თუკი ხორციელი სიყვარული ესოდენ იმონებს სულს, რომ მას სხვა ყოველივესგან განაშორებს და მხოლოდ საყვარელ არსებას მიაჯაჭვავს, მაშ, რას არ გააკეთებს ქრისტესადმი სიყვარული და მასთან განშორების შიში?
იესო ქრისტეს მარადიული ხსოვნა და მასზე ლოცვა ჰბადებს რაღც ღვთაებრივ მდგომარეობას. თუ მუდამ გვექნება გონებაში მასზე ვედრება შეუწყვეტელი სიფხიზლით, როგორც აუცილებელი საქმე. და მართლაც, მხოლოდ ერთი და ერთგვარი საქმე უნდა შევასრულოთ ყ...
იხილეთ სრულად
იესო ქრისტეს მარადიული ხსოვნა და მასზე ლოცვა ჰბადებს რაღც ღვთაებრივ მდგომარეობას. თუ მუდამ გვექნება გონებაში მასზე ვედრება შეუწყვეტელი სიფხიზლით, როგორც აუცილებელი საქმე. და მართლაც, მხოლოდ ერთი და ერთგვარი საქმე უნდა შევასრულოთ ყოველთვის, რაც არის უფალი იესო ქრისტეს სახელის მოწოდება. მხურვალე გულით შევღაღადოთ მას და შეგვეწევა ჩვენ, რათა ვიგემოთ მისი სახელი. რამეთუ, ხშირი ვარჯიშისმიერი გამოცდილება მტკიცეა, როგორც ბუნებრივი. ასეთ მდგომარეობას მიღწ...
ის ადამიანი, ვინც თავს ქრისტიანად ხმობს და, ამასთან, ყველანაირად ცდილობს თავი დააღწიოს სიღარიბეს, არ არის ჭეშმარიტი მორწმუნე. ვინც სიმდიდრესა და ფუფუნებით ცხოვრების მოპოვებას ესწრაფვის, მას არ სურს იყოს ნამდვილი ქრისტიანი, რამეთუ ...
იხილეთ სრულად
ის ადამიანი, ვინც თავს ქრისტიანად ხმობს და, ამასთან, ყველანაირად ცდილობს თავი დააღწიოს სიღარიბეს, არ არის ჭეშმარიტი მორწმუნე. ვინც სიმდიდრესა და ფუფუნებით ცხოვრების მოპოვებას ესწრაფვის, მას არ სურს იყოს ნამდვილი ქრისტიანი, რამეთუ ჭეშმარიტი ქრისტიანისათვის შეუძლებელია ამქვეყნად უპოვარებისა და გაჭირვების გარეშე ცხოვრება.
ის, ვინც არ მიიღებს ქრისტეს, ვერ მიიღებს სულიწმინდას და არც ერთი არაქრისტიანული რელიგია არ არის მატარებელი სულიწმიდის მადლისა. ამ მადლთა შორის სულიერი სიბრმავისაგან განთავისუფლება იგულისხმება.
მას შემდეგ, რაც ძე უფლისა განსხეულდა, ჩვენ ვიცით, რომ წმინდანთა ყველა ზეციური ზემოქმედებანი მისგან მომდინარეობდნენ და მომდინარეობენ: მისგან გადმოვიდა სულიწმინდა მოციქულებზე, მისგან მოიქცა სავლე მდევნელი პავლე მოციქულად, მისგან იყო...
იხილეთ სრულად
მას შემდეგ, რაც ძე უფლისა განსხეულდა, ჩვენ ვიცით, რომ წმინდანთა ყველა ზეციური ზემოქმედებანი მისგან მომდინარეობდნენ და მომდინარეობენ: მისგან გადმოვიდა სულიწმინდა მოციქულებზე, მისგან მოიქცა სავლე მდევნელი პავლე მოციქულად, მისგან იყო სხვა მრავალი სასწაულიც, რომელიც დღეს დღედ აქცევს, ხოლო ღამეს ღამედ, ვიდრე ჩვენს დღემდე; მისგან არიან საიდუმლო ნიშნები, ბუნების საოცარი მოვლენები, იდუმალი ხმები, კეთილი სიზმრები და ის დანარჩენი მოვლენები, ადამიანს კეთილ ...
მაცხოვარმა ბრძანა მის მიერ დაფუძნებული ეკლესიის შესახებ, რომელიც იცავს და ატარებს ქრისტიანულ რელიგიას, რომ თვით „ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“ (მთ. 16, 18). ქრისტეს სიტყვები არ გარდავა, თუნდაც რომ ზეცა და მიწა წარხდეს.
მზის ჩასვლა იწვევს ღამეს და როდესაც ქრისტე სცილდება სულს, მაშინ მას ჰფარავს ვნებების ღრუბელი და მოაზროვნე მხეცები იწყებენ მის გლეჯას. მზის ამოსვლისას ნადირები იმალებიან თავიანთ ხვრელებში, ხოლო მტკიცედ მლოცველ გონებაში გამობრწყინდე...
იხილეთ სრულად
მზის ჩასვლა იწვევს ღამეს და როდესაც ქრისტე სცილდება სულს, მაშინ მას ჰფარავს ვნებების ღრუბელი და მოაზროვნე მხეცები იწყებენ მის გლეჯას. მზის ამოსვლისას ნადირები იმალებიან თავიანთ ხვრელებში, ხოლო მტკიცედ მლოცველ გონებაში გამობრწყინდება ქრისტე და სამყარო თავის წესებს უბრუნდება, გონება გამოდის თავისი საქმისათვის ე.ი. საღამომდე საღვთო სწავლისათვის.