მამობრივი დარიგებანი - ციტატები, ამონარიდები
შვილო, ღვთაებრივ ციხე-სიმაგრეთა დასაცავად იესოს ლოცვით შეიარაღებულმა იბრძოლე, რადგან მებრძოლს ზეციურ იერუსალიმში ზეთისხილის რტოსგან დაწნული გვირგვინით კი არ შეამკობენ, არამედ საუკუნო დიდების უჭკნობი გვირგვინით! ღირს ამისთვის ბრ... იხილეთ სრულად
თუ განსაცდელის დროს ვეცდებით ლოცვა მტკიცედ შევინარჩუნოთ, აუცილებლად გავიმარჯვებთ ეშმაკზე და ძლევას ქრისტეს ყოვლადწმიდა სახელს მივაკუთვნებთ.
განმტკიცდით გულისსიტყვით, რომ ლოცვა ყველაფერია. ულოცველობა სრულიად დაგვაუძლურებს, დაცემას დაცემა მოჰყვება.
ღვთის სიახლოვეს მყოფი ზნეობრივ გზას არ გადაუხვევს, რადგან ყურადღებით დგამს ყოველ ნაბიჯს; თუმცა, ყურადღების მიუხედავად, ეშმაკი მუდმივად ჩასაფრებულია, რომ სისუსტის მომენტში დაგვიჭიროს და მოტყუებით გადაგვიყვანოს თავის გზაზე, რომელიც ... იხილეთ სრულად
წმინდა მღვიძარე მამები ამბობენ, რომ გონება, რომელიც განშორებულია ღვთის ჭვრეტას, პირუტყვს ან მხეცს ემსგავსება.
ჩემო საყვარელო შვილებო, ჩვენი მოვალეობა და აუცილებელი მოთხოვნაა, მუდამ ჩვენი ტკბილი იესოს უწყვეტი ლოცვით ვიყოთ აღჭურვილნი.
გევედრებით, ილოცეთ პავლე მოციქულის მოწოდების თანახმად: „მოუკლებელად ილოცევდით" (1 თეს. 5, 17). იხილეთ სრულად