სატანჯველი, ანუ ჯოჯოხეთი, რომლის შესახებაც აღნიშნულია წმ. წერილში, არ წარმოადგენს მატერიალურ, ფიზიკურ ადფგილმდებარეობას, ისევე როგორც სასუფეველი. ეს ორივე სამყოფელი მხოლოდ სულიერი მდგოარეობის გამომხატველია. და აი რატომ: რაც ნივთიე...
იხილეთ სრულად
სატანჯველი, ანუ ჯოჯოხეთი, რომლის შესახებაც აღნიშნულია წმ. წერილში, არ წარმოადგენს მატერიალურ, ფიზიკურ ადფგილმდებარეობას, ისევე როგორც სასუფეველი. ეს ორივე სამყოფელი მხოლოდ სულიერი მდგოარეობის გამომხატველია. და აი რატომ: რაც ნივთიერია, მატერიალურია, იგი ამავდროულად წარმავალია, რამეთუ მატერია თავისი არსით წარმოადგენს დროში არსებულს. თუ სასუფეველს და ჯოჯოხეთს ფიზიკურ ადგულს დავუქვემდებარებთ, მაშინ ხომ ნეტარებაც და ტანჯვაც დაექვემდებარება დასაწყისთან...
სულიწმიდა არის სიყვარული და ეს სიყვარული გადმოღვრილია ზეცად მცხოვრები ყველა წმინდანის სულზე და აქ, დედამიწაზე, ღმერთის მოყვარულ სულებზე. სულიწმიდაში ზეცა ხედავს მიწას და ესმის ჩვენი ლოცვა, მიაქვს იგი ღმერთთან. ღმერთი გულმოწყალეა; ...
იხილეთ სრულად
სულიწმიდა არის სიყვარული და ეს სიყვარული გადმოღვრილია ზეცად მცხოვრები ყველა წმინდანის სულზე და აქ, დედამიწაზე, ღმერთის მოყვარულ სულებზე. სულიწმიდაში ზეცა ხედავს მიწას და ესმის ჩვენი ლოცვა, მიაქვს იგი ღმერთთან. ღმერთი გულმოწყალეა; იცნობს მას ჩემი სული, მაგრამ აღწერა მისი შეუძლებელია. იგი თვინიერია და მორჩილი და როცა სული ხედავს მას, მთლიანად იცვლება ღმერთის და მოყვასის სიყვარულით; თვითონაც ხდება თვინიერი და მორჩილი. მაგრამ, თუ ადამიანმა დაკარგა მა...
სულიწმიდა სიმდაბლის მასწავლებელია და როდესაც იგი გულში იმკვიდრებს, ადამიანი უკვე ხედავს საკუთარ თავს, ხედავს რომ "სიმართლე კაცისა" არის "ვითარცა ძონძი დაშტანის" - ასე ამბობს ესაია წინასწარმეტყველი. დემონური ამპარტავნობა კი ის არის...
იხილეთ სრულად
სულიწმიდა სიმდაბლის მასწავლებელია და როდესაც იგი გულში იმკვიდრებს, ადამიანი უკვე ხედავს საკუთარ თავს, ხედავს რომ "სიმართლე კაცისა" არის "ვითარცა ძონძი დაშტანის" - ასე ამბობს ესაია წინასწარმეტყველი. დემონური ამპარტავნობა კი ის არის, როდესაც ღვთის მადლს, ნამდვილად არსებულს, უარყოფენ როგორც არარსებულს. მეტად მნიშვნელოვანია გავიაზროთ და გვახსოვდეს წმინდა მამების ამგვარი დამოკიდებულება მონაზვნობისადმი. ეს მოგვცემს სულიერ ძალას, შევინარჩუნოთ ჩვენში ჩად...
სულიწმიდა, სული ჭეშმარიტებისა, გარკვეული ზომით ყველა ადამიანში ცხოვრობს და მით უმეტეს ქრისტიანში, მაგრამ არაა საჭირო მადლის ეს მცირე გამოცდილება გავაზვიადოთ და კადნიერად ამოვიდეთ იქედან. სულიწმიდა, რომელიც ყოველთვის რეალურად იმყოფ...
იხილეთ სრულად
სულიწმიდა, სული ჭეშმარიტებისა, გარკვეული ზომით ყველა ადამიანში ცხოვრობს და მით უმეტეს ქრისტიანში, მაგრამ არაა საჭირო მადლის ეს მცირე გამოცდილება გავაზვიადოთ და კადნიერად ამოვიდეთ იქედან. სულიწმიდა, რომელიც ყოველთვის რეალურად იმყოფება ეკლესიაში, მოთმინებით და თვინიერად ეძებს და ელოდება ყველა სულს, მაგრამ თვითონ ადამიანი არ აძლევს მას თავისუფლებას იმოქმედოს მასში და ამიტომ რჩება ნათლის გარეშე, რჩება სულიერი ცხოვრების საიდუმლოებების შეცნობის გარეშე.
ერთგზის სასოება მივიდა ჯოჯოხეთისა კართ და კართა დაურეკა უბადრუკთა სულთა გასახარებელად. შინათ გამო ხმა უყო საუკუნომან: აღიხედენ ზე და იხილენ თვალითა შენითა, რა-ძი წერილ არს მაგას კართა ზედაო. ოდესღაც სასოებამან აღიხილნა, იხილნა წერ...
იხილეთ სრულად
ერთგზის სასოება მივიდა ჯოჯოხეთისა კართ და კართა დაურეკა უბადრუკთა სულთა გასახარებელად. შინათ გამო ხმა უყო საუკუნომან: აღიხედენ ზე და იხილენ თვალითა შენითა, რა-ძი წერილ არს მაგას კართა ზედაო. ოდესღაც სასოებამან აღიხილნა, იხილნა წერილნი ესრეთ: "ვერაოდეს გამოვალთ, ვერაოდეს ვილხენთ, მარადის ვიტანჯებით, ვერაოდეს ვიხილავთ პირსა ქრისტესსა და მარადის ვხედავთ პირსა ეშმაკთასა, განშორებულ ვართ ანგელოზთა მეგობრობისაგან და წუთსაცა ერთსა ეშმაკთა ვერ განვეშორებ...
სულიწმიდისაკენ ისწრაფის ყველა, ვინც კი კურთხევას საჭიროებს. სულიწმიდა სურს ყველას, ვინც კი სათნოებით ცხოვრობს, ვინც დარწყულებულია მისი ერთგვარი შთაგონებით და იმად შეწევნული, რომ მისთვის დამახასიათებელ და ბუნებრივ დასასრულს მიაღწიო...
იხილეთ სრულად
სულიწმიდისაკენ ისწრაფის ყველა, ვინც კი კურთხევას საჭიროებს. სულიწმიდა სურს ყველას, ვინც კი სათნოებით ცხოვრობს, ვინც დარწყულებულია მისი ერთგვარი შთაგონებით და იმად შეწევნული, რომ მისთვის დამახასიათებელ და ბუნებრივ დასასრულს მიაღწიოს. იგი სხვებს სრულყოფს, თავად კი არაფერს საჭიროებს. იგი ჰგიებს განახლების გარეშე და არის ცხოვრების მომნიჭებელი. იგი მატების გზით კი არ აღორძინდება, არამედ იმთავითვე და მარადის აღსავსეა, ყოვლადსრულია, საკუთარ თავზეა დაფუძ...
სულიწმიდის მადლი გვევლინება მრავალი სახით და სხვადასხვა გრძნობით გამოიხატება. სულიწმიდა წარმატებული ლოცვისა და სიფხიზლის ხელოვნების მეშვეობით მლოცველს ანიჭებს ცრემლს, სიხარულს, წინათმცნობელობის, წინამძღვრობისა და სამოციქულო ნიჭის ...
იხილეთ სრულად
სულიწმიდის მადლი გვევლინება მრავალი სახით და სხვადასხვა გრძნობით გამოიხატება. სულიწმიდა წარმატებული ლოცვისა და სიფხიზლის ხელოვნების მეშვეობით მლოცველს ანიჭებს ცრემლს, სიხარულს, წინათმცნობელობის, წინამძღვრობისა და სამოციქულო ნიჭის მადლმოსილებას, ჭირთათმენის, მოთმინების, საღმრთო ნუგეშის, უდიდესი სასოების ძალას, ღვთაებრივი ეროსის, ჭვრეტის, საღმრთო განკვირვების მადლს.