წმ. მაქსიმე აღმსარებელი - ციტატები, გამონათქვამები

წმ. მაქსიმე აღმსარებელი - ციტატები, გამონათქვამები წმ. მაქსიმე აღმსარებელი | გამონათქვამები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

95. "ადგილი მწვანვილი" (ფს. 22,2) არის ქმედითი სათნოება; "წყალი განსასვენებელი" კი არის ქმნილებათა შეცნობა ადგილი მწვანვილი (ფს. 22,2) არის ქმედითი

94. როცა რაიმე იწერება, იწერება ან საკუთარი თავის სამახსოვროდ, ან სხვათა სასარგებლოდ, ან ამ ორივე მიზნისათვის ერთად, ან ვინმეს საზიანოდ, ან საჩვენებლად, ან საჭიროების გამო. როცა რაიმე იწერება, ან საკუთარი თავის

93. თავისთავად სიკვდილი ღვთისაგან განშორებაა; სიკვდილის ნესტარი კი ცოდვაა, რომლის აღსრლებითაც ადამი ერთდროულად განიდევნა ცხოვრების ხიდანაც, სამოთხიდანაც და ღვთისგანაც, რასაც თან გარდუვალი სიკვდილი მოჰყვა. ცხოვრება ხომ სინამდვილეში არის ის, ვინც გვეუბნება: "მე ვარ ცხოვრება" (იოან.14,6). მან მკვდრეთით მყოფმა, კვლავ განაცოცხლა მკვდარი. თავისთავად სიკვდილი ღვთისაგან განშორებაა;

92. ამბობენ, რომ სხეულის მდგომარეობას ცვლის და, აქედან გამომდინარე, გონებაში ვნებებს ან უბიწო აზრებს წარმოშობს შემდეგი ოთხი მოზეზი: ანგელოზები, დემონები, ჰაერი, საკვები. ამბობენ, რომ ანგელოზები, სიტყვით ცვლიან; დემონები - შეხებით; ჰაერი - თავისი ცვალებადობით; საკვები - საჭმლისა და წყლის რაოდენობით, მათი ზედმეტი ან ნაკლები მიღებით. გარდა ამისა, ნათქვამია, რომ ცვლილებები მეხსიერების, სმენისა და მხედველობის მეშვეობით ხდება კიდევ მაშინ, როცა სული წინასწარ სამწუხარო ან სასიხარულო ვითარებათა ზეგავლენის ქვეშ ექცევა და, მათგან დაზარალებული სხეულის მდგომარეობის შეცვლას იწვევს; ხოლო მდგომარეობაშეცვლილი სხეული, ზემოთქმულის თანახმად, გონებას შესაბამის გულისთქმას აწვდის. ამბობენ, რომ სხეულის მდგომარეობას ცვლის და

91. ღვთის განგებით, ვინც ღვთისმოსაობაში იწვრთნება, ამქვეყნად შემდეგი სამი სახის საცდურით გამოიცდება: ან კეთილდღეობათა მინიჭებით, როგორიცაა: ჯანმრთელობა, სილამაზე, მრავალშვილიანობა, სიმდიდრე, დიდება და ამის მსგავსნი; ან განსაცდელის მოვლინებით, როგორიცაა: შვილების, მამულის, დიდების დაკარგვა; ან იმით, რაც სხეულს ტანჯავს, მაგალითად, ავადმყოფობით, წამებით და სხვა. პირველთ უფალი ეუბნება: ვერც ერთი თქვენგანი, "ვინც არ განუდგება ყველაფერს, რაც აბადია, ვერ იქნება ჩემი მოწაფე" (ლუკ.14.33); მეორეთ და მესამეთ კი; "მოთმინებითა თქვენითა მოიპოვეთ სული თქვენი" (ლუკ.21,19). ღვთის განგებით, ვინც ღვთისმოსაობაში

90. დიდ მლოცველებს დემონები ესხმიან თავს, მათ გონებას გრძნობად საგნებზე ფიქრით იპყრობენ და ამით ლოცვას განაშორებენ. შემეცნებაში წამატებულთ კი ხანგრძლივად ამყოფებენ ვნებიან გულისთქმათა გარემოცვაში, ხოლო შრომით ღვაწლში მყოფთ უბიძგებენ, საქმით შესცოდონ. წყეულნი ყველას სხვადასხვა ხერხით ებრძვიან, რათა ადამიანები ღმერთს განაშორონ. დიდ მლოცველებს დემონები ესხმიან თავს, მათ

89. ზოგნი ქონებას ვნების გარეშე მოიპოვებენ და ამიტომ მის დაკარგვასაც არ განიცდიან, ისევე როგორც ოდესღაც ზოგიერთებმა სიხარულით მიიღეს თავიანთი ქონების იავარყოფა (ებრ.10,34). სხვები კი მას ვნებით მოიხვეჭენ, ამიტომ, როცა მათ მონაგების დატოვებას შესთავაზებენ, მწუხარებას ეძლევიან, მსგავსად სახარებისეული მდიდრისა, დამწუხრებული რომ წავიდა(მათ.19.22); და თუ მართლაც დაკარგავენ მას, საშინლად განიცდიან. ამგვარად ამხელს ქონების დაკარგვა მის ვნებით ან ვნების გარეშე მომპოვებელს. ზოგნი ქონებას ვნების გარეშე მოიპოვებენ და

88. უანგაროა ის, ვინც ყოველგვარ პირადულზე უარი თქვა, მას დედამიწაზე, სხეულის გარდა, არაფერი გააჩნია და ისიც ყოველგვარ სიამეს მოარიდა, საკუთარ თავზე ზრუნვა კი მთლიანად ღმერთსა და ღვთისმოსავ ადამიანებს მიანდო. უანგაროა ის, ვინც ყოველგვარ პირადულზე უარი

87. მონაზვნებს სამი უმთავრესი ზნეობრივი მდგომარეობა გააჩნიათ: პირველი, როცა საქმით არასდროს სცოდავენ, მეორე, როცა ცოდვილ გულისთქმებს სულში დაყოვნების საშუალებას არ აძლევენ, მესამე, როცა გონებაში დედაკაცსა და შეურაცხმყოფელთ უბიწოდ წარმოისახავენ. მონაზვნებს სამი უმთავრესი ზნეობრივი

86. მცნებათაგან ზოგი უნდა დავიცვათ როგორც სულიერად, ასევე ხორციელად, ხოლო ზოგი - მხოლოდ სულიერად. მაგალითად: არა იმრუშო, არა კაც-ჰკლა, არა იპარო და სხვა მსგავსნი ხორციელადაც უნდა დავიცვათ და სულიერადაც, სულიერად კი სამმაგად. ამის საპირისპიროდ წინადაცვეთა, შაბათის დაცვა, მსხვერპლის შეწირვა და სხვანი - მხოლოდ სულიერად. მცნებათაგან ზოგი უნდა დავიცვათ როგორც

წმ. მაქსიმე აღმსარებელი | გამონათქვამები

1