მამობრივი დარიგებანი - ციტატები, ამონარიდები
პავლე მოციქული იყო რჩეული ჭურჭელი, პირი ქრისტესი, ამ სოფლისთვის მკვდარი და მასში წმინდა სამება მკვიდრობდა. მიუხედავად იმისა, რომ განსაცდელი ხელს უშლიდა მოციქულებრივ ქადაგებაში და სამჯერ შეევედრა კიდეც უფალს გაეთავისუფლებინა მისგან... იხილეთ სრულად
შვილებო, სიხარულით დაითმინეთ ღვთისგან მოვლენილი ნებისმიერი განსაცდელი – მწუხარება იქნება ეს თუ ვნებების სიშმაგე. ღმერთი მათ გვიგზავნის, რომ სარგებელი მივიღოთ და ყოველივე ამის დათმენა იმ ღვაწლად ჩაგვეთვალოს, რომლის აღსრულებაც არ შე... იხილეთ სრულად
მადლობა შესწირეთ ღმერთს. პირითა და გულით ადიდეთ ის, რადგან თუ განსაცდელს მოთმინებითა და მადლიერებით მივიღებთ, მადლი გვანუგეშებს.
განსაცდელის გარეშე ვინ შესულა სამოთხეში, ჩვენ რომ შევიდეთ? არავინ. ყველა წმინდანმა ცეცხლი და წყალი, მრავალნაირი განსაცდელი და მწუხარება გაიარა, მოთმინებით ადიდა ღმერთი და საუკუნო დიდების გვირგვინი მიიღო!
ბრძოლაში სიმხნევეს ნუ დაკარგავთ. ქრისტე უხილავად აქ იმყოფება და თითოეულის ბრძოლას აკვირდება. ასე რომ, მოთმინებით იბრძოლეთ, მოუხმეთ იესოს სახელს, რომ ის თქვენს გულებში დაინერგოს და ღვთის მადლით გამდიდრდეთ. იღვაწეთ და განიწმინდეთ გო... იხილეთ სრულად
გამოცდილების მადლი ადამიანის სულში წარუშლელად რჩება და აღარ შორდება მას, რადგან შერწყმულია გულთან, ხოლო პირველი – სულიწმიდის მადლი – ხან მოდის, ხან კი გვტოვებს.
თუ არ დავმდაბლდით, განსაცდელებით ჩვენი სწავლება არ შეწყდება. ეგოიზმი განსაცდელს წარმოშობს, ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, თრგუნავს და ასუსტებს მას.
როცა განსაცდელს ვითმენთ, ის გამოცდილების სიბრძნეს მოგვმადლებს და ამგვარად ვხდებით ფილოსოფოსები. თუ არ დავმდაბლდით, განსაცდელებით ჩვენი სწავლება არ შეწყდება. ეგოიზმი განსაცდელს წარმოშობს, ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, თრგუნავს და... იხილეთ სრულად
განსაცდელის დროს მეორე მადლი, გამოცდილება, უფრო სასარგებლოა, რადგან სულს ცოდნით განანათლებს და აჩვენებს, თუ როგორ განვლოს ის. გამოცდილება განსაცდელებმა წარმოქმნა და, შესაბამისად, მან იცის, რა გზით ააშოროს სულს საფრთხე.
სანამ ახალგაზრდები ვართ, განსაცდელები უნდა გავიაროთ, რადგან ახალგაზრდობა ადვილად მარცხდება; დროთა განმავლობაში ბრძოლა დაცხრება და სანუკვარი მშვიდობა მოვა. სიმხნევე და მოთმინება იქონიე. იმედს ნუ დაკარგავ, როგორც არ უნდა გებრძოდეს ვ... იხილეთ სრულად