როდესაც ეს ფილმი "იესო ნაზარეველი" მიიღეს, მე დავეთანხმე, რომ გაეშვათ, რადგან მორწმუნეები ამის გულისათვის არ მიატოვებენ ეკლესიას; ურწმუნო კი, ბევრია. შინაარს რომ გაიგებენ, ზოგი კლესიაში წავა. აქ მთავარია შედეგი.
ხელოვნება კი, ღვთისაგან მონიჭებული ის სიკეთეა, რომელიც მთლიანად ეხება ადამიანთა არა ხორციელ ბუნებას, არამედ მის სულიერ სამყაროს. რამდენადაც მეტად მაღლდება ჩვენი სულიერი სამყარო, იმდენად მეტად ვუახლოვდებით ოცი საუკუნის წინანდელ ბეთ...
იხილეთ სრულად
ხელოვნება კი, ღვთისაგან მონიჭებული ის სიკეთეა, რომელიც მთლიანად ეხება ადამიანთა არა ხორციელ ბუნებას, არამედ მის სულიერ სამყაროს. რამდენადაც მეტად მაღლდება ჩვენი სულიერი სამყარო, იმდენად მეტად ვუახლოვდებით ოცი საუკუნის წინანდელ ბეთლემს და ვმაღლდებით იმისაკენ, ვინც წარმოუდგენლად მაღლა დგას მეცნიერებასა და ხელოვნებაზე.
თქვენ რა გგონიათ, ბოროტება და ჯადო ის კი არ არის მხოლოდ, მოლები რომ შეულოცავენ, ჯადო შეიძლება უბრალო მომსვლელს, თუნდაც კეთილისმყოფელს მოჰყვეს, ამიტომ ყოველთვის თქვი შეხვედრის ლოცვა - უფალო ღმერთო, გვიხსენ ძვირის ზრახვისაგან და ჰყ...
იხილეთ სრულად
თქვენ რა გგონიათ, ბოროტება და ჯადო ის კი არ არის მხოლოდ, მოლები რომ შეულოცავენ, ჯადო შეიძლება უბრალო მომსვლელს, თუნდაც კეთილისმყოფელს მოჰყვეს, ამიტომ ყოველთვის თქვი შეხვედრის ლოცვა - უფალო ღმერთო, გვიხსენ ძვირის ზრახვისაგან და ჰყავ ხილვა ჩვენი მშვიდობით და შემთხვევა ჩვენი ურთიერთას ნებისაებრ შენისა. ამინ! - და კარს ჯვარი გადასახე წმიდა სამების სახელით.
თუ იციან, ან ეჭვი აქვთ, რომ სახლში ჯადოა, უნდა მოიყვანონ მღვდელი და წააკითხონ "სახლსა ზედა შე...
ეკლესია გვასწავლის, რომ არსებობს სულიწმიდა, უფალი უფლისაგან, კეთილი კეთილისაგან, უკვდავი უკვდავისაგან, ყოვლადძლიერი ყოვლადძლიერისაგან, ჭეშმარიტება ჭეშმარიტებისაგან, სინათლე სინათლისაგან, სიცოცხლე სიცოცხლისაგან.
იცოდე, როცა სულიწმიდის მადლი წაერთმევათ, მაშინ ლიტურგიასა და ლიტანიას აღასრულებენ დიდ შარაგზაზე კუნტრუშით, როგორც ახლა დასავლეთში ხდება. ერთმანეთს დაუგზავნიან ნაირნაირი შინაარსის ეპისტოლეებს, მრავალი სხვადასხვა საკითხის შესახებ, ა...
იხილეთ სრულად
იცოდე, როცა სულიწმიდის მადლი წაერთმევათ, მაშინ ლიტურგიასა და ლიტანიას აღასრულებენ დიდ შარაგზაზე კუნტრუშით, როგორც ახლა დასავლეთში ხდება. ერთმანეთს დაუგზავნიან ნაირნაირი შინაარსის ეპისტოლეებს, მრავალი სხვადასხვა საკითხის შესახებ, ანუ ბერ-მონაზვნები ხელს მიჰყოფენ ლიტერატურას, სამეცნიერო და პოლიტიკური საკითხების კვლევას, ხოლო მათი განწყობა კი სულიერი მადლიდან ამაოებისაკენ მიიქცევა მთლიანად
როცა სულიწმიდა აავსებს მთლიანად ადამიანს თავისი სიყვარულის სიტკბოებით, მაშინ სამყარო დავიწყებულია მთლიანად და სული გამოუთქმელი სიყვარულით, სიხარულით ჭვრეტს ღმერთს, მაგრამ როცა სული კვლავ იხსენებს სამყაროს, მაშინ ღმერთის სიყვარულის...
იხილეთ სრულად
როცა სულიწმიდა აავსებს მთლიანად ადამიანს თავისი სიყვარულის სიტკბოებით, მაშინ სამყარო დავიწყებულია მთლიანად და სული გამოუთქმელი სიყვარულით, სიხარულით ჭვრეტს ღმერთს, მაგრამ როცა სული კვლავ იხსენებს სამყაროს, მაშინ ღმერთის სიყვარულისა და ადამიანთა სიბრალულისაგან იგი ტირის და ლოცულობს მთელი ქვეყნიერებისათვის. მიეცემა რა ლოცვას და ტირილს სამყაროსათვის, რომელიც წარმოიშვება სიყვარულით, სული სულიწმიდის სიტკბოებისაგან კვლავ ივიწყებს სამყაროს და კვლავ დაივ...
სულიწმიდა არის კურთხევა-განათლების წყარო, დასაბამი. ყოველი ქმნილება სწორედ მისგან იღებს კურთხევას ზიარების შემდეგ. და ეს წყარო არასდროს არ ილევა, არ იშრიტება მათი მიზეზით, ვინც დაეწაფება და ეზიარება მას. თავისი არსით იგი მარტივია,...
იხილეთ სრულად
სულიწმიდა არის კურთხევა-განათლების წყარო, დასაბამი. ყოველი ქმნილება სწორედ მისგან იღებს კურთხევას ზიარების შემდეგ. და ეს წყარო არასდროს არ ილევა, არ იშრიტება მათი მიზეზით, ვინც დაეწაფება და ეზიარება მას. თავისი არსით იგი მარტივია, მაგრამ მრავალფეროვანია ძალებით. იგი მთლიანად ჰგიებს თითოეულში და მთლიანადვეა ყველგან. განაწილება-მიფენისაგან იგი არ ზიანდება და მაშინაც, როცა მას ეზიარებიან, კვლავად ყოვლად სრული და მთლიანი რჩება, მსგავსად მზისა, რომელს...
რა აქიმი დასნეულდეს, რაზომ გინდა საქებარი,
მან სხვა უხმოს მკურნალი და მაჯაშისა შემტყვებარი,
მან უამბოს რაცა სჭირდეს სენი, ცეცხლთა მომდებარი:
სხვისა სხვამან უკეთ იცის სასარგებლო საუბარი.
სიმრთელია ჟამთა კაცნი არა ზრუნვენ საუკუნოისტვის და რა დასნეულდნენ, მწოლარენი სარეცელთა ზედა, სიკვდილსა მიახლებულნი, მაშინ გამოეძიებენ. და ამას არა გულისხმაყოფენ: საუკუნოთა შეცვალება არაოდეს იქმნების. უკეთუ კეთილი რამე უქმნიეს, საუ...
იხილეთ სრულად
სიმრთელია ჟამთა კაცნი არა ზრუნვენ საუკუნოისტვის და რა დასნეულდნენ, მწოლარენი სარეცელთა ზედა, სიკვდილსა მიახლებულნი, მაშინ გამოეძიებენ. და ამას არა გულისხმაყოფენ: საუკუნოთა შეცვალება არაოდეს იქმნების. უკეთუ კეთილი რამე უქმნიეს, საუკუნო ნეტარება მიეცემის, და ბოროტისა მოქმედსა - საუკუნო ტანჯვა.
არამედ, საყვარელნო ჩემნო ქრისტეანენო და მართლმადიდებელნო, ნუ ადროებთ ვიდრე სული ბრძოლადმდე საუკუნოისა გამოძიებათა. უწინარესვე გიხმსთ გამოძიება, რა-ძი ძალუც ს...