ციტატები

ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

"ეტყოდეთ თავთა თვისთა ფსალმუნითა და გალობითა და შესხმითა სულიერითა, უგალობდით და აქებდით გულითა თქვენითა უფალსა" (ეფეს. 5, 19).
როგორ გავიგოთ ეს გამონათქვამი? ასე ხომ არა - როცა აღივსებით სულით, მაშინ იგალობეთ გულით და ბაგეებით? თუ ასე - თუ გინდათ სულით აღივსენით, იგალობეთ. ე.ი. გასარკვევია, ბაგეებით და გულით გალობა შედეგია სულით აღვსებისა, თუ ისინი საშუალებებია საამისოდ?
სულის მოძიება ჩვენ არ ხელგვეწიფება, ის მაშინ მოდის როცა ამას თავად ინებებს. და მოსვლისთანავე იწვევს ჩვენი სულიერი ძალების ძლიერ აღგზნებას. მაშინ ღვთის მიმართ გალობა თავის თავს შეერწყმის და ისღა გვრჩება, ვაცალოთ გალობას გულში იგალობოს, ან ის ენით და ხმით გამოვხატოთ, სხვათა გასაგონად...
ე.ი. მოციქულის სიტყვები ასე უნდა გვესმოდეს: თუ გსურთ აღივსებოდეთ სულით, ამისთვის იგალობეთ. გალობა სულს აღაგზნებს და იგი სულის მოძიების, ან მისი ზემოქმედების განცდის მდგომარეობაში მოჰყავს. ნეტარი თეოდორიტე გვიხნის, თუ რას გულისხხმობს მოციქული სულით აღვსებაში, როცა ამბობს: "აღივსებოდეთ სულითა" და გვიჩვენებს, როგორ მივაღწიოთ ამას, კერძოდ: "ღვთისადმი დაუცადებელი გალობით, საკუთარ თავში ჩაღრმავებით და განწყობის მუდმივი აღგზნებით". ეს იგივეა, რომ ითქვას: გულით და ხმით გამოხატული გალობის მეშვეობით.
რთული არაა იმის გაგება, რომ მთავარია არა გალობის კეთილხმოვნება, არამედ შინაარსი. მისი ზემოქმედება ისეთივეა, როგორც ზეშთაგონებით დაწერილი სიტყვისა, რომელიც აღაფრთოვანებს მკითხველს. სიტყვაში ჩადებული გრძნობა სიტყვის მეშვეობით გადაეცემა მკითხველის ან მსმენელის სულს. ასეტივეა საეკლესიო გალობაც. ფსალმუნები, ჰიმნები, საეკლესიო შესხმები თუ ოდები თავისი არსით სულით აღძრული კეთილკრძალული გრძნობების გადმოღვრაა ღვთის წინაშე. სულიწმიდა აღავსებდა თავის რჩეულებს, ხოლო მათ გრძნობების სისავსე გალობებში გამოხატეს და ვინც მათ შესატყვისად იგალობებს, ხელახლა ძალუძს განიცადოს მათში გამოხატული გრძნობები, აღივსოს მათით, მიეახლოს მდგომარეობას, როცა შეუძლია განიცადოს სულიწმიდის მადლის ზემოქმედება ან შეამზადოს თავი მის მისაღებად. საეკლესიო გალობები სწორედ იმისთვისაა შედგენილი, რომ მათი მეშვეობით აღვაგზნოთ და გავაღვივოთ ჩვენში მიმალული მადლის ნაპერწკალი. და მის გასაღვივებლად და ალად გადასაქცევად შემოღებულია სულიერი გალობები, ფსალმუნები, ჰიმნები და ოდები. ისინი მადლის ნაპერწკალზე ისევე ზემოქმედებენ, როგორც ქარი საწვავ ნივთიერებაზე მოთავსებულ ნაპერწკალზე.
მაგრამ ასეთი ზემოქმედება მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ მათ გამოყენებასთან ერთად მიმდინარეობს გულის გაწმენდა, როგორც წმ. ი. ოქროპირი ამბობს, წმ. პავლე მოციქულის სიტყვებიდან გამომდინარე. წმ. მამა სხვა პირობასაც უთითებს, კერძოდ: პირველ რიგში, ისინი სულიერი უნდა იყოს, და მეორე - არამარტო ენით, არამედ გულით უნდა იგალობებოდეს...
ასე რომ, საეკლესიო გალობების შესრულებისას სულით აღვსებისათვის მოციქული გალობების სულიერებას ითხოვს და არამარტო მათ შინაარსს გულისხმობს, არამედ იმასაც, რომ ისინი სულით უნდა იყვნენ აღძრულნი და თავად წარმოდგენდნენ სულის ნაყოფს, ან სულით აღვსებული გულებიდან უნდა იღვრებოდეს. სხვაგვარად ისინი ვერ მიგვიყვანენ სულის აღვსებამდე. აქედან გამომდინარე კანონზომიერებაა: რაც ჩადებულია გალობაში, ის მიიღება მისი აღსრულებისას...
მოციქულის მეორე მოთხოვნაა, გალობები არამხოლოდ ენთ, არამედ გულითაც სრულდებოდეს. ე.ი. მარტო გალობის ცოდნა არაფერს იძლევა, არამედ მისი შეგრძნება, მისი არსის გულით განცდა და, აქედან გამომდინარე, მისი ისე შსრულებაა სასჭირო, რომ ის ჩვენი გულიდან მომდინარეობდეს.
თუ შევაჯერებთ ყოველივე ზემოთქმულს, დავინახავთ, რომ მოციქულთა ხანაში მხოლოდ ისინი გალობდნენ, ვინც განწყობილნი იყვნენ საამისოდ, სხვები კი თანაუგრძნობდნენ მათ მთელი საეკლესიო კრებული გულით უგალობდა ღმერთს და რა გასაკვირია, რომ ყველაფერი სულით სრულდებოდ? როგორი საგანძურია დაფარული საეკლესიო გალობაში, თუ ისინი ჯეროვნად აღესრულება!
წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: რას ნიშნავს სიტყვები: "უგალობდით გულთა შინა თქუენთა უფალსა?" აი რას ნიშნავს: ყურადღებით შეუდექი ამ საქმეს, რამეთუ უყურადღებონი უნაყოფოდ გალობენ, წარმოთქვამენ რა მხოლოდ სიტყვებს, როცა გული მათი სხვაგან დაეხეტება." ნეტარი თეოდორიტე ამბობს: "გულით გალობს ის, ვისაც მარტო ენა კი არ მოჰყავს მოძრაობაში, არამედ, ვინც გონებას წარმოთქმულის გაცნობიერებას აიძულებს". წმინდა მამები თვლიან, რომ ლოცვები იმ შემთხვევაში წარიმართება ღვთისაკენ, თუ ისინი გულში დამკვიდრებული გონებით აღესრულება.
ის, რის შესახებაც აქ მოციქულის მიერ საეკლესიო კრებულის მიმართაა ნათქვამი, პირად ფსალმუნთგალობასაც მიესადაგება, რომლის შესრულება ყველას შეუძლია სახლში განმარტოებით. ასეთი გალობის ნაყოფი იგივეა, თუ ის შესრულდება ჯეროვნად, ყურადღებით, გაცნობიერბით, გულით და გრძნობით. ასევე შვნიშნოთ, რომ თუმცა მოციქულის სიტყვები გალობას ეხება, იგი ამაში ღვთისადმი აღვლენილ ლოცვას გულისხმობს. და ის თავისთავად, რა თქმა უნდა, სულის აღმვსები საშუალებაა. ეტყოდეთ თავთა თვისთა ფსალმუნითა და გალობითა

729. როგორ უნდა გავიგოთ ფსალმუნის სიტყვები: „ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უშჯულოთასა არა დაჯდა“ (ფსალმ. 1,1)?
რომელ საჯდომელზე ამბობს, იმაზე, რომელზედაც სხეულს ვასვენებთ ხოლმე? და რა დამოკიდებულება აქვს ხეს ცოდვასთან, რომ სკამს, რომელზეც ადრე ცოდვილი იჯდა, ვითარცა ვნების მომტანს, გავექცეთ? თუ უნდა მივიჩნიოთ, რომ სკამში აქ ცოდვისა და ბოროტების ჯიუტი და მყარი მხარდაჭერა იგულისხმება? ამას კი მართლა ვერიდოთ, რადგანაც ცოდვილთან ხანგრძლივი ყოფნით სულში რაღაც გამოუსწორებელი ჩვევანი ყალიბდება, ხოლო როცა ეს ჩვევანი, რაც ხშირად ხდება, კაცის ბუნებად იქცევა, დაძველებული ვნება სულისა და დროით განმტკიცებული ფიქრები ბოროტებაზე ან ძნელად განიკურნება, ან კიდევ სრულიად განუკურნებელია. ამიტომაც უნდა გვქონდეს სურვილი, რომ ბოროტებას არც კი შევეხოთ. არის მეორე გზაც, მყისვე გავექცეთ მას, ვითარცა ნატყორცნს მშვილდოსნისას. სოლომონიც ხომ ამასვე ამბობს ბოროტ ქალზე: „ბოროტ ქალზე მზერას ნუ შეაჩერებ, არამედ განერიდე და ნუ გაუჩერდები“ (იგავ. 9, 18). ახლაც ვიცი ისეთები, რომელთაც სიჭაბუკეში წარიწყმიდეს ხორციელი ვნებებით თავი და ჭაღარით შემოსილნიც კი ბოროტი ჩვევის გამო ცოდვას ჩადიან... ამგვარად, ნეტარია ის, ვინც ბოროტებაზე არც კი ფიქრობს. უკუეთუ მტრისგან შეპყრობილ სულში ბოროტ ზრახვებს შეიწყნარებ, ცოდვაზე ნუ დადგები, ხოლო თუ მაინც დაემორჩილე, ბოროტებაში ნუ განმტკიცდები. ამიტომაც ნუ დაჯდები „საჯდომელსა უშჯულოთასა“.
რომელ საჯდომელზე ამბობს, იმაზე, რომელზედაც

871. როგორ უნდა გავიგოთ ფსალმუნის სიტყვები: „მთა ღმერთისა, მთა პოხილი, მთა შეყოფილი, და მთა პოხილი. რასამე ჰგონებთ თქუენ მთანო შეყოფილნო, მთა ესე რომელ სთნდა ღმერთსა დამკვიდრებად მას ზედა, და რაეთუ უფალმანცა დაიმკვიდროს იგი სრულიად“ (ფსალმ. 67, 15,16)?
“მთა ღმრთისა, მთა პოხილი“. მთად სახელდებს ეკლესიას, ხოლო პოხილს იმიტომ უწოდებს, რომ თავის კუთვნილ სულებს გამოკვებავს და ნელსურნელებით ავსებს. „მთა შეყოფილი, მთა პოხილი. რასამე ჰგონებთ თქუენ მთანო შეყოფილნო?“ შეყოფილი აღნიშნავს რძით, ანუ უბრალო მოძღვრებით გამოკვებილს, როგორც ნათქვამია: „???????????სძე გასუ თქუენ და არა საჭმელი“ (1 კორ. 3,2). ამგვარად იმათ ჰყვედრის, ვინც უშვებს, რომ მწვალებლური ეკლესიებიც შეიძლება იყვნენ შეყოფილნი; მათში არაფერია ისეთი, რაც ადამიანის სულიერ წარმატებას შეუწყობდა ხელს, ამიტომაც „რასამე ჰგონებთ“, თითქოს არის სხვა შეყოფილი მთები გარეშე ეკლესიისა და არა ეს ერთი მთა, „რომელ სთნდა ღმერთსა დამკვიდრებად მას ზედა“; და რომ უფალი ცხოვრობს ეკლესიაში, ეს ცხადია მის მიერ თქმულიდან „ამას დავემკვიდრო, რამეთუ მთნავს ესე“ (ფსალმ. 131.14).
მთა ღმრთისა, პოხილი. მთად სახელდებს ეკლესიას

923. როგორ უნდა გავიგოთ ფსალმუნის სიტყვები: „ნუ გეშინინ, რაჟამს განმდიდრდეს კაცი და რაჟამს განმრავლდეს პატივი სახლისა მისისა. რამეთუ არა სიკუდილსა მისსა წარიღოს მან ყოველი, არცა შთაყვეს დიდება მისი მისთანა“ (ფსალმ. 48.17,18)?
„ნუ გეშინინ“ გვეუბნება წინასწარმეტყველი, „რაჟამს განმდიდრდეს კაცი“. ამის ქადაგებაც აუცილებელია მათთვის, ვინც სამყაროში ცხოვრობს – მიწისაგან შობილებისა და ძეთა კაცთათვის, მდიდართა და გლახაკთათვის. „ნუ გეშინინ, რაჟამს განმდიდრდეს კაცი“. გვეუბნება: როცა დაინახავ, რომ უსამართლო მდიდარი გახდა, ხოლო მართალი – ღატაკი, შენთვის ნუ შეგეშინდება და ნუ შეგაცბუნებს ფიქრი იმის თაობაზე, რომ ღვთის განგება, რომელიც ადამიანთა საქმეებს ზედამხედველობს, ან საერთოდ არ არსებობს, ან კიდევ არსებობს, მაგრამ დედამიწაზე ვერ აღწევს, რათა ჩვენს საქმეებსაც შეეხოს. განგებას რომ თითოეულისათვის მისი თვისებებისდა მიხედვით მიეზღო, მაშინ მდიდარნი მართალნი იქნებოდნენ, ხოლო უკეთურები – ღატაკები. ამგვარად, რამდენადაც წარმართებსა და მიწისაგან ნაშობთა შორის ასე მრავალი ფიქრობს და ხედავს რა არათანაბრად განაწილებულ სიკეთეს, ასკვნის, რომ განგებამ სამყარო მიატოვა. ფსალმუნი მათ მიმართავს და უმეცრებით გამოწვეული ფიქრების მღელვარებას უცხრობს, ისევე როგორც დასაწყისშიც იხმო ისინი შეგონებათა მოსასმენად. ისიც შესაძლებელია, რომ წინასწარმეტყველი საკუთრივ გლახაკს მიმართავდეს, როცა ამბობს: „ნუ გეშინინ, რაჟამს განმდიდრდეს კაცი“, რადგანაც ღარიბებს განსაკუთრებით სჭირდებათ ნუგეშისცემა, რათა მძლავრების არ შეეშინდეთ. სიკვდილის ჟამს მდიდარი სიმდიდრით ვეღარ ისარგებლებს, რადგან მისი თან წაღება არ შეუძლია; სიმდიდრით ტკბობისაგან მან მხოლოდ ის მოგება ნახა, რომ ამ ცხოვრებაში მის სულს მლიქვნელები ეალერსებოდნენ. „რამეთუ არა სიკუდილსა მისა წარიღოს“ ამბობს, „ყოველი“ ეს სიმდიდრე, არამედ ძლივს წარიტანს თან სამოსს სირცხვილის დასაფარად და სუდარას დასამარხად. ამიტომაც აწმყოს შემხედვარე სულმოკლე ნუ იქნები, არამედ იმ ნეტარსა და დაუსრულებელ ცხოვრებას ელოდე და მაშინ დაინახავ, რომ სიღატაკე, უსახელობა და სიამოვნებათა მოკლება მართლისათვის სიკეთედ იქცევა. ნუ აღუდგები, როცა შეამჩნევ, რომ მოჩვენებითი სიკეთენი ახლა თითქოსდა უსამართლოდ ნაწილდება, რადგან მოისმენ, როგორ ეტყვიან მდიდარს: „მიიღე შენი კეთილი ცხოვრებასა შინა“, ხოლო გლახაკს – რომ მან თავის სიცოცხლეში ბოროტი მიიღო. ამიტომაც ერთი სამართლიანად იქნება ნუგეშცემული, ხოლო მეორე კი დაიტანჯება (ლუკ. 16, 25).
ნუ გეშინინ გვეუბნება წინასწარმეტყველი, რაჟამს


ადამიანის შექმნა, ცოდვით დაცემა და სამოთხიდან გამოდევნა

ახლა, უვიცი და საწყალობელი შევეცდები მოგითხროთ და მცირედ მაინც აგიხსნათ, თუ რა მნიშვნელობა აქვს მიწიერი ქმნილებისთვის, ადამიანისთვის ფსალმუნის სიტყვებს: „აღაღი რა. ხელი შენი, ყოველნივე განაძღნი სიტკბოებითა. ხოლო გარე-თუ-მიიქციი პირი შენი, შეძრწუნდიან“.
როდესაც ღმერთმა ესოდენი სიბრძნით შექმნა ადამიანი, მას თავისი ხატება და მსგავსება მიანიჭა და გონება და თავისუფალი ნება უბოძა. უფალმა აღმოსავლეთით მშვენიერი სამოთხის სასახლე შექმნა, აურაცხელი კეთილსურნელოვანი ყვავილებით, მცენარეებით და სხვადასხვა სახეობისა და ნაყოფის მქონე ხეებით. წმინდა წერილი მოგვითხრობს: „აღმოაცენა ღმერთმან მერმეცა ქუეყანისაგან ყოველი ხე შუენიერი ხილვად და კეთილი საჭმელად“ (დაბ. 2, 9). გარდა ამისა, ღმერთმა სამოთხე გაამდიდრა სხვადასხვა ფორმისა და ფერის ფრინველით, რომლებიც იფრენდნენ და ტკბილად იგალობებდნენ.
შემდეგ ადამთან ერთად საცხოვრებლად დაასახლა „მხეცნი და პირუტყვნი ველისანი“. სამოთხის შუაგულში აღმოაცენა მდინარე, რომელსაც გამჭვირვალე წყლის უხვი ნაკადულებითა და წყაროებით უნდა მოერწყა ბაღი, ეცოცხლებინა და ესაზრდოებინა ხის ფესვები. გრილი ჰაერი და სურნელოვანი სიო შექმნა, ნაზად რომ მოჰფენოდა პატარა ღმერთის – ადამიანის სახეს.
საღვთო წერილი ორიოდე სიტყვით გვაუწყებს: „და შექმნნა უფალმან ყოველნი მხეცნი ველისანი და მფრინველნი ცისანი... ხოლო მდინარე გამოვალს ედემით, მომრწყველი სამოთხისაი“ (დაბ. 2, 19 და 10). სამოთხის ამ მზით გაბრწყინებულ დღეს ღამე არ მოსდევდა. და აი, ღვთის სიკეთე პირველქმნილი ადამიანის სასახლეში დამკვიდრდა და იქ განისვენა. მაგრამ სინამდვილეში ვის შეუძლია მოგვითხროს ღვთის სიკეთესა და დიდებულებაზე, რომელიც უფლის ყოვლადძლიერმა მარჯვენამ უხვად მიჰმადლა ადამიანს? შემოქმედმა მას თავისი ხატება და მსგავსება მიაგო პატივად და უკვდავება მიანიჭა. ღმერთმა ადამიანი მასთან საუბრის ღირსი გახადა, რომ ნეტარების დაუშრეტელ წყაროსთან ტკბილი კავშირით ემხიარულა და სულიერ სიამეთა სიმდიდრით განცვიფრებულიყო.
ადამიანის სხეულსა და სულში უვნებობა მეფობდა. მას არაფერი აწუხებდა და ყველაფერზე ბატონობდა. უბრალოება, სიწრფოება და უმანკოება მთელ მის ყოფას ამდიდრებდა.
ადამიანს ყველაფერი ემორჩილებოდა, როგორც მეფესა და პატარა ღმერთს. მისი სული ქალწულებრივი სიწმინდით იყო შემკული და მის უმშვენიერეს სხეულში – ღვთის ყოვლისმპყრობელი ხელის პირველ ქმნილებაში – ირეკლებოდა. ღვთიური მზრუნველობა და სახიერება ორივეგან სუფევდა, როგორც მიწიერ მეფესა და მის სასახლეში, ისე მთელ ქმნილებაში. ყოველივე ღვთაებრივ ელფერს ატარებდა, რადგან ადამიანი ღვთის მცნებას იცავდა.
მაგრამ ვაიმე, ვაიმე! როგორ და საიდან დავიწყო მე საწყალობელმა გოდებით თხრობა თავსდატეხილ ქარიშხალზე – როცა ღმერთმა ჩვენგან პირი იბრუნა? რომელი სიტყვებითა და როგორი გლოვით გადმოგცეთ ადამიანის ის უბადრუკი მდგომარეობა და ტრაგედია, როცა სამოთხის შვება დაკარგა, ადამიანისა, რომელსაც ამგვარი პატივი მიაგეს და ასეთი უმადური აღმოჩნდა? განა შესაძლებელია ოდესმე ვინმე სიღრმემდე, ბოლომდე ჩასწვდეს ღვთის პირისქცევის ტრაგედიას, ადამის ექსორიას, ბუნების ტკივილს? რა თქმა უნდა, ვერავინ! და ვინ ჩასწვდება მცნების იმ უბედური დამრღვევის გლოვისა და უნუგეშო მოთქმაგოდების უფსკრულს, რომელიც მისჯილ ადგილას დამჯდარა და შორიდან შეჰყურებს თავის დაკარგულ სასახლეს? ლუციფერმა აცდუნა ადამი, რომელმაც თავისი ნება საკუთარი სურვილით დაუმორჩილა ბოროტს. მანაც ღმერთთან თანასწორობა წარმოიდგინა! ადამმა მცნება დაარღვია და ღვთის სასჯელი საშინელი ქარიშხალივით დაატყდა თავს, რომელმაც სამოთხის ნეტარება უბედურებითა და ცრემლით აღსავსე ცხოვრებით შეცვალა. გაამპარტავანდა მიწიერ ქმნილებათა საბრალო მეფე და, აი, განდევნილი უმშვენიერესი და ტკბილი სამოთხიდან, თავისი ბრწყინვალე სასახლიდან, დაცემული და პატივაყრილი, მწარე, ეკლითა და კუროსთავით სავსე მიწაზე ექსორიაში მიდის, რომ განწირული სულის მძიმე კვნესით, დამქანცველი შრომით და საკუთარი ოფლით ჭამოს ტანჯვით მოპოვებული პური.
„ხოლო გარე-თუ-მიიქციი პირი შენი, შეძრწუნდიან“ (ფსალმ. 103, 29). ყველაფერი ძრწის, ჰარმონიულობასა და მადლს კარგავს, წესს ტოვებს, სამოთხის სიხარულს ივიწყებს და ხრწნადი ხდება. ამ ყოფაშია მთელი ბუნება, განსაკუთრებით კი – ადამიანი.
წყეული ცოდვის საშინელი სახე პირველად ედემში გამოჩნდა და სამოთხის ბატონ-პატრონი თავისი საამური საუფლოდან განდევნა, რადგან ის ცოდვას მიუახლოვდა და მოიხიბლა მისგან. ამრიგად, უკვდავი ადამიანი მოკვდავად, უვნებო კი ვნებიანად იქცა! ბუნების სტიქია, რომელიც აქამდე მას ემორჩილებოდა და არ ვნებდა, ახლა ერთიანად შეიძრა და აჯანყდა, რომ გაანადგუროს, დაღუპოს ადამიანი, რადგან დაწყევლილი მიწა მის გამო მიესაჯა. ეს მიწა მასზე ჩადენილ უსჯულოებათა სიმძიმისგან ოხრავს, მხურვალე სურვილითა და სასოებით ელის ღვთის შვილების გამოჩინებას, რომ მონობისგან გათავისუფლდეს და იდიდოს, როგორც ამას ღვთაებრივი პავლე წერს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში (რომ. 8, 19-21).
ღმერთი პირს იბრუნებს და ყველაფერი იცვლება. პირველ დაცემას მაშინვე მეორე მოჰყვა – კაენის მიერ აბელის მოკვლა, ეს სამარცხვინო ძმისმკვლელობა, რის შემდეგაც ცოდვა მეფობს. ადამიანების უღმერთობის გამო უფალი ღვთაებრივ პირს მიიქცევს და წყლის სტიქია წარღვნის მსოფლიოს, რომელსაც მთელი ადამის მოდგმისთვის, ღვთისმოსავი ნოეს გარდა, შემზარავ საფლავად აქცევს. ადამიანთა აღვირახსნილობისა და გარყვნილების გამო ღმერთმა ღვთაებრივი პირი იბრუნა და სოდომისა და გომორის მიწა ცეცხლმა დაწვა. გარემიაქცია წყალობა და ამპარტავანი ფარაონის მთელი მხედრობა წყალში დაინთქა, ზღვის წყალი მას საუკუნო სამარედ ექცა.
მიზეზი იმისა, რომ ღმერთი პირს იბრუნებს ადამიანებისგან, დაუსრულებელი უზნეობა, ცოდვა და საღვთო სჯულიდან გარდასვლაა. ამას გარდაუვალ შედეგად მოჰყვება ბუნებითი ბოროტება, როგორიცაა სნეულება, სხვადასხვა მწუხარება და ბოლოს – სიკვდილი.
მაგრამ როცა წყალობათა მომნიჭებელი ღმერთი სახიერების ხელს გაშლის, მაშინ ადამიანის გული სამეფო სასახლედ იქცევა! სამეფო დიდებულების ბრწყინვალება განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს მასში. სასახლის მსახურები ემსახურებიან თავიანთ მეფეს, რომელიც მიუწვდომელი ბრწყინვალებისა და გამორჩეული მშვენიერების მქონე მადლის საყდარზეა დაბრძანებული. მაღალი საყდრისა და კარიბჭის სამეფო დაცვა კი ფხიზლად ადევნებს თვალყურს და იცავს მას! ყველაფერი ხელმწიფის იქ ყოფნის და კეთილმოწყალების სიმდიდრესა და სიდიადეზე მეტყველებს. მაგრამ ვინ არის მეფე და ვინ არიან მისი მსახურები და მცველები? მეფე! სხვა ვინ იქნება, თუ არა ის, ვინც წმინდა ნათლისღებით ადამიანის გული თავის სამკვიდრებლად, ცათა სასუფევლად აქცია! როგორც ის თავად ამბობს სახარებაში: „სასუფეველი ღმრთისაი შორის თქუენსა არს“ (ლუკ. 17, 21).
ვინ არიან სასახლის მსახურნი? ეს საღვთო გულისსიტყვებია, რომლებიც ღვთის მადლს ემსახურებიან, რომ სამეფო სასახლე შეიმკოს და მასში ღვთის დიდება და მშვენიერება ბრწყინავდეს! სამეფო დაცვა ვინღაა? სიფხიზლე, ყურადღება და საღვთო შურის გულისსიტყვებია, რომლებიც სასახლესა და მეფეს იცავენ! სიკეთე და ღვთისმიერი ტკბილი განსვენება გულის მთელ სამფლობელოში ბატონობს, მაგრამ როცა სამეფო დაცვიდან რომელიმეს ზედამხედველობა დაეზარება, ზოგი უზომო ჭამა-სმასა და ლოთობას მიეცემა, ზოგი გარყვნილებაში გადაეშვება, ზოგი კი მტრებთან გასცემს ხელმწიფეს, მაშინ ეს სახიერი მეფე – წმინდა ნათლისღების მადლი იმალება, მიდის და საერთოდ აღარ ჩანს. ის პირს იბრუნებს მონებისა და სასახლისგან, რადგან ღალატმა მადლი შეურაცხყო.
და მაშინ, ჰოი, მაშინ, „იქმნის უკუანაისკნელი კაცისაი მის უძვირეს პირველისა" (მათ. 12, 45). მაშინ ის ემსგავსება საფლავის თხრილში ჩამავალს, რომლის ხვედრიც აუტანელი სიმყრალეა. ამიტომ ლოცულობდა განუწყვეტლივ მეფსალმუნე: „ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა" (ფსალმ. 142, 7). ახლა, უვიცი და საწყალობელი შევეცდები


საახალწლო ეპისტოლე - 1980

საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ღვთივკურთხეულ შვილებს

კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა

წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის ხატოვანი გამოთქმით ახალი წელი მუდმივად მდინარე ნაკადია, რომელიც მარადიულობიდან მომდინარებს და მარადიულობასვე ერთვის.
მარადიულობას შეუერთდა 1979 წელი და იგი იმავე მარადიულობის მიერ წარგზავნილმა კურთხეულმა 1980 წელმა შეცვალა.
წმიდა წინასწარმეტყველი დავითი ამბობს: არა არიან თქუმულ არცა სიტყვა, რომელთა-იგი არა ესმა ხმაჲ მათი (ფსალმუნი 18,3). ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ დღეს თავისი საკუთარი სახე აქვს და მას შეუძლია მომდევნო დღეს რაღაც გადასცეს. მითუმეტეს, ამისი თქმა მთელი წლის შესახებ შეიძლება. თუკი ყოველ დღეს გააჩნია რაღაც ახალი, მითუმეტეს ახალს, მნიშვნელოვანს, სასარგებლოს გვაძლევს მთელი წელიწადი.
ჩვენ სიხარულით ვეგებებით ახალ წელიწადს, მაგრამ ზოგიერთნი, ვინც შარშან ჩვენთან ერთად ეგებებოდნენ ახალ წელს, წავიდნენ მარადიულობაში - გადასახლდნენ ზეციურ საქართველოში. ყოველ ჩვენგანსაც იგივე გზა გველის.
სასრული ყოფიერება იგივეობრივი არაა უსასრულო ყოფიერებისა. მიუხედავად ამისა, ყოველივეზე, რაც ეხება ღვთის ყოფიერებას, ჩვენ ძალგვიძს ვიმსჯელოთ მხოლოდ ხილული სამყაროს ჩვენთვის ცნობილ ყოფიერებასთან ანალოგიების მეშვეობით. აბსოლუტურ ყოფიერებასა და ხილულ სხეულებს შორის არსებითი განსხვავების მიუხედავად, რადგან ეს სხეულები ღვთის მიერაა შექმნილი, მათ შორის აუცილებელი ერთიანობა არსებობს. სწორედ აღნიშნული ერთიანობაა მეტაფიზიკური ანალოგიების საფუძველი. ჩვენ ვერასდროს ვერ მივაღწიეთ ღვთიური საწყისის პირდაპირსა და ადექვატურ გაგებას, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ ხილულ ყოფიერებასთან ანალოგიებზე დაფუძნებულ არაადეკვატურ გაგებას. ამიტომ იზრდება მნიშვნელობა საღმრთო წერილისა, როგორც ღვთაებრივი გამოცხადებისა, რომელიც ჩვენ მთელი სერიოზულობით და მოწიწებით უნდა შევისწავლოთ.
ამგვარად ჩვენი რწმენა დაფუძნებულია როგორც საღმრთო წერილზე, ასევე ბუნების შეცნობაზე, რადგანაც გარემომცველი სამყაროს - ქმნილებების შეცნობა ლოგიკურ საფუძველს წარმოადგენს შემოქმედზე დასკვნების გასაკეთებლად.
ჩვენ მივდივართ დასკვნამდე, რომ რწმენა და ცოდნა არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს, არ გამორიცხავს ურთიერთს, არამედ სწორი აღქმისას ავსებს ერთი-მეორეს. ისინი ანტიპოდები კი არა, ერთი ნაკადის ორი წყაროა, ერთი მიზნისკენ მიმავალი ორი გზაა.
ჩვენს მეორე მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს სიყვარული. სიყვარული სიცოცხლის ენერგიაა; სადაც არის სიყვარული, იქ არის ღმერთი. ბრწყინვალედ ამბობს ამის შესახებ მოციქული პავლე: ენასა ღათუ კაცთასა და ანგელოზთასა ვიტყოდი, ხოლო სიყუარული არა მაქუნდეს, ვიქმენ მე, ვითარცა რვალი, რომელი ოხრინ, გინა წინწილანი, რომელნი ჴმობედ. და მაქუნდეს ღათუ წანაწარმეტყუელებაჲ და უწყოდი ყოველი საიდუმლოჲ და ყოველი მეცნიერებაჲ, მაქუნდეს ღათუ ყოველივე სარწმუნეოებაჲ ვიდრე მთათაცა ცვალებადმდე და სიყუარული თუ არა მაქუნდეს, არა-ვე-რაჲ ვარ. და შე-ღათუ-ვაჭამო ყოველი მონაგები ჩემი და მივსცნე ჴორცნი ჩემნი დასაწუელად და სიყუარული არა მაქუნდეს, არარაჲვე სარგებელ არს ჩემდა. სიყუარული სულგრძელ არს და ტკბილ; სიყუარულსა არა შურნ, სიყუარული არა მაღლოინ, არა განლაღნის, არა სარცხჳნელ იქმნის, არა ეძიებნ თავისასა, არა განრისხნის, არად შეჰრაცხის ბოროტი, არა უხარინ სიცრუესა ზედა, არამედ უხარინ ჭეშმარიტებასა ზედა; ყოველსა თავს-იდებნ, ყოველი ჰრწამნ, ყოველსა ესავნ, ყოველსა მოითმენნ. სიყუარული არასადა დავარდების, გინა თუ წანაწარმეტყუელებანი განქარდენ, ანუ თუ ენანი და-ვე-სცხრენ, გინა თუ მეცნიერებანი განქარდენ (I კორ. 13,1-8).
რაღა თქმა უნდა, როგორც რწმენის, ასევე სიყვარულის საკითხში ღვთიურ ძალასთან ერთად ადამიანის თავისუფალი ნებისყოფაც მონაწილეობს.
ნებისყოფის თავისუფლება, რომელიც წარმოშობით აღცილებულია, თავის მხრივ ზნეობრიობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს, სადაც არ არის თავისუფალი არჩევანი, ნებისყოფის თვითგამორკვევა, იქ არც ზნეობრიობაა. ნებისყოფის თავისუფლება გამოიხატება ზნეობრივ თვითგამორკვევაში, ზნეობრივი მოვალეობების თავისუფალ აღსრულებაში, იმ მოვალეობის აღსრულებაში, რომლის არსიც, თავის მხრივ, ზნეობრიობითაა განსაზღვრული.
ეგოიზმი სიცოცხლის თანდაყოლილი თავისებურებაა. უმარტივესი მიკროორგანიზმებიდან ადამიანამდე ყველა ცოცხალი არსება თავის ინტერესებს იცავს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანმა განავითაროს ეს გრძნობა. თავდაცვის ინსტიქტი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მოყვასისთვის დახმარების სურვილს. ჩვენი დღეები - ეს ფიჭებია, რომელნიც ფუტკრების მსგავსად, თაფლით უნდა ავავსოთ და ამ თაფლით სხვა ადამიანებმაც უნდა ისარგებლონ.
ამგვარად შემდეგი საკითხი, რომელსაც მინდა საახალწლო ეპისტოლეში შევეხო, არის შრომა. ბრწყინვალედ აქვს ნათქვამი მოციქულ პავლეს: უკუეთუ ვისმე არა უნებს საქმის, ნუცაღა ჭამნ (2 თეს. 3,10). ბიოლოგიური კანონებიდან გამომდინარე უნდა გვახსოვდეს, რომ შრომა თავისთავად ცოცხალი მატერიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნილებაა. შრომა სჭირდება ადამიანს ნორმალური არსებობისათვის; სჭირდება ისევე, როგორც ჰაერი, საკვები, ძილი, ურთიერთობა...
ზოგიერთი ადამიანი ოცნებობს: ნაკლები იმუშაოს და მეტი მიიღოს, მაგრამ დასვენებით რომ დატკბე, თავდაპირველად უნდა დაღლა იგრძნო. მოკლე სამუშაო დღე ბედნიერებაა მხოლოდ იმისთვის, ვისაც საკუთარი საქმიანობა არ აინტერესებს. ღმერთმა ადამიანი ისე შექმნა, რომ სულიერი მშვიდობის და თვითგამოხატვის მისაღწევად უნდა ვიშრომოთ იმ მიზნისათვის, რომელიც ამაღლებულად და აუცილებლად მიგვაჩნია.
მუსიკოსი, მხატვარი, მღვდელი, მწერალი, მეცნიერი, ყოველი მშრომელი ადამიანი ძლიერ იტანჯება, თუ ის მოკლებულია საყვარელი საქმიანობის შესაძლებლობას.
დაუშვებელია იყო დაბადებით უსაქმური და ბედნიერებას უმოქმედობაში ხედავდე. წმიდა მოციქული პეტრე შრომის მიზანს ადამიანების ურთიერთ სამსახურში ხედავს: კაცად-კაცადმან, ვითარცა მიიღო მადლი, ეგრეთვე ურთიერთას ამსახურებდით მას, ვითარცა კეთილნი მნენი მრავალ-ფერისა მის ნიჭისა ღმრთისანი (I პეტრე 4,10).
კანადელმა ექიმმა უილიამ ოსლერმა ასე განსაზღვრა შრომის როლი: "ეს პატარა სიტყვა გრანდიოზულია თავისი მნიშვნელობით... სულელს ის ჭკვიანად აქცევს, ჭკვიანს - ბრწყინვალედ, ბრწყინვალეს - შეუპოვრად და გაწონასწორებულად. ყმაწვილებისთვის მოაქვს იმედი, ზრდასრულთათვის - დაჯერებულობა, ხნიერთათვის - დასვენება. შრომას უნდა ვუმადლოდეთ ჩვენ მედიცინის მიღწევებს უკანასკნელი ოცდახუთი წლის მანძილზე; ეს მხოლოდ პროგრესის საზომი კი არაა, არამედ ყოველდღიური ცხოვრების მიღწევების საზომიცაა". ეს სიტყვა "შრომა", მაგრამ იმისათვის, რომ გწამდეს, გიყვარდეს და შრომობდე, აუცილებელია შინაგანი და გარეგანი მშვიდობა.
მხოლოდ ამ შემთხვევაში ვიგრძნობთ ჩვენ იმ სიხარულს, რომელსაც ყოველი ადამიანი ეძიებს და რომელზეც მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე ამბობს: სიხარული ჩემი თქუენ თანა ეგოს, და სიხარული თქუენი სავსებით იყოს (ინ. 15,11). დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშვიდობაჲ, და კაცთა შორის სათნოებაჲ (ლუკა 2,14).
მარადიულმა ლოგოსმა ჩვენს გულებში სიმართლის გრძნობა მოიტანა, რათა ჩვენ შეგვეძინა მშვიდობა ღმერთთან, მშვიდობა მოყვასთან, მშვიდობა საკუთარ თავთან.
ჩვენ გვსურს, რომ მშვიდობამ დაისადგუროს ჩვენს გულებში, ჩვენს ოჯახებში, რომ მშვიდობამ გააცისკროვნოს დედამიწა და მოეფინოს მსოფლიოს სამარადჟამოდ.
გარდა ჩვენი ფიზიკური ყოფიერებისა, რომელზეც ასე გაძლიერებულად ვფიქრობთ და ვზრუნავთ, არ უნდა დავივიწყოთ სულიერი ცხოვრებაც. ადამიანი მეტისმეტად გამიწიერდა, ამიტომ ის სულიერ შიმშილს გრძნობს. სულიერი ცხოვრება აუცილებელია; ზეცის ხმა ოდნავღა ესმის ჩვენს ასე სუსტად განვითარებულ სულიერ სმენას. ძალიან ნაზი, მგრძნობიერი გული უნდა გქონდეს, რომ ყოველდღიური შთაბეჭდილებების, ინფორმაციების, ცხოვრებისეული ამაოებისა და ვნებების ასეთ ორომტრიალში ზეცის ხმა, მარადიული დიდების და მარადიული სიხარულის მელოდიები მოისმინო.
ვარსკვლავები ყოველთვის ბრწყინავენ უღრუბლო ცაზე, მაგრამ ჩვენ მათ ვერ ვხედავთ დღისით მზისაგან დაბრმავებულნი. ზუსტად ასევე ხდება სულიერ ცხოვრებაშიც. ჩვენ ძალიან მცირე ყურადღებას ვუთმობთ ჩვენს სულიერ ცხოვრებას, იშვიათად განვმარტოვდებით, ცოტას ვფიქრობთ. აუცილებელია განმარტოება, ფიქრი, ძიება საკუთარი სულის საპოვნელად, რათა ჩავიხედოთ საკუთარ გულში და ობიექტურად შევაფასოთ ჩვენი ცხოვრების დადებითი და უარყოფითი მხარეები. განმარტოება სავანეა, სასდაც ჩვენ შეგვიძლია განვიკურნოთ სულიერ სნეულებათაგან: განმარტოება და აზროვნება თითოეული ქრისტიანის სულიერი ზრდის პირობაა, მიუხედავად იმისა, თუ როგორი მდგომარეობა უკავია მას საზოგადოებაში.
ყოველივე საუკეთესო განმარტოებისას იქმნება და იბადება.
ჩვეულებრივად ახალ წელს ჩვენ უფრო მეტად მიწიერსა და დროებითზე ვფიქრობთ, ვიდრე მარადიულზე. მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ გავიდა წელიწადი და ჩვენს მიწიერ აღსასრულს ერთი წლით მივუახლოვდით, მიწიერი ცხოვრება, ისედაც ხანმოკლე, კიდევ ერთი წლით შემცირდა. მიწიერი ცხოვრების ზღურბლთან მიახლოებისას არ უნდა დავივიწყოთ ის ფასეულობანი, რომლებიც სავალდებულოა ჩვენთვის მარადიულობაში.
უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ ყოველმა ჩვენგანმა განვლილი წლის მანძილზე რა გააკეთა სამარადისო ცხოვრებისათვის მოსამზადებლად. დაე, ყველას უპასუხოს ამაზე მისმა შინაგანმა ხმამ.
ყოველ ჩვენგანს სურს სულიერი ზრდა. რითი დავიწყოთ? მართალ ენუქზე ბიბლიაში ნათქვამია, რომ ის ყოველთვის ღვთის წინაშე ვიდოდა (შეს. 5,24) ე.ი. ის ყოველთვის შეიგრძნობდა ღვთის არსებობას და ღვთის ყოვლისგამომცდელ მზერას ყოველ წამს გრძნობდა, რაც მას ცოდვებისაგან იფარავდა და ღვთის მცნებათა შესასრულებლად განაწყობდა. ამითი უნდა დავიწყოთ ჩვენც - და ჩვენი ცხოვრებისეული გზა უვნებელი აღმოჩნდება.
ამგვარი ფიქრებითა და გრძნობებით გილოცავთ ყველას, ძვირფასო შვილებო, ახალ, 1980 წელს, რომელიც გვჯერა, კურთხეული იქნება და ჩვენ, ყველას, სიხარულსა და ბედნიერებას მოგვიტანს.
ყველას ღვთის მადლი შეგეწიოთ!
ვისურვებ, რომ ჩვენს გულებში აღიბეჭდოს ქრისტე!
ღვთისმშობლის წილხვედრს - ჩვენს საქართველოს
აწ და მარადის ქრისტეს გზით ევლოს...
ამინ!

1980 წ. თბილისი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი სამოციქულო

image
image თემა: ახალი წელი
ავტორი: ილია II

საშობაო ეპისტოლე - 1992

საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა ერთგულ, ღვთივკურთხეულ შვილს:


ქრისტესმიერ საყვარელნო ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, დანო და ძმანო, ღვთისმშობლის საფარველით დაცული ღვთივკურთხეული ივერიის მკვიდრნო, უცხოეთში მცხოვრებო თანამემამულენო. მოგვეახლა ბრწყინვალე დღესასწაული ქრისტეს შობისა, მაგრამ ამ დიდებულ ზეიმს საქართველო სევდიანი ხვდება.
ძმათა სისხლისღვრით გამოწვეული ტკივილი ბოლომდე გაცნობიერებული არც არის. ტრაგედია მოხდა, მაგრამ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსასვლელ სწორ გზას ვერ ვიპოვით, თუ მოვლენებს მიუკერძოებლად არ გავაანალიზებთ და ყველასთვის სამწუხარო შედეგის მიზეზებს არ აღმოვფხვრით.
საქართველოს ისტორიაში მოხდა მეტად სავალალო ფაქტი: ერი დაიყო. ქალაქებსა და სოფლებში, სამსახურებში მოსახლეობა დაუპირისპირდა ერთმანეთს: დაუპირისპირდნენ თაობები, ოჯახის წევრები...
შექმნილმა მდგომარეობამ იმდენად იმოქმედა ხალხის ფსიქიკაზე, რომ მასა ეგზალტირებული და არაწმიდა ძალის მიერ ადვილად სამართავი გახდა.
ადამიანები გაბოროტდნენ, გახშირდა ცილისწამება, მკვლელობა, კიდევ უფრო დაეცა ზნეობა, დადგა ჟამი განუკითხაობისა.
მოსახლეობის ნაწილის გაღიზიანება გამოვლინდა ეკლესიის მიმართაც. იმის ნაცვლად, რომ ეკლესია თვითონ დაეცვათ პოლიტიკისაგან და ამ მძიმე ჟამს ერის ერთობის, მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის აღევლინათ გულმხურვალე ლოცვა ღვთისადმი, მას დაპირისპირებულ მხარეთა შორის არჩევანის გაკეთება მოსთხოვეს.
განა შეიძლება, ეკლესია დადგეს პოლიტიკის გამო ორად გახლეჩილი ერის რომელიმე მხარეს და თავისი მხარდაჭერით მისცეს მორალური უფლება ერის ერთ ნაწილს მეორის გასანადგურებლად?
ჩვენს წინ რომ უცხო მტერი ყოფილიყო, პირველნი შევეგებებოდით მას, მაგრამ ჩვენს სამწყსოში, ჩვენს შვილებს შორის არჩევანის გაკეთების უფლება არ გვქონდა.
განა ზნეობრივია, დედამ განასხვავოს შვილები ერთმანეთისგან, თუ ყველა ღონე უნდა იხმაროს ძმათა შორის შუღლის დასაცხრობად?
ეკლესიამაც, ვიდრე იყო ამის შესაძლებლობა, არაერთხელ სცადა დაპირისპირებულ მხარეთა შერიგება და მათ შორის არსებული პრობლემების მოლაპარაკების გზით გადაწყვეტა.
მიუხედავად იმისა, რომ საპატრიარქოში გამართულმა ადრინდელმა შეხვედრებმა ნაყოფი არ გამოიღო, ეკლესია მზად იყო და გამოთქვა სურვილი, მხარეთა თანხმობის შემთხვევაში, 21 დეკემბერს კვლავ მოლაპარაკებისთვის ეხმო ორივე მხარის წარმომადგენლებისთვის, მაგრამ ეს წინადადება არ იქნა მიღებული... და ჩვენ დაგვრჩა ერთადერთი საშუალება მოქმედებისა - ლოცვა; რაც დიდი სასოებით აღევლინებოდა ჩვენს ტაძრებში.
ლოცვას რომ უდიდესი ძალა აქვს, იცის ყველა ჭეშმარიტმა მორწმუნემ; რწმენით აღვლენილი სავედრებელი ყოვლისშემძლეა. თვით უფალი ბრძანებს: "უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოებაჲ და არა შეორგულდეთ... ჰრქუათ თუ მთასა ამას: აღიფხუერ ამიერ და შთავარდი ზღუასა! - იყოს ეგრე. და ყოველსა რაოდენსა ითხოვდეთ ლოცვასა შინა სარწმუნოებით, გეყოს თქუენ" (მათე 21,21).
ამ განსაცდელის ჟამს ჩვენმა ხალხმა სწორედ ლოცვა დაივიწყა, აუმღვრეველი გულით ლოცვა. დაივიწყა, რომ ღვთის ხელშია ყოველი, რომ "არა ცხონდების მეფე მრავლითა ძალითა თუისითა და გმირი არა განერეს სიმრავლითა ძალისა მისისათა" (ფსალმუნი 32,16) და რომ მხოლოდ "უფალი არს ძალ ერისა თვისისა". "მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისუენო თქვენ" - ბრძანებს მაცხოვარი.
ახლახანს მომხდარი მოვლენები მიგვანიშნებენ, რომ იწყება ჩვენი განწმენდა მწუხარებისა და ტანჯვის გზით. მაგრამ ეს პროცესი ხალხში ჯერ კიდევ გაუცნობიერებლად მიმდინარეობს. საჭიროა მეტი სულიერება, მეტი გულისხმისყოფა.
ადამიანები იბადებიან, კვდებიან, მათი სიცოცხლე ქრება ჩვენს თვალწინ... ჩვენი შინაგანი სამყარო კი უგრძნობი რჩება, თითქოს ეს ყველაფერი სხვაგან ხდებოდეს. არასწორად ვფიქრობთ წუთისოფელზე, მარადიულ ცხოვრებაზე; გვავიწყდება, რომ გარდაცვალება არ ნიშნავს სულის სიკვდილს, არამედ - მის მეორედ დაბადებას, სულის განთავისუფლებას გვამის სიმძიმისაგან. და ვიდრე ჩამოკრავს საბედისწერო წუთი გარდაცვალებისა, უნდა ვიზრუნოთ განწმენდაზე, შინაგან ფერისცვალებაზე.
მძიმეა ჩვენი ცხოვრება. უღმრთოების მრავალწლიანმა უღელმა უკიდურესად გამოფიტა ერის სასიცოცხლო ძალები. ხალხის ზნეობრივი დაუძლურების მიზეზი ღვთის მადლისა და ეკლესიური ცხოვრებისაგან დაცილებაა, ანუ მოშორება იმ საყრდენისა, რომლის დახმარებითაც სწორად უნდა გვეცხოვრა. სამოცდაათწლიანმა ბატონობამ თავისი დაღი დაასვა ჩვენს სულს; მაგრამ მართალნი არ ვიქნებით, თუ პასუხისმგებლობას მოვიხსნით და ქრისტიანობისაგან ჩვენს განდგომას მხოლოდ ძალმომრეობით ავხსნით.
რატომ იყო, რომ წარსულში, არანაკლები შეჭირვების ჟამს, სარწმუნოების შეცვლა იშვიათობას წარმოადგენდა, ახლა კი მოწამეობრივი ღვაწლის მტვირთველნი ერთეულებიღა დარჩნენ.
რა არის მიზეზი ამისა? - ისევ და ისევ ეკლესიისაგან განდგომა. ეს სენი საერთო საკაცობრიოა. მეოცე საუკუნეში მეცნიერებისა და ტექნიკის სწრაფმა აღმავლობამ ადამიანი აღავსო ამპარტავნებით და გაუჩინა ცრუ ილუზია იმისა, რომ იგი საკუთარი გონებითა და ძალით შეძლებდა ნამდვილად ბედნიერი ცხოვრების მოწყობას. ღვთისა და ეკლესიის მორჩილება "უმწიფარი" კაცობრიობის ისტორიულ ეტაპად იქნა განხილული, მაგრამ მოჩვენებითი "სრულწლოვანება" საბედისწერო აღმოჩნდა. საკუთარ თავს მინდობილი კაციბრიობა მოსწყდა ღმერთს და ბოროტის ბადეში გაეხვია. უტყუარი ნიშანი ამისა თანამედროვე ადამიანის ზნეობრივი დაცემა და გადაგვარებაა.
დღეს ბგვრს ჰგონია, რომ იგი მორწმუნე ქრისტიანია, მაგრამ სცდება. პიროვნებისათვის დამახასიათებელ რელიგიურ გრძნობას ისინი ხშირად რწმენად მიიჩნევენ. სინამდვილეში კი, რელიგიური გრძნობა არის მხოლოდ ერთ-ერთი აუცილებელი პირობა ღვთის შემეცნებისა. ნამდვილი რწმენა კი შედეგია ამა თუ იმ პიროვნებაში ღვთის განცხადებისა და მისი სრულყოფა სარწმუნოებრივი ცხოვრებით ხდება.
ჭეშმარიტებისაკენ მიმავალ გზაზე ცალკეულ ადამიანს თუ ერს თვით ღმერთმა დაუდგინა მეგზურად და მასწავლებლად ეკლესია, - "სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა", უძლურება ბოროტისა, რამეთუ იგია შეურყვნელი დამცველი ღვთის სიბრძნისა. უფალი ბრძანებს: "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას" (მათე 15,9).
სამწუხაროდ, არაეკლესიური სულისკვეთების სენი ჯერ კიდევ ძალიან ღრმად ყოფილა ჩვენში ფესვგამდგარი.
უპირველეს ყოვლისა, ეს უნდა გააცნობიეროს ინტელიგენციამ, რადგან იგია ერის მოაზროვნე და წარმმართველი ძალა. ინტელიგენცია ჭეშმარიტების შეცნობაში უნდა დაეხმაროს ხალხს, მაგრამ როგორ შეძლებს იგი ამას, თუ თავად იქნება მოწყვეტილი ღვთაებრივი სიბრძნის წყაროს - ეკლესიას? ეკლესიის გარეშე იგი მხოლოდ კაცობრივი გონების ნაყოფს გამოიღებს და ამით გაუცნობიერებლად ზიანს მოუტანს ხალხს. მათ მსგავსთა მიმართ ბრძანებს უფალი: "ამაოდ მმსახურებენ მე. რამეთუ ასწავებენ მოძღურებასა და მცნებასა კაცთასა" (მათე 15,9).
ინტელიგენცია უნდა იქცეს მრევლის იმ რჩეულ ნაწილად, რომელიც, ვითარცა ანთებული სანთელი, წყვდიადში მყოფ ერს ღვთისაკენ მიმავალ გზას გაუნათებს.
ხალხი სულიერად დასაპურებელია და პურის მიმწოდებელი ხელი არ გვყოფნის. "სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი - მცირედ". შევსთხოვთ უფალს, რათა "გამოავლინნეს მოქმედნი სამკალსა თჳსსა" (მათე 9,37-38).
მთავარი მიზეზი ეკლესიისგან ხალხის მოწყვეტისა მაინც ამპარტავნება იყო. დღესაც ეს ცოდვა გვღუპავს. ამპარტავნების გამო ვისჯებით. უფალი გვწვრთნის, რათა დამდაბლებულნი ღვთისსათნო გზაზე დავდგეთ და მოვიპოვოთ მადლი წინაშე მისსა.
სიმდაბლის საოცარი მაგალითი თვით იესო ქრისტემ მოგვცა. უფალი, რომელსაც ელოდა მთელი კაცობრიობა და რომლის შესახებაც წერდნენ წინასწარმეტყველნი, ყოვლად შეუმჩნეველი საოცარი სიმდაბლით მოევლინა ამ ქვეყანას.
"იმ დროის გავლენიანი საზოგადოება ფუფუნებითა და სიმდიდრით იყო გალაღებული. ქრისტეს შობისთვის კი მრავალრიცხოვან სასახლეებსა და შენობათა შორის ერთი ებრალო ღარიბული სახლიც კი არ მოიძებნა, იგი დაიბადა ბეთლემის გამოქვაბულში, იქ, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აფარებდნენ.
ამ დიდი საიდუმლოს აღსრულებისათვის ეს გამოქვაბული და ბაგა უფრო სასურველი და წმინდა აღმოჩნდა, ვიდრე მსოფლიოს ყველა სასახლე და სამეფო პალატი.
საოცარია, პირველმხილველნიც განხორციელებული მაცხოვრისა იყვნენ უბრალო მწყემსები და არა განმგებელნი ქვეყნისა ანდა სხვა მაღალი თანამდებობის პირნი; მწყემსები, რომელთა ყველაზე დიდი სიმდიდრე მათი სუფთა, წრფელი გული იყო.
იესო ქრისტეს განმაცვიფრებელ თავმდაბლობაშია სწორედ მისი ღვთაებრივი სიდიადე.
მშვენივრად სწერს წმინდა იოანე დამასკელი: "კურთხევითა ღვთისა და მამისა მხოლოდშობილმა ძემ - სიტყვამ ღვთისა და თავად ღმერთმა... ერთარსმა მამისა და სულისა წმიდისა, მარადიულმან და დაუსაბამომან მოდრიკნა ცანი და გარდამოხდა; მიუწვდომელი სიდიადე თვისი მიუწვდომლად დაამდაბლა და მიეახლა თავის მონებს გამოუთქმელი და გასაოცარი მოწყალებით. სრული ღმერთი იქმნა სრულ კაცად, რათა ეწამლა ჩვენი ურჩობის ცოდვისათვის და ქცეულიყო მაგალითად მორჩილებისა, მორჩილებისა, რომლის გარეშეც შეუძლებელია გადარჩენა".
ქრისტეს შობა არის ადამიანის ხელახალი დაბადება არა ყოვლისშემძლეობით, არამედ მსხვერპლშეწირული სიყვარულით (სერგი ბულგაკოვი).
შობა ქრისტესი არის საიდუმლო ღვთის განხორციელებისა. ძე ღვთისა მოგვევლინა ძედ კაცისა, რათა დაცემულნი ცამდე ავემაღლებინეთ. ყოვლის შემოქმედმა თავი დაუმორჩილა სჯულის კანონის ყველა მოთხოვნას, გამოგვისყიდა კანონით გასამართლებულნი, მოგვიხსნა ბეჭედი განდევნილისა და გვქმნა შვილად ღვთისა.
მან არასწორი განვითარება კაცობრიობისა შეცვალა ახლით. სამყაროს მიზიდულობის ცენტრი, ცოდვის შედეგად ღმერთს მოწყვეტილი, თავის ძველ ადგილს დაუბრუნდა და მოდგმა ყოველი და ჟამი ყოველი მოიცვა, რათა მსოფლიოსათვის მოეტანა ნამდვილი თავისუფლება და ჭეშმარიტი სიყვარული და ეჩვენებინა გზა განღმრთობისა.
დღეს უფალი თვითეულ ჩვენგანს მიმართავს წმინდა ესაია წინასწარმეტყველის სიტყვებით: "განიბანეთ, განიწმინდეთ, ავი საქმეები თვალთაგან განმარიდეთ, შეწყვიტეთ ბოროტის ქმნა. სიკეთის ქმნა ისწავლეთ, ეძიეთ სამართალი, შეეწიეთ ჩაგრულს, განიკითხეთ ობოლი, ქვრივს გამოესარჩლეთ. მერე მოდით და ცილობა ვყოთ, ამბობს უფალი: მეწამულიც რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით განსპეტაკდება, ჭიაფერივით წითელიც რომ იყოს, მატყლის ფთილასავით გახდება. თუ მორჩილნი იქნებით და გამგონენი, მიწის დოვლათს შეჭამთ; თუ განდგებით და გაურჩდებით, მახვილი შეგჭამთ!" (ესაია 1,16-20).
ძმანო და დანო ჩემნო, შევსთხოვოთ ახლადშობილ უფალს, იესო ქრისტეს, მოამზადოს ჩვენი გულები სულიერი ფერისცვალებისათვის, მოგვცეს მადლი სიმდაბლისა და მორჩილებისა, ცოდვათა მიტევებისა, მადლი სიყვარულისა და მშვიდობისა, სული ერთობისა, რათა ვიყოთ ღვთის ნების აღმსრულებელნი, ძედ მისად ვიწოდოთ და ურცხვენელად ვთქვათ "მამაო ჩვენო... იყავნ ნება შენი..."
კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ჭრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს და დამდეგ ახალ წელს.
გიხაროდეთ, უფალი ჩვენთან არს.
ქრისტეს შობა,
თბილისი.
1992 წელი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის

image
image თემა: შობა
ავტორი: ილია II

როგორი კავშირი არსებობს ახალ და ძველ აღთქმებს შორის?
ძველი აღთქმა განამზადებს ადამიანებს ახალი აღთქმის მისაღებად, ხოლო ახალი აღთქმა არის აღსრულება და დასრულება ძველი აღთქმისა.
განმარტება:
I. ქრისტიანებს ბევრი რამ შემორჩათ ზეპირი გარდმოცემიდან, მაგალითად ის, რომ გამოვისახოთ პირჯვარი, ლოცვის ჟამს ვიდგეთ პირით აღმოსავლეთისაკენ, საიდანაც აღმოხდება მზე, როგორ ვეზიაროთ წმიდა საიდუმლოთ, რომელი სიტყვებით მივმართოთ ღმერთს, რათა მან აკურთხოს და გარდასახოს შესაწირავი პური და ღვინო, როგორ იკურთხოს წყალი და სხვა. Aმიტომ შეახსენებდა წმიდა მოციქული პავლე ქრისტიანთ თესალონიკში: "ძმანო, მტკიცეთ დექით და შეიკრძალეთ მოძღურება ესე, რომელიცა გისწავლიეს გინა სიტყვითა, გინა წიგნითა ჩუენითა" (2 თეს. 2,15). ის, რასაც პავლე მოციქული ასწავლიდა ქადაგებებში, ეს იყო ზეპირი გარდმოცემა. ხოლო რასაც ასწავლიდა ეპისტოლეებით, ეს არის ეპისტოლარული სწავლება და წმიდა წერილის ნაწილს შეადგენს. ის, რომ ქრისტიანული სარწმუნოება ძირითადად ზეპირი გარდმოცემის საფუძველზე ვრცელდებოდა, სრულიად გასაგებია. Pავლე მოციქულის ეპისტოლეში ნათქვამია: "რაი-იგი გესმა ჩემგან მრავლითა მოწამებითა, ესე შეჰვედრე მორწმუნეთა კაცთა,რომელნი შემდზლებელ იყვნენ სხუათაცა სწავლად" (2 ტიმ. 2,2). თითქმის ოცი წლის მანძილზე უფალ იესო ქრისტეს ამაღლებიდან, ეკლესიას არა ჰქონდა არც ერთი წიგნი ახალი აღთქმისა და იძულებული იყო ესარგებლა მხოლოდ ზეპირი გარდმოცემით, მაგრამ მიუხედავად ამისა იგი მოქმედებდა, აღასრულებდა ღმრთისმსახურებას, იღწვოდა და განეფინებოდა ყოველგან, ეყრდნობოდა ზეპირ გარდმოცემას, იმარხავდა მას, როგორც ზეციურ საუნჯეს. ჭმიდა ზეპირი გარდმოცემის შესახებ ფრიად დამაჯერებლად წერს წმიდა მამა ბასილი დიდი 91_ე კანონში.
II. 1. დაბადება, - მასში მოთხრობილია ქვეყნიერებისა და ადამიანის შექმნის, პირველქმნი ადამიანთა ცხოვრების, ცოდვით დაცემის, მათ შთამომავალთა ცხოვრებისა და შრომის შესახებ, აგრეთვე იოსების ეგვიპტეში აღსრულების შესახებ (შემოკლებით დაბ).
2. წიგნი გამოსვლათა, - მასში აღწერილია ებრაელთა მძიმე ცხვრება ეგვიპტეში, მოსეს წინამძღოლობით, მითი სვლა უდაბნოში აღთქმია ფიცთა მიღება სინას მთაზე და კარვის შენება (გამ).
3. წიგნი ლევიტელთა, - მასში ჩაწერილია ძველი აღთქმის მგვდელთმსახურთა და ლევიტელთა ღმრთისმსახურების წესები და საყოფაცხოვრებო და სამოქალაქო კანონები (ლევ).
4. რიცხვთა, - მასში ებრაელი ხალხის საყოველთაო აღწერა, რომლის დროსაც, ლევიტელთა გარდა, 603 550 მოზრდილი მამაკაცი დაითვალეს; შემდეგ ზედმიწევნით არის აღწერილი ლევიტელტა მოვალეობანი, მოთხრობილია ხალხია დრტვინვა მოსეს წინააღმდეგ და აარონის სიკვდილი (რიცხვ).
5. მეორე სჯულისა, - მასში, მოსე სიკვდილის წინ, კიდევ ერტხელ, მოკლედ, უმეორებს ებრაელ ხალხს სჯულს, რომელიც გმერტმა მოსცა მათ, მადლობას სწირავს და აკურთხებს ხალხს; ბოლოს აღწერილია მოსეს აღსასრული და მისი დაკრძალვა. (მსაჯ).
6. წიგნი ისუსი, ძისა ნავესი – მასში მოთხრობილია აღთქმის მიწებთან მისვლისა და ისრაელის თორმეტ ტომს შორის მისი განყოპის შესახებ (ის, ნავ. )
6. წიგნი ისუსი, ძისა ნავესი – მასში მოთხრობილია აღთქმის მიწებთან მისვლისა და ისრაელის თორმეტ ტომს შორის მისი განყოპის შესახებ (ის, ნავ. )
8. წიგნი რუთისა, - მასში მოთხრობილია ვინმე რუთის ამბავი, რომელიც იყო მეფე დავითის დიდი ბებია.
9-12. ორი წიგნი სამოელისა და ორი წიგნი მეფეთა, - რომლებშიც მოთხრობილია ებრაელთა ცხოვრება, როდესაც მათ მართავდნენ მეფენი, და განსაკუთრებით აღწერილია იერუსალიმი დიდებული ტაძრის მშენებლობა (სამ. Dდა მეფ.).
13-14. ორი წიგნი ნეშტთა, - რომლებიც ავსებს მეფეთა წიგნებს (ნეშ.).
15-16. წიგნები ეზრასი და ნეემიასი, - მათში მოთხრობილია ებრაელთა დაბრუნების შესახებ ბაბილონის ტყვეობიდან, ახალი ტაძრის მშენებლობისა და იერუსალიმის აღდგენის შესახებ (ეზრდ. და ნეემ).
17. წიგნი ესთერისა, - მასში მოთხრობილია ღმრთის მოყვარე და მხნე ებრაელი დედაკაცის შესახებ, რომელმაც ერი თვისი იხსნა დაღუპვისაგან სპარსეთის მეფის, ართაქსერქსის მეფობის ჟამს (ესთ).
18. წიგნი იობისა, - მასში მოთხრობილია მართალ იობის ღმრთივსათნო ცხოვრების შესახებ, რომელმაც უდიდესი მწუხარების და ვაების ჟამს დაიმარხა მტკიცე რწმენა ღმრთისადმი, გამოაჩინა უდიდესი მოთმინება და სიბრძნე (იობ).
19. ფსალმუნთა წიგნი, - რომელიც შეიცავს 150 სულიერ საგალობელს ანუ ფსალმუნს, რომელთა უდიდესი უმრავლესობა ეკუთვნის წმ. Mეფე დავითს (ფს).
20. იგავნი სოლომონისა, - რომელიც შეიცავს მეფე სოლომონის ბრძნულ გამონათქვამებს და რჩევებს, ამ ქვეყნად მართალი ცხოვრების წარმართვისათვის (იგ. შოლ).
21. ეკლესიასტე, - რომელშიც მეფე სოლომონი ქადაგებს ცხოვრების საზრისის შესახებ და მიგვითითებს, რომ ბედნიერია მხოლოდ ის, ვინც ისწრაფვის არა მატერიალური კეთილდღეობისაკენ, არამედ ღმრთის მცნებათა აღსრულებისაკენ (ეკლ.)
22. ქება ქებათა, - სოლომონისა, რომელშიც იგი წინასწარმეტყველურად მოგვითხრობს ქრისტეს წმიდა სიყვარულის შესახებ ეკლესიის მიმართ, სიძისა და სასძლოს სიყვარულის მაგალითზე.
23. წიგნი წინასწარმეტყველ ესაიასი, - მასში წინასწარმეტყველი მრავალ რასმე წინასწარმეტყველებს მაცხოვრის ცხოვრებიდან. ღამდენიმე მოვლენა მისი ცხოვრებიდან ისეთი ზედმიწევნულებით არის აღწერილი, თითქოს იგი საკუთარი თვალით ჭვრეტდა ყოველივეს. ის ამბობს აგრეთვე, რომ მხსნელი იშვება ქალწულისაგან. Aმის გამო წინასწარმეტყველ ესაიას ძველი აღთქმის მახარებელს უწოდებენ (ეს).
24. წიგნი წინასწარმეტყველ იერემიასი, - მასში მოყანილია მრავალი წინასწარმეტყველება ებრაელი ანუ ისრაელი ერის მომავლისა და მაცხოვრის შესახებ. (იერ).
25. წიგნი წინასწარმეტყველ ეზეკიელისა, - ასევე შეიცავს მრავალ წინასწარმეტყველებას (ეზ).
26. წიგნი წინასწარმეტყველ დანიელისა, - რომელშიც აღწერილია მისი ცხოვრება ბაბილონის ტყვეობაში, აგრეთვე გამოთქმულია წინასწარმეტყველება მაცხოვრის შობის შესახებ (დან.).
27-38. თორმეტ მცირე წინასწარმეტყველთა წიგნნი: ოსიასი (ოს), იოელისა (იოელ), ამოსისა (ამოს), აბდიასი (აბდ), იონასი (იონ), მიქეასი (მიქ), ნაომისა (ნაომ), ამბაკუმისა (ამბ), სოფონიასი (სოფონ), ანგეასი (ანგ), ზაქარიასი (ზაქ), და მალაქიასი (მალაქ). Aმ წიგნებშიც მრავალი წინასწარმეტყველებაა გამოთქმული მესიის – მაცხოვრის შესახებ. მაგალითად: წინასწარმეტყველ მიქეამ იწინასწარლეტყველა, რომ მაცხოვარი იშვებოდა ბეთლემში (5,2), წინასწარმეტყველმა ზაქარიამ იწინასწარმეტყველა მაცხოვრის დიდებით შესვლა იერუსალიმში (9,9) და მისი ვნება (13,7), წინასწარმეტყველმა მალაქიამ გამოთქვა, რომ მესიას ეყოლებოდა წინამორბედი, - წმინდა იოანე ნათლისმცემელი (3,1).
III. პირველ ხუთ წიგნს ახალი აღთქმისა ეწოდება ასევე მოსეს პირველი ხუთწიგნეული, სჯულდებითნი ანუ აღთქმის წიგნები. ზოგიერთ გამოცემაში სამოელის პირველ წიგნს უწოდებენ პირველ წიგნს მეფეთა, სამოელის მეორე წიგნს – მეფეთა მეორე წიგნს. ასსეტ შემთხვევაში მეფეთა პირველ წიგნს ეწოდება მესამე წიგნი მეფეთა, ხოლო მეფეთა მეორე წიგნს მეორე წიგნი მეფეთა. წინასწარმეტყველთ – ესაიას, იერემიას, ეზაკიასა და დანიელს ეწოდებათ დიდი წინასწარმეტყველნი.
IV. მარლთმადიდებელი ეკლესია ძველი აღთქმის ხსენებულ წიგნებს უწოდებს მემკვიდრეობას, რომელიც მიიღო ძველ აღთქმისეული ებრაელთა ეკლესიისაგან, რამეთუ ებრაელ ერს ერწმუნა ღმრთის სიტყვა, რომელიც ამბობს ამის შესახებ პავლე მოციქული ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში (3,1-2), ხოლო ახალი აღთქმის ეკლესიამ მიიღო ეს წიგნები ებრაელთაგან.წმიდა წერილი ზოგიერთ გამოცემაში შეიცავს აგრეთვე შემდეგ წიგნებს: ა) წიგნი ტობიასი, ბ) წიგნი ესთერისა, გ) სიბრძნე სოლომონისა, დ)წიგნი ისუსი ძისა ზირაქისა, ე)წინასწარმეტყველ ბარუქისა, ვ) სამი წიგნი მაკაბელთა, ზ) მესამე წიგნი ეზრასი. მარლთმადიდებელი ეკლესიის მიერ დაშვებულია მათი კითხვა, ისევე როგორც სხვა რელიგიური წიგნებისა, მაგრამ მა თარ მიაკუთვნებს წმიდა წერილის კანონიკურ წიგნებს.
V. ახალი აღთქმა შეიცავს 27 წიგნს, კერძოდ: ა) სახარებებს: 1. მათესი (მთ.) 2. მარკოზისი (მკ.) 3. ლუკასი (ლკ.) 4. იოანესი (ინ.) ბ) 5. წმიდა მოციქულთა საქმეებს (საქ). გ) წმიდა მოციქულ პავლეს 14 ეპისტოლეს: 6. რომაელთა მიმართ (რომ.) 7. კორინთელთა მიმართ I (I. კორ.) 8. კორინთელთა მიმართ II (II. კორ) 9. გალატელთა მიმართ (გალ.) 10. ეფესელთა მიმართ (ეფ.) 11. ფილიპელთა მიმართ (ფლპ.) 12. კოლოსელთა მიმართ (კოლ.) 13. თესალონიკელთა მიმართ I (I. თეს.) 14. თესალონიკელთა მიმართ II (II. თეს.) 15. ტიმოთეს მიმართ I (I. ტიმ.) 16. ტიმოთეს მიმართ II (II. ტიმ.) 17. ტიტეს მიმართ (ტიტ.) 18. ფილიმონის მიმართ (ფილ.) 19. ებრაელთა მიმართ (ებ.) დ) 7 ეპისტოლეს სხვა მოციქულთაგან, კერძოდ: 20. იაკობ მოციქულისა (იაკ.) 21. პეტრე მოციქულისა I (I პეტ.) 22. პეტრე მოციქულისა II (II პეტ.) 23. იოანე მოციქულისა I (I ინ.) 24. იოანე მოციქულისა II (II ინ.) 25. იოანე მოციქულისა III (III ინ.) 26. მოციქულ იუდასი (იუდ.) ე) 27. აპოკალიფსი ანუ გამოცხადება წმიდა მოციქულისა იოანესი (გამოცხ.)
VI. სახარებაში აღწერილია უფალ იესო ქრისტეს მოსვლა ამ ქვეყნად, მისი ცხოვრება, ქადაგება, ღვაწლი და ვნება, აგრეთვე ყოველივე ის, რაც მან თავს იდვა ჩვენისა ცხონებისათვის. სიტყვა "ევანგელე" – ბერძნულია და "ხარებას" ნიშნავს, რამეთუ ქრისტეს მოძღვრება – არის შერიგება ადამიანისა ღმერთთან და საუკუნო ნეტარება, - არის უდიდესი ნუგეში. პირველი სამი სახარება დაწერილია 50-დან 70 წლამდე ქრისტეს შობიდან, ხოლო იოანეს სახარება დაიწერა დაახლოებით 90 წელს.
VII. მოციქულთა საქმეებში მოთხრობილია მოციქულებზე სული წმიდის მოფენის, ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელებაში მათი ღვაწლის და მოწამეობის შესახებ, რომლის გემოს ხილვაც მოუხდათ მოციქულებრივი ღვაწლის აღსრულებისა. პირველმოწამეთა – სტეფანესა და იაკობის, მოციქულთა კრებისა და პირველ ქრისტიანთა ცხოვრების შესახებ. მოციქულთა საქმენი დაიწერა დაახლოებით 64 წელს.
VIII. ეპისტოლეები – აის წერილები, რომლებსაც წმ. Mოციქულები სხვადასხვა, მათ მიერ დაარსებულ სამწყსოებს სწერდნენ. წერილებში ისინი განმარტავენ ქრისტიანულ სარწმუნოებას და მიუთითებენ ადამიანებს, როგორ მოაწყონ თავიანთი და სამწყსოს ცხოვრება, სარწმუნოებასტან თანხმობით.
IX. აპოკალიფსში აღწერილია ხილვა, რომელიც მიეცა წმ. მოციქულ იოანეს, ეკლესიის მომავალზე, ანტიქრისტეს საქმიანობა, მისი წარწყმედა და ქვეყბიერების აღსასრული.
X. წმიდა წერილს აგრეთვე ეწოდება ბიბლია. სიტყვა "ბიბლია" – ბერძნული წარმოშობისაა და ნიშნავს წიგნს. თავისი მნიშვნელობით ის განსაკუთრებული წიგნია, იგი შეიცავს ღმერთის განცხადებას. Bიბლია თითქმის ყველა ენაზეა თარგმნილი. ღამდენადაც წმიდა წერილში მოთხრობილია მარადიული სიცოცხლის შესახებ, მას სიცოცხლის წიგნსაც უწოდებენ.
XI. წმიდა წერილი ყოველ ქრისტიანს უნდა ჰქონდეს. Aდამიანები გარდაიქმნებოდნენ, ყოველ ოჯახში ყოველდღე რომ იკითხებოდეს ბიბლია თუნდაც რამდენიმე წუთის მანმავლობაში, თუნდაც კვირა დგეს ან დღესასწაულზე. ყურადღებათა და კეთილკრძალულებით კითხვა წმიდა წერილისა აკეთილშობილებს ადამიანს, რამეთუ ამ დროს მას თვით ღმერთი ეზრახება.
XII. ძველი აღთქმის წიგნები დაიწერა ებრაულად და ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე ითარგმნდა ბერძნულად. Aახალი აღთქმის წიგნებიდან მხოლოდ ორი წიგნი დაიწერა ებრაულად: სახარება მათესი და პავლე მოციქულის ეპისტოლე ებრაელთა მიმართ.
XIII. წმიდა წერილი ლათინურად ითარგმნდა მხოლოდ II საუკუნეში. შლავურად ითარგმნა 862-885 წ.წ. ჭმ. Kირილესა და მეთოდეს მიერ. შავარაუდოა, რომ ქართულად სახარება თარგმნეს ქართლის მოქცევისტანავე (337). Iაკობ ხუცესის "შუშანიკის წამებაში" დადასტურებულია სახარების ("ევანგელე") არსებობა. V-VI სს.-ის პალიმფსესტები სახარების ფრაგმენტებს შეიცავენ. Gიორგი მთაწმინდელის ცნობით, არსებულა ხანმეტური და საბაწმიდური რედაქციები. შახარების უძველესი ქართული დათარიღებული ხელნაწერია ადიშის ოთხთავი (897). X ს-ით თარიღდება ურბნისის (906), ოპიზის (913), ჯრუჭის (936), პარხლის (973) ოთხთავები. შემდეგ სახარება თარგმნეს ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელებმა, იოანე ჭინჭიმელმა. Gიორგი მთაწმინდელის თარგმანმა კანონიკური უფლება მოიპოვა ქართული ეკლესიის პრაქტიკაში და საყოველთაოდ იყო გავრცელებული. დასავლეთ ევროპის სხვა ენებზე სახარება XII-XV ასწლეულებში ითარგმნა.
XIV. წმიდა წერილის ყოველი წიგნი დაყოფილია თავებად, ყოველი თავი მუხლებად. როდესაც რომელიმე მუხლზე მიუთითებენ, სარგებლობენ შემოკლებით. Mაგ. თუკი ფსალმუნებიდან მოხმობილია სიტყვები "ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა", რომელიც მე-19 ფსალმუნის პირველ მუხლშია ჩაწერილი, აღინიშნება ასე: ფს. 19,1; თუკი ჩაწერილია 1 კორ. 11,25 – ეს ნიშნავს: პავლე მოციქულის პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ, თავი 11, მუხლი 25.
ძველი აღთქმა განამზადებს ადამიანებს ახალი


საღვთო ლიტურგიისა და წმინდა ზიარების შესახებ

რა დიდებულია საღვთო ლიტურგია! როცა ღმერთი გარდამოიხილავს თავის მდაბალ მღვდელზე, რა ძლიერად გრძნობს ის წირვის სიდიადეს! რა დიდ სარგებელს იღებენ წირვაში მოხსენებულები! რა დიდ პატივს მიაგებს ღმერთი ადამიანს, როცა ყოველ წირვაზე ანგელოზთა დასების თანხლებით მიწაზე ეშვება და მას თავისი ყოვლადწმიდა ხორცითა და სისხლით ასაზრდოებს!
უფალმა ყველაფერი მოგვცა. განა არსებობს რაიმე ხორციელი ან სულიერი, წარმავალი ან წარუვალი, რასაც გვაკლებს? არაფერი. თუკი ყოველდღე თავის ღვთაებრივ წმინდა სისხლსა და ხორცს გვაძლევს, ამაზე აღმატებული რა შეიძლება იყოს? რასაკვირველია, არაფერი. აი, ასეთ საიდუმლოებებში მონაწილეობის ღირსი გახადა ღმერთმა მიწიერი ადამიანი! ოჰ, ზეციური ფასდაუდებელი სიყვარული! ღვთაებრივი სიყვარულის ერთი წვეთი ყოველგვარ მიწიერ, ხორციელ, ამსოფლიურ სიყვარულს აღემატება.

2. წმინდა ანას მცირე სკიტში ცხოვრობდა ერთი მღვდელმონაზონი საბა – ცნობილი „პაპა საბა“ – როგორც მას ეძახდნენ. იგი მამა იოაკიმე სპეციერის, ასევე რუსეთის იმპერატორ ეკატერინეს სულიერი მოძღვარი იყო. მამა საბა ყოველდღე წირავდა. იგი ღმერთშემოსილი მამა იყო, წინასწარმჭვრეტელი და გონიერი ლოცვის მასწავლებელი.
ერთხელ მას ჰკითხეს, კვეთაში ამდენ სახელს რატომ მოიხსენებდა. მან მიუგო: „როცა ახალგაზრდა ვიყავი, წმინდა დიონისეს მონასტრის ზემოთ მდებარე ტაძრის კურთხევისთვის (მამა საბა პირველად იქ მოღვაწეობდა თავის სულიერ მოძღვართან, ასევე ცნობილ მამა ილარიონთან ერთად) ეპისკოპოსი მოვიწვიეთ. ტაძრის კურთხევის შემდეგ ეპისკოპოსი ეუბნება ჩემს მოძღვარს: „რადგან მამა საბა ყოველდღე წირავს, შეიძლება მივცე რამდენიმე სახელი ორმოცი დღის განმავლობაში მოსახსენებლად?" მამა ილარიონი პასუხობს; „მიეცი, რამდენიც გინდა“. სამოცდაორი სახელი მომცა. ოცდაცხრამეტი წირვის ჩატარების შემდეგ, როცა მეორმოცე უნდა მეწირა, ანალოგიას დავეყრდენი მოძღვრის მოლოდინში. მიმთხვევის ლოცვები უნდა წამეკითხა და წირვა დამეყენებინა. ჩამთვლიმა და სიზმარში ვხედავ: სამღვდელო შესამოსელი მაცვია და წმინდა ტრაპეზის წინ ვდგავარ. წმინდა ტრაპეზზე წირვის ფეშხუმი და ქრისტეს სისხლით სავსე ბარძიმი დგას. ვხედავ, მოდის მამა სტეფანე, სამკვეთლო მაგიდიდან მოსახსენებელსა და ზიარების კოვზს იღებს, უახლოვდება წმინდა ტრაპეზს და მოსახსენებლის ფურცელს ფეშხუმის ახლოს დებს. შემდეგ კოვზს ქრისტეს წმინდა სისხლში ყოფს და ერთი სახელი იშლება, კიდევ ყოფს და მომდევნო სახელიც იშლება და ა. შ., სანამ ყველა არ წაიშალა და ფურცელი კი სუფთა არ დარჩა.
გამომეღვიძა და ცოტა ხანში ჩემი მოძღვარიც მოვიდა. მაშინვე მოვუყევი ნანახი. მამა ილარიონი მეუბნება: „ხომ გითხარი, სიზმრებს არ დაუჯერო-მეთქი?“ წირვის შემდეგ კვლავ მეუბნება: „შენ არ ხარ ღირსი, რომ მათ შენი ლოცვით ცოდვები მიეტევოთ. თავიანთი რწმენით მიიღეს ცოდვათა შენდობა“. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ყველას სახელს მოვიხსენებ.

3. ძალიან დიდ სარგებელს იღებენ გარდაცვლილები საღვთო ლიტურგიის, პანაშვიდებისა და სხვა საეკლესიო მსახურებების დროს; რა თქმა უნდა, სარგებლით სავსე მხოლოდ მათთვის არის, ვინც შეინანა, ვისაც სათნოებების მცირე ცომი მაინც ჰქონდა მზად და უდებების, მცონარების, დღეიდან ხვალისთვის გადადების გამო ვერ მოასწრო სათნოებების პურის გამოცხობა. ეკლესიის მსახურება, პირადი ლოცვები, მოწყალების გაღება, კაცთმოყვარეობით აღსრულებული საქმეები ასეთებს დანაკლისს აუნაზღაურებს ღვთის უსაზღვრო მოწყალების გამო.
წმინდა კირილე იერუსალიმელი ამბობს, რომ წირვის დროს უდიდეს სარგებელს იღებს ყველა, ვისაც ვიხსენებთ, ვისთვისაც ღმერთს ვევედრებით.
ღირსმა დედა ფოტინე ახალმა მცირეაზიელმა, რომელიც მრავალჯერ ყოფილა სულიერად აღტაცებული, ერთხელ იხილა წმინდა იერის მქონე ადამიანი, რომელიც მღვდელს ჰგავდა. მან უთხრა: „შვილო, შენი მოსახსენებელი მღვდელს მიეცი და მათი მოხსენების შრომის საფასურიც გადაუხადე, რადგან დიდ სარგებელს ნახულობენ მიცვალებულთა სულები! ყურადღებით იყავი, არ დაგავიწყდეს მღვდლისთვის სახელების მიცემა!"

4. ყველაზე დიდი მოწყალება, ყველაზე დიდი სიკეთე, რაც ყველაფერზე აღმატებულ შვებას აძლევს იმქვეყნად მყოფ სულს, არის წირვის დროს წმინდა სამსხვერპლოზე შეწირული ღვთაებრივი ტარიგის მსხვერპლი.
ძველ აღთქმაში წერია, რომ ვაცების, ზვარაკების სისხლი და დიაკეულთა ნაცარი ცოდვილებს სჯულის დარღვევის ცოდვისგან განწმენდდა, მით უმეტეს ქრისტეს სისხლი, – ამბობს პავლე მოციქული, – განგვწმენდს ყოველგვარი ცოდვისგან (ებრ. 9, 13).
ამრიგად, სარგებელი უდიდესია, რადგან ღვთის უმანკო კრავი იწირება მსხვერპლად, რათა ადამიანები ცოდვებისგან განწმინდოს და ვნებათა ტყვეობის სხვადასხვაგვარი ბორკილებისგან იხსნას.

5. „ვითარცა-იგი მოსე აღამაღლა გუელი უდაბნოსა, ეგრეთ ჯერ-არს ამაღლებაი ძისა კაცისაი” (იოან. 3, 14). და როგორც ყოველი, გველისგან დაკბენილი, ძელზე ჩამოკიდებული რვალის გველის შეხედვისას იკურნებოდა, ასევე ქრისტიანიც, რომელსაც სწამს ქრისტესი, ისწრაფვის უფლის ცხოველმყოფელი იარებისკენ, იღებს მის ხორცს და სვამს ყოვლადწმიდა სისხლს, ცოდვის – სულიერი გველის – ნაკბენებისგან იკურნება. ამ ყოვლადწმიდა საზრდოს მიღებით მას ეძლევა სიცოცხლე, რომ განახლდეს და ახალ ქმნილებად იქცეს. ეს კი არის ღმერთის ცხოველმყოფელი მცნებების შესაბამისი ახალი სიცოცხლე.
რა სავალდებულოა და უსათუოდ გვმართებს კიდეც იმ ზეციურ ნადიმზე მისვლა, რომელსაც წმინდა ტრაპეზის ეს გასაოცარი საიდუმლო გვთავაზობს.
საიდუმლოს აღსრულებისას ანგელოზები უხილავად იქ იმყოფებიან, მღვდლები კი, რომლებიც ამ საიდუმლოს აღსრულებისას ანგელოზებზე უფრო პატივდებულნი არიან, უდიდესი კრძალვით სწირავენ უბიწო ტარიგს.
ანგელოზები მსახურებენ და მორწმუნენი ქრისტეს სისხლისა და ხორცის მისაღებად მოდიან, „ხორცი ქრისტესი მოვიღოთ და უკვდავებისა წყაროსა გემო ვიხილოთ“, ქრისტეში რომ იცოცხლონ და ცოდვაში არ მოკვდნენ.
ამრიგად, „გამო-ღა-იცადენ კაცმან თავი თვისი და ესრეთ პურისა მისგანი ჭამენ და სასუმელისა მისგანი სუნ" (1 კორ. 11, 28), რადგან უფლის მოციქულის სიტყვების თანახმად, „რომელი არა ღირსად ჭამდეს და სუმიდეს, დასასჯელად თავისა თვისისა ჭამს და სუამს“ (1 კორ. 11, 29), „რამეთუ უკუეთუმცა თავთა თვისთა განვიკითხევდით, არამცა განვიკითხენით. ხოლო გან-თუ-ვიკითხვით, უფლისა მიერ განვისწავლებით" (1 კორ. 11, 31-32).
როცა ვინმეს სურს მეფის წინაშე წარდგეს, რამდენიმე დღით ადრე ემზადება ყოველმხრივ – სიტყვით, ქცევით, თავს იწესრიგებს და ა. შ. რომ მეფის კეთილგანწყობა მოიპოვოს და ასე მიაღწიოს თავისი თხოვნის დაკმაყოფილებას. მიწიერ და ზეციერ მეფეთა შორის შეუდარებელი განსხვავების შესაბამისად, ყოველი ქრისტიანი მოვალეა სათანადოდ მოემზადოს საღვთო ზიარების წინ, რომ წყალობა და შენდობა მიიღოს.
მიწიერ მეფესთან ვინც მიდის, ხშირად მზაკვრობა, მლიქვნელობა, თვალთმაქცობა და სიცრუე სჭირდება სასურველი შედეგის მისაღწევად. ხოლო მორწმუნე ქრისტიანს, როცა ის შინაგანი კაცის მხედველ მეფეთა მეუფეს მიეახლება, სიწმინდე, თავმდაბალი აზრები და ბაჯაღლო ოქროზე ბევრად ძვირფასი სულის სიწრფელე უნდა ამკობდეს.
ჩვენც მოვემზადოთ, განწმენდილი გონებით ვისწრაფოდეთ ვნებიანი გრძნობების მოკვდინებისკენ. წმინდა მოციქულებთან ერთად სიწმინდით მივიდეთ საიდუმლო სერობაზე და ჩვენს ტკბილ იესოს ვეზიაროთ, ჩვენთან რომ დარჩეს უკუნითი უკუნისამდე. ამინ. იყავნ!

6. შიშითა და კრძალვით იდექი ეკლესიაში, რადგან იქ უხილავად ქრისტე იმყოფება წმინდა ანგელოზებთან ერთად. ვინც ყურადღებიანი და ღვთისმოსავია, მადლითა და კურთხევით აღავსებს, უყურადღებოებს კი განსჯის, როგორც უღირსებს.
შეეცადე, რაც შეიძლება ხშირად ეზიარო. ამაში თავისუფლებას გაძლევ, რადგან საღვთო ზიარება ცოდვის წინააღმდეგ მებრძოლისთვის საუკეთესო შეწევნაა.

7. საღვთო საიდუმლოს დიდი სინანულით, შემუსვრილებით და საკუთარი ცოდვის განცდით მიეახლე. დიდია ღვთის მოწყალება, რომ ინება შენში შემოსვლა, არ ეზიზღება შენი ცოდვების სიმრავლე, არამედ თავისი უსაზღვრო სიყვარულისა და ლმობიერების გამო მოდის, რომ განგწმინდოს, შვილობისა და ცათა სასუფევლის თანამკვიდრობის ღირსი გაგხადოს.

8. უღირსად ვემსახურები ჩემს უფალს. ეს მსახურება წმინდა და საშინელია. ყოველდღიურად ვუძღვნი ღმერთს მისთვის სათნო მსხვერპლს – ღვთის ტარიგს, უბიწოს ვუძღვნი უბიწო მამასა და ღმერთს, რომ შეგვიწყალოს ყველაფრისთვის, რის გამოც ვამწუხრებთ მას, ყოვლადსახიერ ღმერთს, რომელმაც ჩვენთვის თავისი ძე შესწირა მსხვერპლად. ოჰ, ღმერთო ჩემო, შენი საყვარელი ძე – ჩვენთვის! განა ვინ ვართ, რომ ღირსნი გაგვხადე, ჩვენთვის უმაღლესი მსხვერპლი შეწირულიყო? „მტერ რაი ვიყვენით, დავეგენით ღმერთსა სიკუდილითა ძისა მისისაითა“ (რომ. 5, 10).
ქრისტეს სიკვდილის მიზეზს ცხადყოფს უძღები შვილის სახე, რომელმაც გაფლანგა მამის ქონება.
პირველქმნილი ადამიანების ცოდვა დღევანდლამდე და ქვეყნის დასასრულამდე არსებული სამწუხარო მოვლენების დასაბამი და ძირია. ერთმა ურჩობამ, როგორც ევას საშოში მოხვედრილმა თესლმა, ხორციელი და სულიერი სიკვდილი შვა და ევასგან წარმოშობილ ადამიანის მოდგმას გადასცა. როგორ წარმოიდგენდა საბრალო ევა, რომ ნაყოფის გასინჯვა ასეთ განადგურებასა და სასჯელს გამოიწვევდა და სიცოცხლისთვის დასაბამის მიმცემ სამებას აიძულებდა ერთი პირი ამქვეყნად გამოეგზავნა; თავისი ქმნილებისგან, ადამიანისგან ყვრიმლისცემა, შეურაცხყოფა, გაშოლტვა, ნერწყვა და ყოველგვარი დამამცირებელი მოპყრობა აეტანა, ბოლოს კი – დაწყევლილივით ჯვარზე მომკვდარიყო: „წყეულნ იყავნ ყოველი, რომელი დამოეკიდოს ძელსა“ (გალ. 3, 13).
ჩვენი იესოს – ჩვენი დაბნელებული სულების ნათლისა და ტკბილი ხსნის – ჯვარზე ვნება და ცხოვრებაშემოსილი აღდგომა ყოველ წირვაზე მეორდება, რითაც ხდება თითოეული ცოდვილი სულის შეწყალება. და თუ ძველ აღთქმაში – მომავალ მოვლენათა აჩრდილში, ვაცებისა და ზვარაკების სისხლი და დიაკეულის ნაცარი განწმენდდა მსხვერპლშეწირვის მონაწილეებს, მით უფრო ღვთის ეკლესიების წმინდა სამსხვერპლოებიდან მიღებული ქრისტეს ყოვლადწმიდა სისხლი განგვწმენდს ყოველგვარი ცოდვისგან და ჩვენს სულებს უტკბესი იესოს ღვთაებრივი სიყვარულით აღანთებს!
სიყვარულს კეთილგონიერება შობს. თუ თითოეულმა ჩვენგანმა არ შეიგრძნო რა მოგვმადლა ღმერთმა და ჩვენ რას წარმოვადგენთ ცოდვების გამო, როცა ღმერთმა ასეთი დიდი წყალობა, უფლისა და საკუთარი თავის შეცნობა, მოგვანიჭა, ჩვენი სულები ღვთის შიშით ვერ განიმსჭვალებიან და ვერ ვიმხიარულებთ მისი სიყვარულის მშვენიერებაში.
ქრისტიანებს უფრო მეტი სიყვარულისა და ღვთისადმი მადლიერების გრძნობის გასაღვივებლად პავლე მოციქული ეუბნებოდა: „რად უკუე ნაყოფი გაქუნდა მაშინ [კერპთაყვანისცემაში], რომლისათვის აწ ეგერა გრცხუენის?... რამეთუ საგზალი ცოდვისაი სიკუდილ არს" (რომ. 6, 21 და 23).
ღმერთს რომ არ მოვეწოდებინეთ შევდგომოდით საკუთარი თავის შეცნობის წმინდა გზას და ჩვენი უწინდელი ცოდვილი ცხოვრება არ გაგვეცნობიერებინა, საღვთო განათლების გარეშე ვერასოდეს დავინახავდით ნათლისა და ჭეშმარიტების გზას.
უფალმა ყველა ჩვენგანს მოუხმო: ზოგს ბავშვობიდან, ზოგს – შუა ხნის ასაკში, სხვებს – სიბერეში. როგორც კრუხი აგროვებს წიწილებს თავისი ფრთების ქვეშ, სახიერმა ჩვენ ყველა შეგვიწყნარა, რომ ღვთიური სასუფევლის თანაზიარნი გავეხადეთ. არც წყლული შეეზიზღა, არც ჭრილობები, არც ჩვენი სულების ნიშან-თვისებების სიმახინჯე, არამედ მამასავით მიგვიღო, დედასავით რძით გამოგვზარდა, უანგარო ექიმივით განგვკურნა, თითოეულ ჩვენგანს ცოდვების დიდი ვალი შეგვინდო და ძეობის, მადლის პირველი სამოსელი შეგვმოსა. ასე რომ, უსაზღვრო სიყვარული და თაყვანისცემა გვმართებს. გულში სიყვარული უნდა სუფევდეს, როგორც ღვთაებრივი ტრფიალების მდინარეების აღმომაცენებელი ცხოველი წყარო. ძველ ისრაელს კი არ უნდა დავემსგავსოთ, რომელიც მხოლოდ ბაგეებით სცემდა თაყვანს, გული კი შორს ჰქონდა უფლისგან, არამედ მოგიზგიზე ცეცხლივით გავხდეთ, რომელიც ამბობს: „მოვედ მამისა მიმართ“.
როგორც მძლეოსანს გამოსცდის სარბენი ბილიკი და ასპარეზი, ასევე გამოიცდება ქრისტიანიც სამოღვაწეო ასპარეზზე – ნამდვილად თუ უყვარს ღმერთი. იესოს მგზნებარე თაყვანისმცემელს სხვადასხვა ცოდვასთან ბრძოლისას მოთმინება, ღვთის მცნებების შესრულებისას კი – სიმამაცე ახასიათებს.
მცნებების დარღვევით, დრტვინვით, ურჩობით და სხვა მრავალგვარი ცოდვით ნუ დავამწუხრებთ მას, ვინც უსაზღვრო სიყვარული და ლმობიერება გვიჩვენა. მოდით, მადლიერი მონებივით ვეცადოთ განვუსვენოთ მის თანაგრძნობით აღსავსე გულს, რომ ნუგეში ვცეთ ისე, როგორც ფსალმუნი ამბობს: „და მონათა თვისთა ზედა ნუგეშინის-ცემულ იქმნეს" (ფსალმ. 134, 14).
რა დიდებულია საღვთო ! როცა ღმერთი

ჩვენი მეოთხე შერკინება მრისხანების სულის წინააღმდეგაა და, ცხადია, გვმართებს, რომ, ღვთის შეწევნით, მისი მომაკვდინებელი შხამიც ჩვენი სულის სიღრმიდან ამოვიკვეთოთ, რადგან მას შემდეგ, რაც ის ჩაიბუდებს ჩვენს გულში და ბნელი მშფოთვარებებით დაგვიბრმავებს გულისთვალებს, უკვე აღარ ძალგვიძს არც შენარჩუნება სასარგებლოთა გამრჩევლობისა, არც მოპოვება სულიერი ცოდნის მწვდომელობისა, არც კეთილი განზრახვის სრულყოფილების პყრობა, არც ნამდვილი ცხოვრების წილმქონეებად ქცევა, არცთუ ის, რომ საღვთო და ჭეშმარიტი სინათლის ჭვრეტის მიმღებად გავიხადოთ ჩვენი გონება, ვინაიდან „შეშფოთდა – ამბობს, – მრისხანებისგან ჩემი თვალი“ (ფს. 6.8). ასევე, ვერც საღვთო სიბრძნის წილმქონეები გავხდებით, თუნდაც რომ ჩვენი აზრებით გამორჩეულ ბრძნად შევირაცხოთ ყველას მიერ, ვინაიდან დაწერილია: „მრისხანება უგუნურთა წიაღში ისადგურებს“ (ეკლ. 7.9); ამასთან, ვერც იმას მოვახერხებთ, რომ მოვიპოვოთ განსჯისეული მაცხოვნებელი ბჭობანი, თუნდაც რომ გონიერნი ვჩანდეთ ადამიანთა წინაშე, რადგან ვერც სამართლიანობის საჭეთა პყრობას შევძლებთ ფხიზელი გულით, რადგან დაწერილია: „მრისხანება გონიერებსაც ღუპავს“ (იგავ. 15.1); ვერც სამართლიანობის საჭეთა პყრობას შევძლებთ ფხიზელი გულით, რადგან დაწერილია: „კაცის მრისხანება ღვთის სიმართლეს არ მოქმედებს“ (იაკ.1.20); ვერც ყველას მიერ ქებულ წესიერებას და მშვენიერებას მოვიხვეჭთ, რადგან დაწერილია: „მრისხანე ადამიანი მშვენიერი არ არის“ (იგავ. 11.25). ამრიგად, ვისაც სურს, რომ სრულქმნილებამდე მივიდეს და სწადია, რომ რჯულიერად მორკინალობდეს სულიერ ასპარეზობას, ყოველგვარი მრისხანებისა და გულისწყრომისაგან უცხო უნდა იყოს და ისმინოს, თუ რას აუწყებს მას „ჭურჭელი რჩეულობისა“: „ყველა სიმწარე, – ამბობს, – მრისხანება, გულისწყრომა, ყვირილი და ავმეტყველება აღმოიფხვრას თქვენგან ყველა ბოროტებითურთ“ (ეფეს. 4.31). როდესაც მოციქლმა თქვა „ყველა“, უკვე აღარ დაგვიტოვა ჩვენ მრისხანების არც ერთი საბაბი – არც თითქოსდა გარდაუვალი ანდა კეთილგონივრული. ამიტომ, ვისაც სურს, რომ ცთომილებაში მყოფი ძმა გამოასწოროს ანდა ეპიტიმია დაადოს მას, უნდა ეცადოს, რომ თავისი თავი აღუშფოთველად შეინარჩუნოს, რათა არ მოხდეს ისე, რომ სხვისი კურნების მოსურნემ თავის თავს მოუზიდოს სნეულება და მასზეც გამართლდეს სახარებისეული გამონათქვამი: „მკურნალო, განიკურნე შენი თავი“ (ლკ. 4.23), და კიდევ: „რად ხედავ ბეწვს, შენი ძმის თვალში რომ არის, დირეს კი, რაც შენს თვალშია, არ შეიგრძნობ?“ (მთ. 7.3), რადგან რა მიზეზითაც არ უნდა იყოს ზეამოდუღებული მრისხანებითი მოძრაობა, აბრმავებს იგი სულის თვალებს და არ ანებებს მას, რომ ხედავდეს სიმართლის მზეს. მართლაც, ისევე როგორც თვალებზე ოქროს ან ტყვიის ფირფიტების დამდებმა თანაბრად შეაფერხა მხედველობითი ძალა და არანაირი განსხვავებულობა სიბრმავეში არ გამოუწვევია ოქროს ფირფიტის ღირსეულობას, ამგვარადვე ნებისმიერი საბაბის მიუხედავად, ვითომცდა გონივრული იქნება ეს საბაბი თუ არაგონივრული, აღეგზნება რა რისხვა, მხედველობითი ძალა ბნელდება. ბუნებითად მხოლოდ მაშინ ვიყენებთ მრისხანებას, როდესაც ვნებადი და გემოთმოყვარეობითი გულისზრახვების მიმართ ავამოქმედებთ მას. ამგვარად გვასწავლის ჩვენ წინასწარმეტყველი, როდესაც ამბობს: „მრისხანებდეთ და ნუ სცოდავთ“ (ფს. 4.5). ეს ნიშნავს, რომ მრისხანება უნდა მიმართოთ საკუთარ ვნებათა და უკეთურ გულისზრახვათა წინააღმდეგ და არ უნდა შესცოდოთ იმის აღსრულებით, რასაც ისინი ჩაგვაგონებენ; ამ აზრს აშკარად ცხადყოფს მომდევნო სიტყვები: „ რასაც ამბობთ თქვენს გულებში, თქვენს საწოლებზე განიცადეთ“ (ფს. 4.5) (აქ „განიცადეთ“ სინანულისკენ მიმართულ დამწუხრებულობას ნიშნავს). როდესაც თქვენს გულს უკეთური გულისზრახვები მოადგებიან, უკუაგდებთ რა მათ (მათდამი მრისხანების გზით), უკუგდების შემდეგ, როდესაც სულისმიერი სიწყნარის თითქოსდა საწოლზე აღმოჩნდებით, მაშინ გქონდეთ განცდა სინანულისა. ფსალმუნის ზემორე სიტყვებს ეთანხმება ნეტარი პავლეც, რომელიც იმოწმებს მათ (ეფეს. 4.26) და შემდეგ ურთავს: „მზე ნუ ჩავა თქვენს მრისხანებაზე (ნუ გასტანს თქვენი მრისხანება იმდენ ხანს, რომ მზის ჩასვლისა და თქვენი დაწოლის დროსაც კვლავ ამ ვნებაში იყოთ), ნურც მისცემთ ადგილს ეშმაკს“ (ეფეს. 4.26), ესე იგი ნუ აიძულებთო სიმართლის მზეს, რომ უკეთურ გულისზრახვებთან თქვენი შეკავშირებულობის გამო გაგირისხდეთ და ჩავიდეს თქვენი გულებისთვის, რათა არ მოხდეს ისე, რომ მისი განშორებისას, ადგილი ჰპოვოს თქვენში ეშმაკმა. ამ „მზის“ შესახებ თვით ღმერთი ამბობს წინასწარმეტყველის მიერ: „ჩემი სახელის მოშიშთათვის ამოვა სიმართლის მზე და კურნება მის ფრთებში იქნება“ (მალაქ. 4.2). თუ სიტყვა–სიტყვით გავიგებთ პავლე მოციქულის სიტყვებს, არც მზის ჩასვლამდე არის ნებადართული ჩვენთვის მრისხანების შენარჩუნება. რაღა ვთქვათ ამ მხრივ? ისინი, რომლებიც ვნებადი განწყობით, ველურობითა და სიცოფით არა მხოლოდ მზის ჩასვლამდე ინარჩუნებენ მრისხანებას, არამედ მრავალი დღის მანძილზეც კი ახანგრძლივებენ მას, მაშინაც კი, როდესაც ურთიერთს დაუდუმდებიან და სიტყვით აღარ გამოხატავენ მრისხანებას, ურთიერთისადმი დუმილში ავმეხსიერების შხამს ზრდიან თავიანთი თავის დასაღუპად, არ უწყიან რა, რომ არა მხოლოდ მოქმედებაში გამოვლენილ მრისხანებას უნდა განეკრძალვოდნენ, არამედ – აზრისმიერსაც, რათა არ მოხდეს ისე, რომ ავმეხსიერების წყვდიადით დაბნელებული მათი გონება განეშოროს ცოდნისა და განსჯის სინათლეს და მოაკლდეს სულიწმინდის შთამკვიდრებულობას, რადგან სწორედ ამიტომ ბრძანებს უფალიც სახარებებში, რომ დავტოვოთ ძღვენი საკურთხეველზე და შევურიგდეთ ჩვენს ძმას (შდრ. მთ. 5.23), შესაბამისად იმისა, რომ შეუძლებელია ეს ძღვენი კეთილშეწყნარებული იყოს, თუ ჩვენში მრისხანება და ავმეხსიერებაა ჩაბუდებული. მოციქულიც, როდესაც გვეუბნება, რომ მოუკლებლად ვლოცულობდეთ (I თეს. 5.17), და ყველა ადგილას აღვაპყრობდეთ წმინდა ხელებს, მრისხანებისა და ეჭვების გარეშე (I ტიმ. 2.8), ამასვე გვასწავლის. მაშ, ორიდან ერთი უნდა გაკეთდეს. კერძოდ, ან არასოდეს ვილოცოთ და ამის გამო სამოციქულო განჩინებისადმი (იგულისხმება მოციქულის სიტყვები: „მოუკლებლად ილოცევდით“) ბრალეულნი ვიყოთ, ანდა თუ აღნიშნული განჩინების დაცვას შევეცდებით, მრისხანებისა და ავმეხსირების გარეშე აღვასრულოთ იგი. ამასთან, რადგან ხშირად უგულისყუროდ ვეკიდებით ჩვენი ძმების წუხილსა და მშფოთვარებას, ვამბობთ რა, რომ ჩვენ არ ვართ მიზეზი მათი წუხილისა, სულთა მკურნალი, რომელსაც სურს, რომ ძირითურთ აღმოფხვრას ჩვენი გულიდან მიზეზობანი სულისა (ე.ი. სხვათა მწუხარების უგულებელყოფისას გამოძებნილი „გამამართლებელი“ მომიზეზებანი), არა მხოლოდ იმას გვიბრძანებს, რომ ძმაზე განაწყენებულებმა (თუკი ასეთი რამ შეგვემთხვევა) დავტოვოთ შესაწირავი და შევურიგდეთ მას, არამედ იმასაც, რომ თუკი სწორედ იგი იქნება ჩვენზე განაწყენებული (გინდ სამართლიანად, გინდ უსამართლოდ), პატიების თხოვნით ვუმკურნალოთ მას და შემდეგღა აღვასრულოთ ძღვენის შეწირვა (შდრ. მთ. 5. 23–24); თუმცა რად ვყოვნდებით ესოდენ ხანგრძლივად სახარებისეულ უწყებებზე, მაშინ როცა შესაძლებელია, რომ იგივე ვისწავლოთ თვით ძველი რჯულისგანაც, რომელიც ჩანს რა, ასევე, სიმკაცრის მიმართ ლმობიერების მქონედ (სიმკაცრის შერბილების მომხრედ), ამბობს: „ნუ გძაგს შენი ძმა შენს გულში“ (ლევიტ. 19.17), და კიდევ: „ავმეხსიერთა გზები სიკვდილისკენაა“ (იგავ. 12.28). ამჯერადაც არა მხოლოდ საქმისმიერს კრძალავს იგი, არამედ აზრისმიერსაც სჯის. ამიტომაც მართებთ საღვთო რჯულთა მიმდევრებს, რომ მთელი ძალით შეერკინონ სულიერ მრისხანებას და ჩვენს შიგნით გადანახულ სენს. ამასთან, არ უნდა მოხდეს, რომ ადამიანთა მიმართ მრისხანებით აღძრულნი მეუდაბნოეობასა და განმხოლოებას დაეშურონ (ისე თითქოს იქ უკვე არაფერი იყოს მრისხანებისკენ ჩვენი მიმდრეკი და თითქოსდა ამ განმხოლოებაში ადვილად მიიღწეოდეს სათნოება სულგრძელებისა), რადგან სწორედ ამპარტავნებისგან გამომდინარე და გამომდინარე იქიდან, რომ არ გვსურს, საკუთარი თავი დავიდანაშაულოთ და ჩვენსავე მცონარებას განვუკუთვნოთ მშფოთვარების მიზეზები, ძმათაგან განშორებას ვესწრაფვით. ასე რომ, ვიდრე ჩვენეული სისუსტის მიზეზებს ჯერ კიდევ სხვებს განვუკუთვნებთ, შეუძლებელია, სულგრძელების სრულყოფილებას მივწვდეთ. მაშ, ჩვენი გაუკეთესებისა და სიმშვიდის მწვერვალს არათუ მოყვასის მიერ ჩვენდამი გამოვლენილი სულგრძელების შედეგად ვაღწევთ, არამედ – მოყვასისადმი ჩვენი ძვირუხსენებლობის კვალობაზე, მაგრამ როდესაც სულგრძელების ღვაწლს გარიდებულნი უდაბნოსა და განდეგილობას ვეშურებით, მაშინ იქ თან მიგვაქვს ყველა ჩვენი უკურნებელი ვნებაც, რომლებიც მხოლოდ დაფარულია ჩვენში და არა აღმოფხვრილი. მართლაც, მეუდაბნოეობასა და განშორებულობას არა მხოლოდ ვნებათა შენარჩუნება სჩვევია იმ ადამიანებში, რომლებიც ამ ვნებებისგან არ ყოფილან გათავისუფლებულნი, არამედ მათი დაფარვაც ძალუძს და, შესაბამისად, არც იმის შესაძლებლობას უტოვებს ამგვრთ, შეიგრძნონ, თუ მოცემულ შემთხვევაში რომელი ვნებაა მათი მძლეველი. პირიქით, სათნოების ხიბლსაც შთაუგდებს მათ და იმასაც აჯერებს, თითქოს წარემატებიან ისინი სულგრძელებასა და თავმდაბლობაში; ასე გრძელდება მანამ, სანამ არ შეემთხვევათ მათ რამ განმარისხებელი და გამომცდელი. მაგრამ როდესაც კი შეიქმნება რაღაც წინაპირობა, რაც ერთიანად აღძრავს და გააშიშვლებს მათ, მყისვე ზემოხსენებული გადანახული ვნებები, აქამდე რომ მიფარულად იყვნენ, უაღვირო ცხენების მსგავსად, მეტისმეტი მოსვენებულობისა და უმოძრაობისგან ნასაზრდოებნი, საკუთარი სადგომებიდან გამოსხლტებიან და უმძაფრესად და უველურესად წაითრევენ დაღუპვისაკენ თავიანთ მხედარს, რადგან ბევრად უფრო ველურდებიან ვნებები, როდესაც ისინი უმოქმედოდ არიან და არ განიწვრთნებიან ადამიანთა მიერ (რაც გულისხმობს, რომ ვნებების დაფარულობა, გამოუვლენელობა განაპირობებს უგულისყურობას მათ მიმართ, ანუ ადამიანი აღარ „წვრთნის“, ე.ი. აღარ „ათვინიერებს“, აღარ „თოკავს“ მათ, აღარ მოღვაწეობს მათ დასათრგუნად); ეს ნიშნავს, რომ განდეგილობაში ჩვენგან გამოვლენილი უგულისყურობა გამწვრთნელობითი ღვაწლის მიმართ მოთმინებისა და სულგრძელების იმ აჩრდილსაც გვისპობს, რაც გარეგნულად მაინც ჩანდა, რომ გვქონდა, როდესაც ძმებთან ერთად ვცხოვრობდით, რადგან იმ შხამიანი გველების მსგავსად, რომლებიც უდაბნოში და თავიანთ ბუდეებში არიან ჩაყუჩებულნი, ავლენენ კი თავიანთ სიცოფეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩაეჭიდებიან მათთან მიახლოებულს ვისმე, ამვარადვე ვნებადი ადამიანებიც, რომლებიც არათუ სათნოებითი განწყობის გამო, არამედ უდაბნოსეული იძულებით არიან ჩაყუჩებულნი, მაშინვე გადმოანთხევენ თავიანთ შხამს, როდესაც კი ჩასაჭიდს რასმე და განმარისხებელს ჰპოვებენ. აი, ამიტომ მართებთ სიმშვიდის სრულყოფილების მაძიებელთ მთელი მონდომების გამოჩენა, რომ არ განურისხდებოდნენ ისინი არა მხოლოდ ადამიანებს, არამედ –არც პირუტყვებს, არცთუ უსულო საგნებს, რადგან მახსოვს მე, როდესაც უდაბნოში ვცხოვრობდი, რისხვით აღვივსე საწერი ლერწმის მიმართ, არ მომეწონა რა მისი სისქე თუ სიწვრილე; ისევე როგორც – შეშის მიმართ, რომლის დაპობაც მოვინდომე, მაგრამ ვერ შევძელი ეს სწრაფად; ან კიდევ – კაჟის მიმართ, როდესაც ნაპერწკლის დაყრას ვცდილობდი, მაგრამ მალევე არ დაიყარა ეს ნაპერწკალი. დიახ, იმ ზომამდე იყო ჩემში გამძლავრებული რისხვა, რომ უგრძნობო საგნების მიმართაც ვავლენდი მათ. ამიტომ, თუკი ის გვწადია, რომ მივაღწიოთ უფლისმიერ ნეტარებას, არა მხოლოდ მოქმედებაში გამოვლენილი რისხვის მოთოკვა გვმართებს, როგორც ითქვა, არამედ – აზრისმიერისაც, რადგან არათუ იმდენად პირის ალაგმვა გვარგებს მრისხანების ჟამს და მწარე სიტყვების ართქმა, რამდენადაც ავმეხსირებისგან გულის განწმენდა და საკუთარ გონებაში ძმისკენ უკეთურ გულისზრახვათა არშეტრიალება. მართლაც, სახარებისეული სწავლება სწორედ ცოდვათა ძირების მოკვეთას გვამცნებს, რომ მოკვეთა მოხდეს ნაყოფისაც, რადგან როდესაც მრისხანების ძირი ამოიკვეთება გულიდან, აღარც მძულვარება, არცთუ მოშურნეობა იქცევა საქმედ. დიახ, თავისი ძმის მოძულე „ადამიანისმკვლელად“ ითქვა (I იოან. 3.15), რადგან „კლავს“ მას აზრისმიერად, მძულვარებითი განწყობით, ვის სისხლსაც არათუ ადამიანები ხედავენ, როგორც მახვილისაგან დაღვრილს, არამედ ღმერთი დასცქერის მას, როგორც აზრისმიერად და მძულვარებითი განწყობით მოკლულს, –ღმერთი რომელიც არა მხოლოდ საქმეთა გამო, არამედ გულისზრახვათა და განზრახულებათა კვალობაზეც ყოველ ჩვენთაგანს მოაგებს ან გვირგვინს ანდა სასჯელს, როგორც თავადვე ამბობს წინასწარმეტყველის მიერ: „აჰა, მე მოვდივარ მათი საქმეებისა და ფიქრების შესაკრებად“ (ზირ. სიბრძნ. 35.22). კიდევ, მოცუქული ამბობს: „გულისზრახვები ურთიერთშორის დაადანაშაულებენ ანდა გაამართლებენ მათ იმ დღს, როდესაც ღმერთი განსჯის ადამიანთა დაფარულ საქმეებს (რომ. 2.15). თვით უფალიც, გვასწავლის რა ჩვენ, რომ საჭიროა მთელი მრისხანების უკუგდება, ასე ამბობს სახარებაში: „ვინც გაურისხდება თავის ძმას, სასჯელს დაექვემდებარება“ (მთ. 5.22). დიახ, ზედმიწევნით ასეა ხელნაწერში, რადგან სიტყვა „ფუჭად“ მასში შეტანილია როგორც შენამატი, ცხადია, წერილის წინასწარნაგულისხმევი აზრიდან გამომდინარე, რადგან უფლის განაზრახი და სურვილი სწორედ ისაა, რომ ყველა საშუალებით მოვისპოთ ჩვენგან მრისხანების ძირი და ნაპერწკალი და არ შევინარჩუნოთ ჩვენს თავში ერთი რამ საბაბიც კი გულისწყრომისა, რათა არ მოხდეს ისე, რომ დასაწყისში თითქოსდა კეთილგონივრულად აღძრულებმა მოგვიანებით უგუნური რისხვის სიცოფეში ჩავიგდოთ თავი. ამ სნეულების სრული მკურნალობა ასეთია: უნდა ვიწამოთ, რომ არც მართალთა, არც უსამართლოთა მიმართა არ შეიძლება აღვძრათ ჩვენი მრისხანება, რადგან როდესაც მრისხანების სული დააბნელებს გონებას, მაშინ არც განმრჩეველობითი უნარის სინათლე, არც მართებული განსჯის სიმყარე და არც სამართლიანობის წარმმართველობა აღარ აღმოჩნდება ჩვენში, არცთუ ის იქნება შესაძლებელი, რომ სულიწმინდის ტაძრად იქცეს ჩვენი სული, გაბატონდება რა ჩვენზე გონების დამაბნელებელი სული მრისხანებისა. სულ ბოლოს კი, საჭიროა, რომ ყოველდღიურად თვალწინ გვქონდეს სიკვდილის ჟამის გაურკვევლობა და ამით დავიცვათ ჩვენი თავი მრისხანებისაგან. იმისი ცოდნაც გვმართებს, რომ არც გონებასიმრთელეს, არც ყველა ნივთისგან განდგომას, არცთუ მარხვასა და მღვიძარებას ექნება რაიმე სარგებელი, თუ მრისხანებითა და მძულვარებით შეპყრობილნი სასჯელს დაქვემდებარებული აღმოვჩნდებით. ჩვენი მეოთხე შერკინება მრისხანების სულის

სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

3