მამობრივი დარიგებანი - ციტატები, ამონარიდები
როცა ადამიანი სჯულიერად იღვწის, ორ მადლს მოიპოვებს: ერთი სულიწმიდის მადლია, რომელიც სულს სიხარულით, მშვიდობით, მხიარულებით აღავსებს, მეორეს კი განსაცდელების გამოცდილებას უწოდებენ. გამოცდილების მადლი ადამიანის სულში წარუშლელად რ... იხილეთ სრულად
გამოცდილების მადლი ადამიანის სულში წარუშლელად რჩება და აღარ შორდება მას, რადგან შერწყმულია გულთან, ხოლო პირველი – სულიწმიდის მადლი – ხან მოდის, ხან კი გვტოვებს.
განსაცდელის დროს მეორე მადლი, გამოცდილება, უფრო სასარგებლოა, რადგან სულს ცოდნით განანათლებს და აჩვენებს, თუ როგორ განვლოს ის. გამოცდილება განსაცდელებმა წარმოქმნა და, შესაბამისად, მან იცის, რა გზით ააშოროს სულს საფრთხე.
როცა განსაცდელს ვითმენთ, ის გამოცდილების სიბრძნეს მოგვმადლებს და ამგვარად ვხდებით ფილოსოფოსები. თუ არ დავმდაბლდით, განსაცდელებით ჩვენი სწავლება არ შეწყდება. ეგოიზმი განსაცდელს წარმოშობს, ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, თრგუნავს და... იხილეთ სრულად
თუ არ დავმდაბლდით, განსაცდელებით ჩვენი სწავლება არ შეწყდება. ეგოიზმი განსაცდელს წარმოშობს, ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, თრგუნავს და ასუსტებს მას.
მოითმინეთ, შვილებო, ყველა განსაცდელი გაივლის. იფიქრეთ, უკვე რამდენი გადავლახეთ. ყველამ ჩაიარა და დიდი სარგებელი დაგვიტოვა. ასევე ჩაივლის მომავალი განსაცდელიც და, შესაბამისად, სარგებელსაც ვნახავთ.
ნუ გეშინიათ, რადგან ჯერ კიდევ მრავალი აღმართი გვაქვს ასავლელი, ამიტომ ძალიან გვჭირდება მოთმინება და სიმამაცე.