წმ. მაქსიმე აღმსარებელი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. მაქსიმე აღმსარებელი - ციტატები, გამონათქვამები წმ. მაქსიმე აღმსარებელი | გამონათქვამები
5. განუსჯელი გულისწყრომა, უგუნური გულისთქმა, წინდაუხედავი ოცნება არის დემონებში არსებული ბოროტება, ამბობს ნეტარი დიონისე, მაგრამ განუსჯელობა, უგუნურება და წინდაუხედაობა გონიერ ქმნილებებში განსჯის უნარის, გონიერებისა და წინდახედულო... იხილეთ სრულად
4. ბოროტებაა არა საკვები, არამედ ნაყროვანება, არა შვილიერება, არამედ სიძვა, არა ფული, არამედ ვერცხლისმოყვარეობა, არა დიდება, არამედ პატივმოყვარეობა. და როცა ეს ასეა, მაშინ არაფერია ბოროტი, გარდა ბოროტად გამოყენებისა, რაც ბუნების (... იხილეთ სრულად
3. ცოდვები სულიერ ძალთა ე.ი. გონების, გულისთქმისა და გულისწყრომის არასწორი გამოყენების შედეგად შეგვემთხვევა. გონების ძალის არასწორი გამოყენებაა: უვიცობა და განუსჯელობა, გულისწყრომისა და გულისთქმის ძალთა - სიძულვილი და თავშეუკავებლ... იხილეთ სრულად
2. "განმზადე წინაშე ჩემსა ტაბლა". ‘ტაბლა" აქ ქმედით სათნოებას აღნიშნავს, რამეთუ ის იესო ქრისტეს მიერ ჩვენს მაჭირვებელთა წინააღმდეგაა განმზადებული; "ზეთით" გაპოხილი გონება ქმნილებათა ჭვრეტას აღნიშნავს; "სასმელი" ღვთისა - ღვთის შემე... იხილეთ სრულად
1. აზრებისა და საგნების გონივრული გამოყენება უბიწოებას, სიყვარულსა და ცოდნას გვანიჭებს, ხოლო უგნური - თავშეუკავებლობას, სიძულვილსა და უცოდინრობას.
100. როცა გონება ვნებათაგან განთავისუფლდება და ჭეშმარიტების შემეცნებით განათლდება, მაშინ შეძლებს უფალთანაც ჰგიებდეს და ჯეროვნადაც ოლოცოს.
99. ამბობენ, "კვერთხი" ღვთის მსჯავრს აღნიშნავს, ხოლო "არგანი" - განზრახვას. ვინც ეს შეიცნო. შეუძლია, თქვას: "კვერთხმან შენმან და არგანმან შენმან, ამათ ნუგეშინის მცეს მე" (ფს.22,4).
98. ღმერთთან ის არის, ვინც შეიცნო წმინდა სამება, მისი ქმნილებანი და ზრახვანი და ვინც სულის ვნების წარმომშობ ნაწილს უბიწოდ იმარხავს.
97. წმინდა გონება უმწიკვლოდ უცქერის საგნებს, მოზომილად წარმოთქმული სიტყვა ნანახს ისე გადმოცემს, თითქოს სხვისი თვალით უცქერდეს, ხოლო მახვილი ყურთასმენა კარგად გაიგონებს ნათქვამს. სამივე ამ თვისების არმქონე კი მთქმელს გაკიცხავს.
96. "აჩრდილი სიკვდილისა" არის ადამიანის სიცოცხლე. და მას, ვინც ღმერთთანაა და ვისთანაც ღმერთია, შეუძლია თამამად თქვას: "ვიდოდიღათუ შორის აჩრდილთა სიკვდილისათა, არა შემიშინოს მე ბოროტისაგან, რამეთუ შენ ჩემთანა ხარ" (ფს.22,4).