დიდი საშინელი ცოდვა არის, ძმაო ჩემო, ზარმაცობა ანუ ცუდად დროების დაკარგვა. ღმერთმან შექმნა კაცი შრომისა და მუშაკობისათვის. საღმრთო წერილში თქმულ არს: ვინც არ მუშაკობს, იმან პური არ უნდა სჭამოსო. მართლა, ვინც არ მუშაკობს, იგი არ არ...
იხილეთ სრულად
დიდი საშინელი ცოდვა არის, ძმაო ჩემო, ზარმაცობა ანუ ცუდად დროების დაკარგვა. ღმერთმან შექმნა კაცი შრომისა და მუშაკობისათვის. საღმრთო წერილში თქმულ არს: ვინც არ მუშაკობს, იმან პური არ უნდა სჭამოსო. მართლა, ვინც არ მუშაკობს, იგი არ არის ღირსი, რომ სჭამოს პური, მისთვის რომელ ყოველმან კაცმან თავის ხელით უნდა შეიძინოს თავისი საზრდო. მაშასადამე, ვინც არ მუშაკობს, იგი სჭამს სხვის ნამუშაკევს და მით დაემზგავსება ქურდსა.
რით შეგიძლიან დაამტკიცო, რომ შენ ხარ ნამდვილი ქრისტიანე? მით, როდესაც ქრისტეს გულისთვის მოითმენ ჭირსა და განსაცდელსა ქვეყანასა ზედა. ჭეშმარიტი ქრისტიანე მხოლოდ ის არის, რომელიც თავის თავს არ დაზოგავს ქრისტეს სჯულის შენახვისათვის.
სიმართლისათვის კაცმან ყოველი დევნა უნდა მოითმინოს. თუ სიმართლეს დამალავ, ღმერთს განარისხებ; თუ სიმართლეს იტყვი და ვინმემ ამისთვის მოგიძულა და ცუდი რაიმე გიყო, ნუ გეშინიან, ღმერთი სასუფეველს მოგცემს.
ჩვენს სულიერ მტერს ეშმაკს, უხარიან ოდესცა ხედავს ჩვენ შორის ჩხუბსა, შფოთსა, შურსა. მისთვის რომელ, ოდესცა ჩვენ შორის არის ჩხუბი და განხეთქილება, მაშინ ადვილად გვაცდენს იგი და ადვილად შთაგვაგდებს იგი ყოველსა ცოდვასა შინა; გარნა როდე...
იხილეთ სრულად
ჩვენს სულიერ მტერს ეშმაკს, უხარიან ოდესცა ხედავს ჩვენ შორის ჩხუბსა, შფოთსა, შურსა. მისთვის რომელ, ოდესცა ჩვენ შორის არის ჩხუბი და განხეთქილება, მაშინ ადვილად გვაცდენს იგი და ადვილად შთაგვაგდებს იგი ყოველსა ცოდვასა შინა; გარნა როდესაც ხედავს ჩვენ შორის ერთობასა და სიყვარულსა, მაშინ ვერაფერს დაგვაკლებს.
უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ძე ღვთისა, მისთვის მოვიდა ქვეყანასა ზედა, მისთვის მიიღო ბუნება კაცისა, მისთვის ივნო, ჯვარს ეცვა და აღსდგა, რათა შეაერთოს და შეარიგოს კაცი ღმერთთან. ცოდვამან და ურჩებამან კაცი განაშორა ღმერთისაგან; ღმერთი გ...
იხილეთ სრულად
უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ძე ღვთისა, მისთვის მოვიდა ქვეყანასა ზედა, მისთვის მიიღო ბუნება კაცისა, მისთვის ივნო, ჯვარს ეცვა და აღსდგა, რათა შეაერთოს და შეარიგოს კაცი ღმერთთან. ცოდვამან და ურჩებამან კაცი განაშორა ღმერთისაგან; ღმერთი განრისხებული იყო კაცზედ, გარნა უფალმან იესო ქრისტემან მოახდინა მშვიდობა ღვთისა და კაცთა შორის.
ღმერთს უყვარს მშვიდობა და მყუდროება. საღმრთო წერილში ღმერთი თავის თავს უწოდებს ღმერთად მშვიდობისა და მამად მოწყალებისა. თვინც კაცს კაცთან შეარიგებს, მშვიდობას და შერიგებას მოახდენს მოყვასთა თვისთა შორის, ამით იგი დაემსგავსება თვით...
იხილეთ სრულად
ღმერთს უყვარს მშვიდობა და მყუდროება. საღმრთო წერილში ღმერთი თავის თავს უწოდებს ღმერთად მშვიდობისა და მამად მოწყალებისა. თვინც კაცს კაცთან შეარიგებს, მშვიდობას და შერიგებას მოახდენს მოყვასთა თვისთა შორის, ამით იგი დაემსგავსება თვით უფალსა იესო ქრისტესა, ანუ შეეწევა მას. აჰა რა დიდი და პატიოსანი საქმე არის მშვიდობის მოხდენა ქვეყანასა ზედა. ყოველი ქრისტიანე უნდა ცდილობდეს, რომ შეიძინოს ეს სათნოება.
ვისაც წმიდა გული აქვს, იმას მაცხოვარი აღუთქვამს ღვთის ხილვას: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“. ვინაითგან ღმერთი არის უწმიდესი არსება, მას იხილავს მხოლოდ კაცი წრფელი გულითა. ღმერთი არის ნათელი ბრწყინვალე, ამ...
იხილეთ სრულად
ვისაც წმიდა გული აქვს, იმას მაცხოვარი აღუთქვამს ღვთის ხილვას: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“. ვინაითგან ღმერთი არის უწმიდესი არსება, მას იხილავს მხოლოდ კაცი წრფელი გულითა. ღმერთი არის ნათელი ბრწყინვალე, ამისთვის ღმერთს ვერ მიეახლება კაცი იგი, რომელსა აქვს გული დაბნელებული უწმინდურითა აზრითა.
რაც გაქვს გულში ანუ ცუდი სურვილი, ანუ განზრახვა ბოროტი, განაგდე გულისაგან. თუ გაგიჩნდა გულში მსწრაფლ ცუდი რაიმე განზრახვა, ანუ სხვამ ვინმე შეგაგონა რაიმე ცუდი, ეცადე და მაშინვე მოინანიე და დაივიწყე. თუ დიდხანს დაუტევე გულში ბოროტი...
იხილეთ სრულად
რაც გაქვს გულში ანუ ცუდი სურვილი, ანუ განზრახვა ბოროტი, განაგდე გულისაგან. თუ გაგიჩნდა გულში მსწრაფლ ცუდი რაიმე განზრახვა, ანუ სხვამ ვინმე შეგაგონა რაიმე ცუდი, ეცადე და მაშინვე მოინანიე და დაივიწყე. თუ დიდხანს დაუტევე გულში ბოროტი აზრი, ანუ სურვილი, როგორც რომ თესლი მიწაში, ისრე გაიბამს ფესვსა შენს გულში ის აზრი და ცოდვაში შთაგაგდებს.
უფალი იესო ქრისტე მისთვის მოითხოვს ჩვენგან, ძმანო, წმიდა გულს, რომელ ჩვენი ყოფა–ქცევა პირველად გულში მოიფიქრებს ანუ განიზრახავს კეთილსა, გინდა ბოროტსა საქმესა, და მერმე აღასრულებს. როგორიც გული აქვს კაცსა, ისრეთი საქმეც ექმნება. ა...
იხილეთ სრულად
უფალი იესო ქრისტე მისთვის მოითხოვს ჩვენგან, ძმანო, წმიდა გულს, რომელ ჩვენი ყოფა–ქცევა პირველად გულში მოიფიქრებს ანუ განიზრახავს კეთილსა, გინდა ბოროტსა საქმესა, და მერმე აღასრულებს. როგორიც გული აქვს კაცსა, ისრეთი საქმეც ექმნება. ამისთვის ძმაო ჩემო, ეცადე, რომ წინაპირველად განიწმიდო გული შენი.
რაც გინდა ღარიბი იყოს კაცი და საწყალი, მაინც შეუძლიან აღასრულოს მოწაყლება. ვსთქვათ, რომ შენ ღარიბი და საწყალი კაცი ხარ; გარნა ზოგიერთნი შენზედ უღარიბესნი და გაჭირვებულნი არიან. თუ ბევრის მიცემა არ შეგიძლიან, ცოტაოდენი მოწყალება მა...
იხილეთ სრულად
რაც გინდა ღარიბი იყოს კაცი და საწყალი, მაინც შეუძლიან აღასრულოს მოწაყლება. ვსთქვათ, რომ შენ ღარიბი და საწყალი კაცი ხარ; გარნა ზოგიერთნი შენზედ უღარიბესნი და გაჭირვებულნი არიან. თუ ბევრის მიცემა არ შეგიძლიან, ცოტაოდენი მოწყალება მაინც უყავ. თუ ფულით, ანუ ნივთით არ შეგიძლიან მოწყალება, სიტყვით მაინც უყავ მოწყალება, ესე იგი შეწუხებულს კაცს ნუგეში ეც, უგუნური და უჭკუო კაცი დაარიგე და მოაქციე. იქნება შენ მართლა საწყალი და ღარიბი კაცი ხარ, მაგრამ იქმნე...