ილია II - ციტატები, გამონათქვამები
ილია II - ციტატები, გამონათქვამები ილია II | გამონათქვამები, ციტატები
უნდა ვისწავლოთ გზების ძიება ჩვენი ცხოვრების სათავესთან, ჩვენი ყოფისათვის აზრის მომნიჭებელთან, სიყვარულისა და იმედის წყაროსთან - ღმერთთან დასაახლოვებლად.
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი წერს, "გარეშე ცხოვრებისა ბრძნულისა ვერ შესაძლებელ არს ყოფნა ბრძენად".
უფლისაგან - სიკეთისა და ცხოვრების წყაროსაგან განდგომილ სულს მიაჩნია, რომ იგი იზრდება, ვითარდება, წინ მიისწრაფვის... სინამდვილეში კი მასში პატივმოყვარეობა, ამპარტავნება, ეგოიზმი, გულქვაობა ღვივდება...
ადამიანის გონება მაშინ გამოიღებს კეთილ ნაყოფს, როდესაც იგი ღვთაებრივი სიბრძნისა და ჭეშმარიტებისაგან საზრდოობს.
ცოდნა მსგავსია სინათლისა, რწმენა შეიძლება შევადაროთ სითბოს. როგორც სხეულის ფიზიკური განვითარებისათვის საჭიროა სინათლე და სითბო, ასევე საჭიროა ცოდნა და რწმენა სულიერი ცხოვრებისათვის.
ბრძენი ადამიანი ძილის წინ ყოველთვის აანალიზებს განვლილ დღეს; ფიქრობს, რომელი უარყოფითი თვისება ან მავნე ჩვევა დაძლია, რა გააკეთა ცუდი, რა გააკეთა კარგი...
ბრძენი ადამიანი ძილის წინ ყოველთვის აანალიზებს განვლილ დღეს; ფიქრობს, რომელი უარყოფითი თვისება ან მავნე ჩვევა დაძლია, რა გააკეთა ცუდი, რა გააკეთა კარგი... ასე იქცეოდა, მაგალითად, ციცერონი. იგი წერს: "ყოველდღიურად ჩემს თავს ვე... იხილეთ სრულად
წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი გვასწავლის: "უკეთუ გსურს შეიტყო კეთილწარმატებაჲ შენი, გამოსცადე, რაოდენ ცოდვილად განიცდი თავსა შენსა; და ვითარ მეტად ნათელ არს მზერაჲ შენი, უფრორე კეთილად ხედავ დიდებასა ღვთისასა და ცოდვილობასა თავისა შე... იხილეთ სრულად