სხვა წყარო - ციტატები, გამონათქვამები

სხვა წყარო - ციტატები, გამონათქვამები სხვა წყარო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

წმ. ანტონი დიდი

ვიხილე ეშმაკის ყველა მახე, ქვეყანაზე დაგებული, ამოვიოხრე და ვთქვი: ვინ გადაურჩება ამათ? და მესმა ხმა: სიმდაბლე გადაურჩება; მახეები მას არც კი შეეხებიან. ვიხილე ეშმაკის ყველა მახე, ქვეყანაზე

link

თავმდაბალ ადამიანზე არ ვშიშობ. თუ დაეცემა უმდაბლესი და უსაძაგლესი ცოდვითაც კი, ღმერთი ბოლოს მაინც შეიწყალებს მას. სიმდაბლე ფუჭად არასოდეს იკარგება. თავმდაბალ ადამიანზე არ ვშიშობ. თუ დაეცემა

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

თავმდაბალ ადამიანს მართალი სიტყვა ახასიათებს, რამდენადაც ის არც ღმერთის მოთმინებას ცდის და არც ღვთის მცნებების ხშირი დარღვევით მარცხდება. თავმდაბალ ადამიანს მართალი სიტყვა ახასიათებს

link

თავმდაბალს სიბრძნე აამაღლებს და დიდებულთა შორის დასვამს. თ. 10-11 თავმდაბალს სიბრძნე აამაღლებს და დიდებულთა

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

თავმდაბლის ბაგენი ჭეშმარიტებას ღაღადებენ და ვინც მას ეწინააღმდეგება, იმ მსახურს ემსგავსება, უფალს რომ ლოყაში გაარტყა. თავმდაბლის ბაგენი ჭეშმარიტებას ღაღადებენ და

link
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

თავმდაბლობის გარეშე მადლის მოქმედება შეუძლებელია, მადლის გარეშე შეუძლებელია სიყვარული; სიყვარულის გარეშე სამყარო ავადმყოფი და უბედური ხდება. თავმდაბლობის გარეშე მადლის მოქმედება

link
ბერი პაისი მთაწმინდელი

თუ ადამიანი თავის ძველ კაცს ვერ შეიცნობს, რათა სწორედ ამით დამდაბლდეს ბუნებრივი სახით, მაშინ სიმდაბლე მისთვის არ იქნება ის მდგომარეობა, რომლითაც მასში დაიმკვიდრებს ღვთაებრივი მადლი. თუ ადამიანი თავის ძველ კაცს ვერ შეიცნობს

link
წმ. ანტონი დიდი

თუკი ადამიანი ვერ შეიძენს სრულყოფილ თავმდაბლობასა და მორჩილებას მთელი გულით, მთელი სულით, მთელი გონებით, მთელი სამშვინველითა და მთელი სხეულით, იგი ვეღარ დაიმკვიდრებს ცათა სასუფეველს. თუკი ადამიანი ვერ შეიძენს სრულყოფილ

link
წმ. ეფრემ ასური

თუკი ადამიანში არ იქნება სრული სიმდაბლე და უფლის მორჩილება, სიმდაბლე სრული გულით, სრული გონებით, სრული სულით, სრული სამშვინველით და სრული სხეულით, მაშინ ასეთი ადამიანი ცათა სასუფეველს ვერ დაიმკვდირებს. თუკი ადამიანში არ იქნება სრული სიმდაბლე და

link

თუ სიმდაბლეს ყოვლად კეთილად არ რაცხ და არ მიიღებ, უკურნებელს საბრხეში შევარდები. ანუ სიმდაბლე ყოვლად კეთილად უნდა შერაცხო და მიიღო; და თუ სიმდაბლეს არ მიიღებ და ბოროტად შერაცხ, შენ ქრისტეც ბოროტად შეგირაცხია, ამისთვის რომ სიმდაბლე... იხილეთ სრულად

link

სხვა წყარო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

1