მამობრივი დარიგებანი - ციტატები, ამონარიდები
თუკი პავლე მოციქულისთვის იყო სარგებლის მომტანი განსაცდელი: „მომეცა მე საწერტელი ხორცთაი, ანგელოზ სატან, რაითა დამქენჯნიდეს მე, რაითა არა აღვიმაღლო“ (2 კორ. 12, 7), რამდენად უფრო დიდ სარგებელს მოგვიტანს განსაცდელის დათმენა ჩვენ?
საკუთარი თავი ყველა ძმაზე დაბლა დააყენე, დამდაბლდი და ნახავ, დიდების უფალი რა მადლს მოგანიჭებს.
სიყვარულის შესაძენად მუდმივად უნდა მოვუხმოთ სიყვარულის ღმერთს, რომ მოგვმადლოს იგი.
შვილებო, თავი აიძულეთ ამ სიყვარულის მოსაპოვებლად. ეს ბრწყინვალე და ზეციური ქების ღირსი სიყვარული ღვთის შვილებად გაქცევთ, რადგან „ღმერთი სიყუარული არს და რომელი ეგოს სიყუარულსა ზედა, ღმერთი მის თანა ჰგიეს და იგი ღმრთისა თანა“ (1 იო... იხილეთ სრულად
ძმისადმი ნამდვილი სიყვარული იმით გამოირჩევა, რომ არ განვიკითხავთ მათ, არ ვადანაშაულებთ, მათ უმნიშვნელო შეცდომებს საკუთარივით უგულებელვყოფთ, ყოველთვის ვამართლებთ და გამუდმებით განვიკითხავთ თავს, არ გვშურს, არ გვახარებს მათი შეცდომე... იხილეთ სრულად
მოთმინებითა და მადლიერებით შეასრულე შენი მორჩილების საქმე, იფიქრე, რომ ანგელოზებს ემსახურები და არა ადამიანებს.
უფლისმიერო ძმაო..., შენს შეკითხვაზე – უნდა გამოვასწოროთ უმადური, უსამართლო მოყვასი, თუ სასყიდლის გამო მოვითმინოთ, გპასუხობ: თუ თვლი, რომ შენი დარიგება და მითითება ძმისთვის სასარგებლოა, ამის გაკეთება გვმართებს. უდიდესი სათნოების – ... იხილეთ სრულად
ლოცვაში წარმოთქმული ღვთის სახელი, „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“, საუკუნო ცხოვრებას მოიცავს, საუკუნო ცხოვრება კი სიყვარულის ღმერთია! მაშასადამე, ამ ლოცვით მლოცველი ნამდვილ და ღვთისმიერ სიყვარულს მოიპოვებს.