადგან ცოდვათა გახსენებას წუხილი და სინანული არ ახლავს, შემცო...
152. როდესაც გონება თავისი თავის უარყოფის გზით მოიპოვებს ურყევ სასოებას, მაშინ მტერი, თითქოსდა აღსარების საბაბით, წარმოუსახავს მას წარსულ უკეთურებებს, რომ ღვთის მადლით დავიწყებული ცოდვები კვლავ გააღვივოს და ფარულად ავნოს ადამიანს,...
იხილეთ სრულად
152. როდესაც გონება თავისი თავის უარყოფის გზით მოიპოვებს ურყევ სასოებას, მაშინ მტერი, თითქოსდა აღსარების საბაბით, წარმოუსახავს მას წარსულ უკეთურებებს, რომ ღვთის მადლით დავიწყებული ცოდვები კვლავ გააღვივოს და ფარულად ავნოს ადამიანს, რადგან მაშინ ეს ადამიანი, რომელიც უკვე გაცისკროვნებულია და ვნებათმოძულე, იძულებით დაბნელდება, თანააღირევა რა თავის ძველ შეცოდებებში, ხოლო თუ, მით უმეტეს, ჯერ კიდევ ბურუსშია (გაურკვევლობაშია, მერყევია) იგი და ჯერაც გემოთ...
153. თუ გსურს ღმერთს უძღვნა განუკიცხველი აღსარება, ნუ გაიხსენებ შეცოდებებს წარმოდგენითად, არამედ ახოვნად დაითმინე მათი მოძალებანი (იგულისხმება ჩადენილ ცოდვათა მოხსენიებისას, აღსარების ჟამს, ამ ცოდვათა სახეობრივად, სურათებში გაცოცხ...
იხილეთ სრულად
153. თუ გსურს ღმერთს უძღვნა განუკიცხველი აღსარება, ნუ გაიხსენებ შეცოდებებს წარმოდგენითად, არამედ ახოვნად დაითმინე მათი მოძალებანი (იგულისხმება ჩადენილ ცოდვათა მოხსენიებისას, აღსარების ჟამს, ამ ცოდვათა სახეობრივად, სურათებში გაცოცხლებულად მოძალება აღმსარებელზე, აღმსარებლის გონებაზე, რაც ახოვნად უნდა დაძლიოს მან, ანუ, თუნდაც აღსარების საბაბით, არანაირად არ უნდა დაუშვას წარსული ცოდვების გონებაში ცოცხლად წარმოდგენა).
156. შეჭირვებისა და შეურაცხების მომძაგებელი იმის პირობას ნუ დადებ, რომ სხვა სათნოებათა მიერ შესძლებ სინანულს, რადგან ცუდმედიდობასა და უტკივილობას სჩვევია ემსახურებოდეს ცოდვას (ე.ი. სათნოებებითაც).