მამობრივი დარიგებანი - ციტატები, ამონარიდები
სიყვარულის შესაძენად მუდმივად უნდა მოვუხმოთ სიყვარულის ღმერთს, რომ მოგვმადლოს იგი.
შვილებო, თავი აიძულეთ ამ სიყვარულის მოსაპოვებლად. ეს ბრწყინვალე და ზეციური ქების ღირსი სიყვარული ღვთის შვილებად გაქცევთ, რადგან „ღმერთი სიყუარული არს და რომელი ეგოს სიყუარულსა ზედა, ღმერთი მის თანა ჰგიეს და იგი ღმრთისა თანა“ (1 იო... იხილეთ სრულად
ძმისადმი ნამდვილი სიყვარული იმით გამოირჩევა, რომ არ განვიკითხავთ მათ, არ ვადანაშაულებთ, მათ უმნიშვნელო შეცდომებს საკუთარივით უგულებელვყოფთ, ყოველთვის ვამართლებთ და გამუდმებით განვიკითხავთ თავს, არ გვშურს, არ გვახარებს მათი შეცდომე... იხილეთ სრულად
საკუთარი თავი ყველა ძმაზე დაბლა დააყენე, დამდაბლდი და ნახავ, დიდების უფალი რა მადლს მოგანიჭებს.
ძმებს სიყვარულით ემსახურე. ეცადე გული არ ატკინო ძმას, რომ შენმა სულმა ღვთის წინაშე კადნიერება არ დაკარგოს. ქრისტეს სიყვარულისთვის მონასავით ემსახურე მას.
მოთმინებითა და მადლიერებით შეასრულე შენი მორჩილების საქმე, იფიქრე, რომ ანგელოზებს ემსახურები და არა ადამიანებს.
უფლისმიერო ძმაო..., შენს შეკითხვაზე – უნდა გამოვასწოროთ უმადური, უსამართლო მოყვასი, თუ სასყიდლის გამო მოვითმინოთ, გპასუხობ: თუ თვლი, რომ შენი დარიგება და მითითება ძმისთვის სასარგებლოა, ამის გაკეთება გვმართებს. უდიდესი სათნოების – ... იხილეთ სრულად
დაიცავი მდუმარება, მუდმივად ილოცე, თავი დაიდანაშაულე და ნახავ, როგორ გლოვას, ცრემლსა და სიხარულს იგრძნობ. მაგრამ თუ იზარმაცებ, მაშინ სიცივე და გულგრილობა შეცვლის ამ მადლს.
შეიყვარე ძმა ისე, როგორც იესოს უყვარხარ და როგორც გსურს, რომ სხვებს უყვარდე.