საყვარელნო! ვინათგან უკვე დიდ და უძლეველ არს სიყვარული ქრისტესი და არა სიტყვა ცუდი არს, არამედ საქმე მაღალი, ამისთვის ვისწრაფოთ შეყვარებად ქრისტესა ჭეშმარიტებითა. დაღათუ პირველ მტერ ვიყვენით და დამაგნა (შეგვარიგა ჩვენ). აწ ვინათგა...
იხილეთ სრულად
საყვარელნო! ვინათგან უკვე დიდ და უძლეველ არს სიყვარული ქრისტესი და არა სიტყვა ცუდი არს, არამედ საქმე მაღალი, ამისთვის ვისწრაფოთ შეყვარებად ქრისტესა ჭეშმარიტებითა. დაღათუ პირველ მტერ ვიყვენით და დამაგნა (შეგვარიგა ჩვენ). აწ ვინათგან მეგობარ ქმნილ ვართ, დავადგრეთ მეგობრობასა შინა ქრისტესა და სიყვარულსა. ქრისტემან გვიწოდა, ხოლო ჩვენ არა შევუდექით მას. არა თავისად სარგებელად ვუყვართ, რამეთუ არა რა ვისგან ეხმარების, არამედ ჩვენისა ცხოვრებისათვის. ხოლო...
საყვარელნო! ნუმცა ნუმცა უკვე ვიქმთ უღირს საქმეთა ჩვენისა ამის სახელისათა, რომელთა ესე ქრისტესად გვეწოდების, რამეთუ პავლე ესრეთ გვიწოდა, ვითარმედ: "თქვენ ქრისტესნი ხართ". გულის-ხმა-ვჰყოთ, საყვარელნო, სახელისა ამის სიმაღლე, რამეთუ,...
იხილეთ სრულად
საყვარელნო! ნუმცა ნუმცა უკვე ვიქმთ უღირს საქმეთა ჩვენისა ამის სახელისათა, რომელთა ესე ქრისტესად გვეწოდების, რამეთუ პავლე ესრეთ გვიწოდა, ვითარმედ: "თქვენ ქრისტესნი ხართ". გულის-ხმა-ვჰყოთ, საყვარელნო, სახელისა ამის სიმაღლე, რამეთუ, უკეთუ ვისმე მეფისად ანუ ერის თავისად ეწოდებოდეს, დიდად აქვს პატივად, რომელთა ზედა არა მეფისა და მთავრისა მიწისაგანისა სახელი წოდებულ არს, არცა ანგელოსისა, არცა მღავარ-ანგელოსისა ანუ ხერუვიმისა, არამედ თავადისა, ყოველთა ...
საყვარელნო, უფალი იტყვის, ვითარმედ "ვიდრემდის ვარ სოფელსა შინა, ნათელი ვარ სოფლისა", რამეთუ, უკეთუ ესე ნათელი დღისა ესრეთ კეთილ არს, გულის-ხმა-ვჰყოთ, თუ რაბამ იყოს იგი ნათელი ჭეშმარიტი, რამეთუ რაოდენ მცირედისა სანთლისა ნაელსა მზის...
იხილეთ სრულად
საყვარელნო, უფალი იტყვის, ვითარმედ "ვიდრემდის ვარ სოფელსა შინა, ნათელი ვარ სოფლისა", რამეთუ, უკეთუ ესე ნათელი დღისა ესრეთ კეთილ არს, გულის-ხმა-ვჰყოთ, თუ რაბამ იყოს იგი ნათელი ჭეშმარიტი, რამეთუ რაოდენ მცირედისა სანთლისა ნაელსა მზისა ბრწყინვალება უმჯობეს არს; ესოდენ და ფრიად უმეტესცა, იგი ნათელი, მზისა ნათელსა უმჯობეს არს და უდიდებულეს? ამისთვის თქმულ არს, ვითარმედ მზე დაბნელდეს მის ნათლისა დიდებულებისაგან.ხოლო უკეთუ ამას სოფელსა შინა სახლთა ნათელთ...
ვისწაოთ უკვე ძნამო უფლისა მიერ, სახიერება და სიმშვიდე, ვითარცა იტყვის, ვითარმედ: "ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა". ესრეთ ვისწაოთ და აღვირ ვახსნეთ ყოველსავე უკეთურებასა, უკეთუ ვინ ამაღლდეს ჩვენზედა, ხოლო ჩვენ და...
იხილეთ სრულად
ვისწაოთ უკვე ძნამო უფლისა მიერ, სახიერება და სიმშვიდე, ვითარცა იტყვის, ვითარმედ: "ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა". ესრეთ ვისწაოთ და აღვირ ვახსნეთ ყოველსავე უკეთურებასა, უკეთუ ვინ ამაღლდეს ჩვენზედა, ხოლო ჩვენ დავმდაბლდეთ, და ნუ შურის მეძიებელ ვართ, და ნუცა მოვკლავთ სულთა ჩვენთა. რამეთუ მრისხანება მხეცი არს, მხეცი ბოროტი და ფიცხელი. ვეტყოდეთ უკვე თავთა ჩვენთა, ჟამსა მას რისხვისასასიტყვათა მათ წერილისათა, ვითარმედ: "მიწა ხარ და ნ...
ჰოი ძმანო საყვარელნო! დავიმარხნეთ მცნებანი ქრისტესნი, რამეთუ იტყვის: "უკეთუ გიყვარ მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხენით". რაი არს მცნება მისი? ესე იგი არს ჭმევა მშიერთა, სმევა წყურიელთა, შემოსა შიშველთა, შეწყნარება უცხოთა, ხილვა სნეულთ...
იხილეთ სრულად
ჰოი ძმანო საყვარელნო! დავიმარხნეთ მცნებანი ქრისტესნი, რამეთუ იტყვის: "უკეთუ გიყვარ მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხენით". რაი არს მცნება მისი? ესე იგი არს ჭმევა მშიერთა, სმევა წყურიელთა, შემოსა შიშველთა, შეწყნარება უცხოთა, ხილვა სნეულთა, მისვლა საპყრობილესა მყოფთა. უკეთუ კულა იტყვიედ, ვითარმედ საპყრობილესა შინა, არა თუ კაცნი საღმრთონი არიან, არამედ კაცის მკვლელნი და ავაზაკნი და მპარავნი? არამედ ჩვენდა არათუ ბრძანებულ არს, რათა კეთილნი გვეწყალოდენ და ბ...
ქრისტესა მეუფესა ბაძვიდეთ, საყვარელნო, რომელმან არა თუ ოდენ მოითმინა ყვედრებანი ურიათაგან, არამედ ბევრეულნი კეთილნი უყვნა მათ, რომელნი იგი აგინებდეს მას და ეძიებდეს მოკლვად. და რად ვიტყვი თუ კეთილი უყო, რამეთუ სულიცა თვისი დასდვა...
იხილეთ სრულად
ქრისტესა მეუფესა ბაძვიდეთ, საყვარელნო, რომელმან არა თუ ოდენ მოითმინა ყვედრებანი ურიათაგან, არამედ ბევრეულნი კეთილნი უყვნა მათ, რომელნი იგი აგინებდეს მას და ეძიებდეს მოკლვად. და რად ვიტყვი თუ კეთილი უყო, რამეთუ სულიცა თვისი დასდვა მათთვის და ჯვარს აცვეს რა, მათთვის მამასა ევედრებოდა? ჩვენცა უკვე, ძმანო, ვჰბაძვიდეთ მას, რამეთუ ესე არს, ქრისტეს მცნებისა აღსრულება. და მოწაფე ყოფა მისი, რათა კაცი მშვიდ იყოს და მდაბალ. ხოლო სიმშვიდე ვითარ მოვიგოთ, უკე...
საყვარელნო, მე გეტყვი თქვენ ამისთვის დღითი დღედ, რათა შეკრბებოდეთ ეკკლესიასა შინა ლოცვად და სმენად საღმრთოთა სიტყვათა და მე გაუწყებ თქვენ ნებასა ღვთისასა, რომლისა მყოფელნი სცხონდეთ, ხოლო უკეთუ ვინ წიგნსა სამეფოსა ანუ სამთავროსა მო...
იხილეთ სრულად
საყვარელნო, მე გეტყვი თქვენ ამისთვის დღითი დღედ, რათა შეკრბებოდეთ ეკკლესიასა შინა ლოცვად და სმენად საღმრთოთა სიტყვათა და მე გაუწყებ თქვენ ნებასა ღვთისასა, რომლისა მყოფელნი სცხონდეთ, ხოლო უკეთუ ვინ წიგნსა სამეფოსა ანუ სამთავროსა მოიღებდეს ხელ ქვეშეთა მისთა მოქალაქეთა და იგინი არა გამოეძიებენ ცხოვრებასა მომღებელისასა, თუ მდიდარი არს ანუ გლახაკი, მართალი ანუ ცოდვილი, არამედ აღმოიკითხვის რა იგი, ყოველნი ისმენენ კეთილად; უკეთუმცა ვერა ისმინოს რაიმე ვი...
გევედრები, საყვარელნო ძმანო, ვისმინოთ ხმაი მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი, და მას ვმორჩილებდეთ. ხოლო რაი არს ხმა მისი: "ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა; ნეტარ იყვნენ წმინდანი გულითა; ნეტარ იყვნენ მოწყალენი". უკეთუ ამას ვიქმოდეთ, ქ...
იხილეთ სრულად
გევედრები, საყვარელნო ძმანო, ვისმინოთ ხმაი მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი, და მას ვმორჩილებდეთ. ხოლო რაი არს ხმა მისი: "ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა; ნეტარ იყვნენ წმინდანი გულითა; ნეტარ იყვნენ მოწყალენი". უკეთუ ამას ვიქმოდეთ, ქრისტესთანა ვართ და ეშმაკი ვერ შემოგვეხოს და უკეთუ მოგვეახლოს, მეყვსეულად შეიმუსროს, რამეთუ ქრისტე მეუფე არს ჩვენი, რომელსა ესრეთ უყვართ, რომელ სულსა თვისსა დასდებს ჩვენთვის და ძლიერი ყოველთა მეუფე და უფალი. ხოლო ვინათგან...
დაემორჩილენით წინა ეპისკოპოსთა და პატივ-ჰსცემდინ მღვდელნი ეკკლესიისანი, რათა მათ თანა ზიარ იქმნნეთ მადლისა ღვთისა მიერ. რამეთუ სასმენელსა ჩემსა არს, რომლისათვის უღელი მოვიღე და პირისაგან კაცთასა არა მიცნობიეს, არამედ სული მიქადებს...
იხილეთ სრულად
დაემორჩილენით წინა ეპისკოპოსთა და პატივ-ჰსცემდინ მღვდელნი ეკკლესიისანი, რათა მათ თანა ზიარ იქმნნეთ მადლისა ღვთისა მიერ. რამეთუ სასმენელსა ჩემსა არს, რომლისათვის უღელი მოვიღე და პირისაგან კაცთასა არა მიცნობიეს, არამედ სული მიქადებს მე" ესრეთ მეტყველი (ესე ამბობს, რომ), ვითარმედ "თვინიერ ეპისკოპოსისა არა რაისა ყოფად, რამეთუ სადაცა გამოჩნდეს ეპისკოპოსი, მუნ სიმრავლე კეთილთა იყოს, და სადაცა სახელ იდვას ქრისტე, მუნ კრებულნი ეკლესიისანი შევლენ. ვითარცა...
საყვარელნო! ჟამსა განსაცდელისასა ქრისტეს ვნებათა ვიხსენებდეთ და ვხედვიდეთ წინამძღვარსა მას და სრულ-მყოფელსა სარწმუნოებისა ჩვენისასა იესოს, და ვითარმედ სახელისა მისისათვის არს ყოველივე, - და, უკეთუ ამას ვიხსენებდეთ, ყოველივე ადვილ...
იხილეთ სრულად
საყვარელნო! ჟამსა განსაცდელისასა ქრისტეს ვნებათა ვიხსენებდეთ და ვხედვიდეთ წინამძღვარსა მას და სრულ-მყოფელსა სარწმუნოებისა ჩვენისასა იესოს, და ვითარმედ სახელისა მისისათვის არს ყოველივე, - და, უკეთუ ამას ვიხსენებდეთ, ყოველივე ადვილად აღგვიხნდეს და სიხარულით მოვითმინოთ, რამეთუ, უკეთუ მეგობრისათვის იჭირვინ კაცი და უხარინ, ხოლო რომელსა ღმრთისათვის ევნებოდეს, ვითარ არა უხაროდეს? რამეთუ უკეთუ ქრისტეს ჟვარცმასა ჩვენთვის დიდებად თვისსა უწესს, არა უფროსად...