მამობრივი დარიგებანი - ციტატები, ამონარიდები
შვილო, ყველა უნდა გვიყვარდეს, თუნდაც მათ არ ვუყვარდეთ. ეს მათი საქმეა.
შვილო, მწერ ვიღაცაზე, ვინც გაგამწარა, შენ კი დაწყევლე. არა, შვილო, არავინ დაწყევლო, რა ბოროტებაც არ უნდა გაგიკეთოს. ქრისტე გვეუბნება, გვიყვარდეს ჩვენი მტრები. როგორღა უნდა ვთქვათ ბოროტი სიტყვა? ღვთისგან შენდობა ითხოვე და ამიერიდან... იხილეთ სრულად
შენც ასე მოიქეცი, შვილო, რადგან ამ დროს ეშმაკები ძრწიან, შორს გარბიან და აღარ გეკარებიან. ყველაზე მეტად ის აშინებთ, როცა სიმდაბლეს, მორჩილებას და ყველას მიმართ სიყვარულს ხედავენ.
ღმერთი მადლს იმას აძლევს, ვისაც ღვთის შიში აქვს, ყველას პატარა ბავშვივით ემორჩილება და გამუდმებით ეძიებს ღვთის წმინდა ნებას; არასოდეს ითხოვს თავისი ნების აღსრულებას, არამედ ღვთისა და სხვების ნებას ემორჩილება. ყოველთვის ამბობს: „რო... იხილეთ სრულად
ძველმა ღირსმა მამებმა ხსნის გზა უშრომლად გაიარეს, რადგან ყველაფერს მსხვერპლად სწირავდნენ სიყვარულისთვის. მათი ცხოვრების მიზანი სიყვარული იყო. ჩვენი გზა კი მთლიანად მოფენილია ეკლებით, რომლებიც სიყვარულის ნაკლებობამ აღმოაცენა. ამიტო... იხილეთ სრულად
შვილო, შენი მოვალეობა შეასრულე. თუ არ გემორჩილებიან ძმები, ღმერთს მიანდე ისინი და დამშვიდდი. ეს ეშმაკის შურია, შვილო. სატანა მთებში ხომ არ წავა? იქ მიდის, სადაც გადარჩენისთვის იღვწიან. და რადგან ჩვენც სულის ცხონება გვსურს, ჩვენთვი... იხილეთ სრულად
აიძულე თავი, შვილო. შენი სულისთვის აიძულე თავი, რომ ძმებს სათნოეყო და უფალი განსვენებას მოგცემს, თავის მადლს მოგანიჭებს.