თუ შენს გულში ადგილი აღარა აქვს შურს, რისხვას, ამპარტავნებას, ვერცხლისმოყვარეობასა და სხვა მანკს სულისას და, როგორც ბრძენმა მსყიდველმა, შეიძინე რწმენა და სიყვარული, სიმშვიდე, მორჩილება, ლოცვა, მარხვა და სხვა სიკეთენი, ჩათვალე შენი...
იხილეთ სრულად
თუ შენს გულში ადგილი აღარა აქვს შურს, რისხვას, ამპარტავნებას, ვერცხლისმოყვარეობასა და სხვა მანკს სულისას და, როგორც ბრძენმა მსყიდველმა, შეიძინე რწმენა და სიყვარული, სიმშვიდე, მორჩილება, ლოცვა, მარხვა და სხვა სიკეთენი, ჩათვალე შენი თავი ბედნიერად, რადგანაც შეგძლებია არა მარტო თავის შეცნობა, არამედ დაძლევაც მისი.
link
საკუთარი გამოცდილებიდან ვიცით, გაზიარებული მწუხარება სუსტდება, ხოლო გაზიარებული სიხარული ძლიერდება.
ნეტარი ავგუსტინე წერს: "შური შვილია ქედმაღლობისა, თუ მოკლავ დედას, მისი ნაშიერიც დაიღუპება".
ძნელია, მაგრამ აუცილებელია გულის განწმენდა. ბევრი ჩვენგანი მტირალთან ტირის, შურის გამო კი არ შესწევს უნარი, გაიხაროს სხვისი სიხარულით. გული ეკუმშება მასზე მდგომარეობით ან თანამდებობით უპირატესი პიროვნების დანახვისას, ტანჯავს თავის...
იხილეთ სრულად
ძნელია, მაგრამ აუცილებელია გულის განწმენდა. ბევრი ჩვენგანი მტირალთან ტირის, შურის გამო კი არ შესწევს უნარი, გაიხაროს სხვისი სიხარულით. გული ეკუმშება მასზე მდგომარეობით ან თანამდებობით უპირატესი პიროვნების დანახვისას, ტანჯავს თავის სწორთან ურთიერთობა, სურვილი კლავს, დაამციროს იგი; აღიზიანებს დაბალი მდგომარეობის ნიჭიერ ადამიანებთან კონტაქტი, ეშინია მას არ გაუტოლდნენ, ან მასზე მეტად არ დაწინაურდნენ.
link
აღმოსავლეთში, სადაც ადამიანის სულიერ აღზრდას ოდითგანვე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ, არსებობს ასეთი ცნება: "გულის კულტურა". იგი წარმოადგენს მთელი სულიერი ეთიკის საფუძველს. ჩვენი მიზანი - სულიერად და ფიზიკურად ჰარმონიულა...
იხილეთ სრულად
აღმოსავლეთში, სადაც ადამიანის სულიერ აღზრდას ოდითგანვე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ, არსებობს ასეთი ცნება: "გულის კულტურა". იგი წარმოადგენს მთელი სულიერი ეთიკის საფუძველს.ჩვენი მიზანი - სულიერად და ფიზიკურად ჰარმონიულად განვითარებული პიროვნების ჩამოყალიბება - მხოლოდ გონების კულტურითა და ცოდნით ვერ მიიღწევა. უნდა შევიგნოთ, რომ არ შეიძლება მარტო გონებაზე დაყრდნობა, რომ ნამდვილი შემოქმედება გულისა და აზრთა ჰარმონიაა.
link
ადამიანის სული ამოუწურავი სათავეა ენერგიისა, უხვი და მდიდარი წყაროა მამოძრავებელი ძალისა, ოღონდ ეს ძალა აუცილებლად უნდა გამოვლინდეს და წარიმართოს სწორი გზით. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ პიროვნებები ერთმანეთისაგან სულიერად გა...
იხილეთ სრულად
ადამიანის სული ამოუწურავი სათავეა ენერგიისა, უხვი და მდიდარი წყაროა მამოძრავებელი ძალისა, ოღონდ ეს ძალა აუცილებლად უნდა გამოვლინდეს და წარიმართოს სწორი გზით. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ პიროვნებები ერთმანეთისაგან სულიერად განსხვავდებიან. ზოგი მეამბოხე, მშფოთვარე ხასიათისაა, ზოგი - გულფიცხი და ავადმყოფურად მგრძნობიარე, ერთი სიტყვაც კი წონასწორობიდან რომ გამოიყვანს... მაგრამ არიან სათნო, წყნარი ადამიანები, შინაგანი სიმშვიდით სავსენი, რომელნიც...
link
წმ. იოანე ოქროპირი წერს: "როს კეთილდღეობასა მიემთხვიო, შესწირე მადლი უფალსა და იქნება მტკიცე დღეკეთილობა შენი; ოდეს გესტუმროს უბედურება ჰმადლობდე უფალსა და სიმწარე შენი მსწრაფლ განქარდება".
ჯვრის სკოლა შესანიშნავი სკოლაა, სადაც ვიწვრთნებით ჩვენი შემოქმედის ლოცვა-კურთხევით. ეს სკოლა უგუნურთ გონიერს ხდის, გონიერთ ბრძენად აქცევს, ამაყთ - მორჩილად, უკეთურთ - კეთილად, უძლურთ - ძლიერად. ამ დროს ჩვენ ვემსგავსებით თიხის ჭურჭ...
იხილეთ სრულად
ჯვრის სკოლა შესანიშნავი სკოლაა, სადაც ვიწვრთნებით ჩვენი შემოქმედის ლოცვა-კურთხევით. ეს სკოლა უგუნურთ გონიერს ხდის, გონიერთ ბრძენად აქცევს, ამაყთ - მორჩილად, უკეთურთ - კეთილად, უძლურთ - ძლიერად. ამ დროს ჩვენ ვემსგავსებით თიხის ჭურჭელს. მეჭურჭლემ იცის, რამდენ ხანს და რა ტემპერატურაზე სჭირდება მას გამოწვა: თუ ცეცხლზე ზედმეტ ხანს გააჩერებს, დასკდება, ხოლო თუ ცოტა ხანს - ნესტიანი დარჩება და გამოსაყენებლად უვარგისი იქნება. მსგავსად ამისა, იცის უფალმა, ...
link
სულიერი სრულყოფისათვის ყველაზე საუკეთესო საშუალება ჯვრის მტვირთველობა - განსაცდელის გზაა.
ყველა მეცნიერული აღმოჩენა, მატერიალური და ეკონომიური სიკეთენი ადამიანის წინააღმდეგ მიიმართება, თუ სიყვარულის, რწმენის, თანაგრძნობის უნარს დავკარგავთ, თუ ვერ შევძლებთ ჭეშმარიტი ბედნიერების შეცნობას და გაცივდება ჩვენი გულები.