კითხვა-პასუხი ფსიქოლოგიურ, სულიერ და საეკლესიო თემებზე

კითხვა-პასუხი ფსიქოლოგიურ, სულიერ და საეკლესიო თემებზე კითხვა-პასუხი ფსიქოლოგიურ, სულიერ და

წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე

622. იგივე ძმამ, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით ოდნავ დაწყნარდა, კვლავ ჰკითხა იმავე დიდ ბერს: ღვთისადმი შენმა სიყვარულმა ასეთი რამ წარმოთქვა, რომ ცოდვილს თავის ცოდვების აღხოცვა სინანულით შეუძლია; კი მაგრამ, როგორ? ნუთუ ის წმინდანთა ლოცვებს არ საჭიროებს და თავის თავად შეძლებს ამას? ხოლო, თუ თვითონ ჭეშმარიტად არ შეინანებს და მარტო წმინდანები ილოცებენ მისთვის, მაშინ მიეტევება თუ არა მას ცოდვები მათი გულისთვის? იხილეთ სრულად

link
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე

621. იგივე ძმამ, რომელიც კიდევ ერთხელ ეურჩა აბბას, დიდ ბერს ჰკითხა: სასარგებლოა თუ არა განრისხებისას ნათქვამი ფიცის აღსრულება, თუ სჯობს შევინანო და ფიცი არ შევასრულო. ბერმა კი შემდეგი უპასუხა: იგივე ძმამ, რომელიც კიდევ ერთხელ ეურჩა აბბას

link
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე

620. ძმამ რაღაც საქმეში შესცოდა და მრავალჯერ მოისმინა აბბასაგან: თქვი მხოლოდ: „შემინდე“, მაგრამ გული გაუსასტიკდა და არ თქვა ეს. აბბამ კი, სამჯერ მოიყარა მუხლი, ლოცვა წარმოთქვა და ძლივს დაარწმუნა, რომ ეთქვა: „შემინდე“. როდესაც ძმა თავის სენაკში მიდიოდა, აბბამ უთხრა: „ძმაო, შენს სენაკში მარტო რომ დარჩები, გამოიკვლიე შენი გული, და მიხვდები, რა მიზეზით დაგემართა ასეთი სისასტიკე“. როდესაც ძმამ ეს შეასრულა, შეიცნო თავის დანაშაული, აბბასათან მივიდა, ფეხებში ჩაუვარდა და სთხოვა, რომ ეს საქმე დიდი ბერისათვის, ბარსანუფისთვის ეცნობებინა და ლოცვა გამოეთხოვა იხილეთ სრულად

link
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე

618. რას ნიშნავს უფალმა სამარიტელ ქალს რომ უთხრა: „ხუთ ქმარ გესხნეს და აწ რომელი გივის, არა არს ქმარი შენი“? (იოანე 4, 18) რას ნიშნავს უფალმა სამარიტელ ქალს რომ უთხრა:

link
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე

617. ვინ ეთანხმება საკუთარ თავში ცოდვას და ბოროტებას თავისი ნებით და ვინ უნებურად? ვინ ეთანხმება საკუთარ თავში ცოდვას და

link
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე

616. რას ნიშნავს: „იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკო, ვითარცა ტრედნი“? (მათე 10, 16) რას ნიშნავს: იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა

link
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: დათმობა

615. რას ნიშნავს „დრკუისა მისგან განეშორო“? (ფს. 17, 26) რას ნიშნავს დრკუისა მისგან განეშორო? (ფს. 17

link
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე

614. სხვა ძმამ იმავე დიდ ბერს ჰკითხა: მითხარი ჩემო მამაო, როდესაც ვინმეს სხვისი საქმიანობის შესახებ ვუყვები, და აღვნიშნავ, რომ მე არ განვიკითხავ მას, არამედ მხოლოდ ვლაპარაკობ, ამ დროს ძვირისხსენება ხომ არაა ჩემს აზრში? სხვა ძმამ იმავე დიდ ბერს ჰკითხა: მითხარი ჩემო

link
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე

611. ჭეშმარიტად, ჩემო მამაო, თქვენ ხართ ბრმების წინამძღოლნი და ბნელში მყოფთათვის ქრისტესმიერი სინათლე, და თქვენი მეშვეობითაა ჩვენთვის ჭეშმარიტება გაცხადებული. მამათა ცხოვრებიდან ვიცით, რომ იყო ერთი ბერი, რომელიც თავისი უბრალოების გამო ამბობდა, პური, რომელსაც ვეზიარებით, არ არის ქრისტეს ჭეშმარიტი ხორცი, არამედ მხოლოდ მისი სახეაო. ამის თაობაზე მას ღვთისადმი რომ არ ელოცა, ჭეშმარიტებას ვერ შეიცნობდა. ასევე სხვა დიდი ბერი ფიქრობდა, მელქისედეკი ქრისტეაო; და როდესაც მან ამის შესახებ ღვთისადმი ილოცა, ღმერთმა ჭეშმარიტება გაუცხადა მას. ღვთის გულისათვის, შემინდე ჩემო მამაო, რამეთუ შეკითხვას ისეთ საკითხზე გიბედავ, რომელიც ჩემს შესაძლებლობებს აღემატება. ვინაიდან ღმერთმა შენი სიწმინდით ჭეშმარიტების უცდომელ გზაზე სვლისათვის დაგვმოძღვრა, ამიტომ გთხოვ სრულიად აგვიხსნა ჩვენ ეს, რომ ჩვენი გონება და უძლური გული ასეთი გამოკვლევებისაგან წმინდა დარჩეს. რატომ დაუშვა ღმერთმა, რომ ასეთ მამებს არასწორი აზრები ჰქონდათ, თუმცა კი მათ არ უთხოვიათ ამის გაცნობიერება; მაგრამ უსასყიდლოდ რატომ არ მიეცათ მათ ის, იმ ზიანის თავიდან ასაცილებლად, რომელსაც შემდგომში წამკითხველები იწვნევდნენ? მიუხედავად ამისა, ისინი არც მართალ რწმენაში და არც სათნოებებში არ შებრკოლებულან, მაგრამ ჩემნაირი სუსტები და ზარმაცები, რომელთაც დაუეჭვებლად სწამთ მათი, ადვილად დაზიანდებიან, რამეთუ არ იციან თქვენი ნათქვამი, რომ წმინდანებიც ვერ წვდებოდნენ ყველა საიდუმლოს და რომ მათ იმ შეხედულებების სამართლიანობაზე რწმუნების მისაღებად, ღვთისადმი არ ულოციათ. თანაუგრძნე ჩემს უძლურებას და ესეც ამიხსენი, ჩემო გულმოწყალეო მამაო! იხილეთ სრულად

link
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე

610. ჩემო მამაო! ისინი, ვინც სულების წინასწარი არსებობის შესახებ ბრძნობენ, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველზე უსირცხვილოდ ამბობენ, რომ ქრისტეშობის და პასექის დღესთან დაკავშირებით, თავის სიტყვაში ისიც იგივეს ამტკიცებს, განმარტავენ რა პირადი შეხედულებით მის ზოგიერთ გამონათქვამს და ყურადღების მიღმა ტოვებენ იმას, რაც იქ ეკლესიის გადმოცემის შესაბამისად ნათლადაა ნათქვამი, პირველი ადამიანის შექმნისა და ასევე მისი სულის და სხეულის შესახებ. რამეთუ, აი, რას ამბობს ის: „ეს რომ ეჩვენებინა, შემოქმედებითმა სიტყვამ ორი ბუნებისაგან, უხილავისა და ხილულისაგან, ერთი ცოცხალი არსება - ადამიანი შექმნა. აიღო სხეული წინასწარ შექმნილი ნივთიერებისაგან და ჩაჰბერა მასში თავის სიცოცხლე, რასაც ჩვენ გონიერ სულს და ღვთის ხატებას ვუწოდებთ“ (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყვ. წ. III, გვ. 242, წ. IV გვ. 157). და სხვა მუხლებშიც ვაწყდებით მრავალ ნათელ და უეჭველ გამონათქვამს ადამიანის შესახებ, რომელიც წინასწარქმნილი მასალის და ღვთისაგან მინიჭებული სულითაა შექმნილი. ის იქვე ყოველმხრივ აქებს ადამიანის ბუნებას და სხეულისა და სულის ხსნას ღვთის ღირსეულ საჩუქარს უწოდებს და საერთოდ არ ამბობს იმას, რასაც ისინი მას მიაწერენ, რომ თითქოს სულმა დასჯის შედეგად შეიმოსა სხეული, რათა თავის ძველი შეცოდებების გამო სასჯელი იწვნიოს. და სხვა განსხვავებულ თხზულებებშიც ცხადდება, რომ მისი მიზანი ასეთი სწავლებისაგან სრულიად წმინდაა. ისინი სიხარულით ლაპარაკობენ წმ. გრიგოლიზე, ბასილი დიდის ძმაზე, რომ თითქოს მასაც იგივე აქვს ნათქვამი და ისიც უშვებს სულთა წინაარსებობას, თავისებურად განმარტავენ რა მის ზოგიერთ სიტყვას. მაგრამ ის თავის თხზულების 30-ე თავში „ადამიანის შექმნის შესახებ“, ძლიერ ეწინააღმდეგება აზრს სულის წინასწარი არსებობის შესახებ და ისევე უარყოფს მას, როგორც ნეტარი დავითი, და წმ. იოანე, და ათანასე, და ყველა სხვა მოძღვარი და მნათობი ეკლესიისა. აღდგენის შესახებ კი იგივე წმ. გრიგოლ ნოსელი ნათლად საუბრობს, ოღონდ ისე კი არა, როგორც ისინი ბრძნობენ, რომ თითქოს, ტანჯვის დასასრულს, ადამიანი თავის პირვანდელ მდგომარეობაში იქნება აღდგენილი, ანუ წმინდა გონება იქნება; არამედ ამბობს, რომ ტანჯვა შემსუბუქდება და დამთავრდება (შენიშვნა: კონსტანტინეპოლელი პატრიარქი გენადი (მე-8 ს) ამტკიცებს, რომ გრიგოლ ნოსელის წმინდა თხზულებებში ცრუ სწავლება ერეტიკოსებმა შეიტანეს). ამრიგად, მითხარი, ჩემო მამაო, რატომ არ ლაპარაკობს ასეთი ადამიანი სამართლიანად, როგორც ეს წმინდა მამას შეეფერება, რომელმაც სულიწმინდის შთაგონებით უნდა ილაპარაკოს. ასევე, ზოგიერთ მამასა და მოძღვარს შორის სამოთხის შესახებაც არაა თანხმიერება, ამბობენ რა, რომ ის არა გრძნობადი, არამედ საცნაურია, და ერთგვარი უთანხმოების პოვნა წერილების სხვა თავებშიც შეიძლება. გთხოვთ, მეუფეო, აგვიხსენი ჩვენ ეს, რომ თქვენგან განათლებულებმა, ღმერთი განვადიდოთ და ეჭვი არ შეგვეპაროს ჩვენს წმინდა მამებში იხილეთ სრულად

link

კითხვა-პასუხი ფსიქოლოგიურ, სულიერ და

2