წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
თუ ღმერთი არ შეეწია კაცს და არ გაუღო კარი სინანულისა, ვერ მიართმევს იგი ღმერთსა ჯეროვანსა სინანულსა. ჭეშმარიტი წმინდა სინანული დიდ ძალას მოითხოვს, დიდ მადლს მოასწავებს, ერთობ მძიმე და ძნელი სულიერი მოქმედება არის. მოკლედ რომ ვსთქვ... იხილეთ სრულად
როგორც ხორცი კაცისა არა ერთხელ მიიღებს საჭმელსა და განახლდება მითა, არამედ ყოველ დღე და თითქმის ყოველ წამს იზრდება ჰაერით, საჭმლით, სასმლით, მზგავსადვე სულიცა ყოველთვის უნდა იზრდებოდეს სულიერითა საზრდოითა. იგი ყოველ დღე უნდა ლოცულ... იხილეთ სრულად
თუ გონიერი და ჯეროვანი აღსარება თქვა კაცმა, თუ გადაწყვეტილად, გათავებით შეინანა კაცმა თვისი ცოდვა და აღსარებაში აღუარა მოძღვარსა, ამით მან განიშორა, გააგდო ცოდვა თვისი.
არ ყოფილა და არც მოხდება, რომ ვინმე ქრისტიანეთაგანი შერაცხულიყოს წმინდათა შორის და მმარხველი კი არ ყოფილიყოს. ამისათვის, ძმაო ჩემო, თუ ბეჯითი ქრისტიანე ხარ, სულის ცხონების მეძიებელი და მოშურნე, შეინახე, დაიცევ მარხვის დღეები წესის... იხილეთ სრულად
შეუძლებელია, რომ წყალში ცეცხლი დაანთოს კაცმა, მზგავსადვე შეუძლებელია სინანული, მწუხარება ცოდვათათვის, მხიარულებასა და კმაყოფილებასა შინა.
როდესაც კაცის სულში აღგზნებული არს ცეცხლისაებრ სულიერი მწუხარება, მაშინ ხორციელნი მოთხოვნილებანი დავიწყებულნი არიან, საჭმელი და სასმელი აღარ მოუვა კაცს გონებაში. ნამდვილად შეწუხებული, მგლოვიარე კაცი მიიღებს მხოლოდ უგემურსა საჭმელს... იხილეთ სრულად
მარხვა არის საშუალება და ღონე რომლითაც შეუძლია კაცს გაამტკიცოს თვისი სულიერი ზნეობითი ძალა.
მარხვა არის საჭირო მისთვის, რათა აღვირი ვუსხათ ჩვენსა ხორცსა, ჩვენთა ვნებათა. გარდარეულ ცხენს, რომელსაც აღვირითაც ვერ დაამშვიდებენ, დაიმორჩილებენ შიმშილითა და წყურვილითა. ჩვენი ცოდვილი სხეული ებრძვის სულსა ჩვენსა, მიიზიდავს მას ცო... იხილეთ სრულად
რომელსა აქვს ყური სმენად და თვალი ხედვად, მან უნდა განიზრახოს და შეშინდეს, რა უცები სიკვდილი ეწევა მრავალთა პირთა. კაცი საღამოს მხიარული იყო და ძლიერი, დაწვა ლოგინზე და ძილში განუტევა სული უაღსარებოდ და უზიარებლად. შენც კაცი ხარ, ... იხილეთ სრულად
ყოველთვის უნდა ფიქრობდეს და ცდილობდეს კაცი, რომ უზიარებელს არ მოუხდეს სიკვდილი, გადასვლა ამიერ სოფლითგან.