მამობრივი დარიგებანი - ციტატები, ამონარიდები
შვილო, ყოველთვის გაამართლე შენი ძმა, თავი კი განიკითხე და საკუთარი საქციელი არასოდეს გაამართლო. ისწავლე „შემინდე“ და ამით სიმდაბლე დაისადგურებს შენში.
ძმის შეცდომების დათმენა და უგულებელყოფა რომ შეძლო, გაიხსენე უფლის სულგრძელობა შენი შეცდომების მიმართ.
შეიყვარე ძმა ისე, როგორც იესოს უყვარხარ და როგორც გსურს, რომ სხვებს უყვარდე.
დაიცავი მდუმარება, მუდმივად ილოცე, თავი დაიდანაშაულე და ნახავ, როგორ გლოვას, ცრემლსა და სიხარულს იგრძნობ. მაგრამ თუ იზარმაცებ, მაშინ სიცივე და გულგრილობა შეცვლის ამ მადლს.
შეიყვარე ძმები. შენი სიყვარული მაშინ გამოჩნდება, როცა მათ სისუსტეებს არაფრად ჩათვლი და მაინც გეყვარება ისინი. სიყვარული ყველა ცოდვისგან დაგიფარავს.
მოუთმინე იმ პიროვნებას, რომლისგანაც წყენა და შფოთი მოდის, სიხარულით მოუთმინე. ყოველდღე ილოცე მისთვის. ყოველთვის ეცადე სიკეთე გაუკეთო, შეაქო, სიყვარულით ელაპარაკო და ღმერთი სასწაულს მოახდენს – გამოსწორდება. იდიდება ქრისტე და განსქდ... იხილეთ სრულად
შვილო, სიყვარული ყველაფერს სძლევს. ეცადე მიაღწიო სიყვარულს, სიმდაბლეს, სიწმინდეს. ერთი სკვნილი ყოველთვის შეასრულე მისთვის და ქრისტე გაანათლებს. ყველა ბოროტებას ეშმაკი აკეთებს და როცა ქრისტე მას განდევნის, მაშინ შენი მაჭირვებელი კრ... იხილეთ სრულად
თუ ის პიროვნება შენ წინააღმდეგ რაიმეს მოიმოქმედებს, ყურადღება არ მიაქციო, მოითმინე. დაე, უსამართლოდ მოგეპყროს, შენ ნუ აწყენინებ; დაე, სილა გაგაწნას, შენ ნუ გაარტყამ; დაე, განგიკითხოს, შენ ნუ განიკითხავ. და როცა ასე მოიქცევი, შენს ... იხილეთ სრულად
პავლე მოციქულის სიტყვების თანახმად, თუკი სიყვარული არ გვაქვს, ჩვენი სხეული ცეცხლს რომ მივცეთ, ქონება მთლიანად დავარიგოთ და ცხოვრება ქრისტესთვის მკაცრ მოღვაწეობაში გავლიოთ, მაინც ვერაფერს მივაღწევთ. მაშასადამე, მთელი მონდომებით უნდ... იხილეთ სრულად