ციტატები

ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

რა უნდა ვასწავლოთ ბავშვს რომ იგი გახდეს ღვთისმოშიში, მორწმუნე? ეს უნდა მივაღწიოთ ასე: 1) დედებმა ადრეული ასაკიდან უნდა აზიარონ ქრისტიანულ მოძღვრებას. უნდა ესაუბრონ შვილებს რელიგიურ თემებზე, პირველ ადამიანებზე, რომლებიც კარგად ცხოვრობდნენ სამოთხეში მანამდე, სანამ ღვთის მოშიშები იყვნენ, რომ ისინი ასევე ბედნიერები იქნებიან თუ ექნებათ ღვთის სიყვარული, ღვთის მოშიშება და დაუჯერებენ მშობლებს. დედამ უნდა მოუთხროს თავდაპირველი ცოდვის, იესო ქრისტეს, მარიამ ღვთისმშობლის და მფარველი ანგელოზების შესახებ, რომლებსაც უყვართ კეთილი ბავშვები. ქრისტიანული დღესასწაულების შესახებ მოუთხროს, აუხსნას ხატების მნიშვნელობა, წმინდანების ცხოვრება გააცნოს. ეს ყველაფერი ბავშვმა უნდა იცოდეს სანამ სკოლაში წავა. 2) დედამ უნდა ასწავლოს შვილს ლოცვები (მამაო ჩვენო, დილა–საღამოს ლოცვა), ილოცონ ყოველდღიურად შვილებთან ერთად, ატარონ ეკლესიაში. ეს ყველაფერი ბავშვებმა უნდა ისწავლონ სკოლაში წასვლამდე. უკვე მოზრდილებს აღარ შერცხვებათ უცხო გარემოში აღასრულონნ თავიანთი რელიგიური მოვალეობები. რა უნდა ვასწავლოთ ბავშვს რომ იგი გახდეს


მშობლის მაგალითი ეკლესიურ ცხოვრებაში

ის ბავშები, რომლებიც ხედავენ, რომ მშობელი არ ეზიარება, სანამ პატარები არიან, მოდიან და იღებენ ზიარებას, მაგრამ მოგვიანებით უკვე "ხვდებიან", რომ შეუძლიათ აღარ ეზიარონ. მშობლის მაგალითი ძალიან მნიშვნელოვანია ის ბავშები, რომლებიც ხედავენ, რომ მშობელი არ


დამპალი აღვირით ცხენის მართვა

ერთხელ მოძღვარმა ასეთი რამ მითხრა: მოძღვრისა და შვილის ურთიერთობა, იგივე მშობლისა და შვილის ურთიერთობა ასეთიაო: წარმოიდგინე, რომ მხედარი ხარ და ცხენზე ზიხარ, რომელსაც დამპალი აღვირით მართავ, შეიძლება გაწყდეს კიდეც. არც უნდა მიუშვა და არც ძალიან არ უნდა მოქაჩო, თორემ გაგიწყდება და სულ დაკარგავ. ასეა შვილთან ურთიერთობაშიც. არ უნდა გაგიწყდეს, ფაქიზია, რბილია და ადვილად შეიძლება გაწყდეს. ამიტომ, უნდა აკონტროლო ერთხელ მოძღვარმა ასეთი რამ მითხრა: მოძღვრისა

ჩვენ მოგმართავთ განათლებულო ქრისტეანენო! როგორ შეგიძლიათ თქვენ რომ აერიდოთ ფიზიკურ შრომას, როდესაც ყოვლად წმიდა ქალწული მარიამი, ეს უმაღლესი და უსრულესი მაგალითი ქრისტეანი ქალებისა, ასე ბევრს შრომობდა თავის ხელით. აბა, ყური მიუგდეთ რას გვეუბნება ჩვენ ძველი გადმოცემა ღვთისმშობლის ქვეყნად მუშაობის შესახებ, "ყოველდღე რამდენიმე ხნით იგი ხელსაქმეში ვარჯიშობდა, ასე რომ მისი ძის დროს მას შეეძლო კიდეც ხელსაქმით თავი ერჩინა. განა უფლის კვართიც არ შეკერილა, არამედ მთლიანად ღვთისმშობლის საკუთარიუ ხელით არის მოქსოილი (იხ. სვინაქსარი 21 ნოემბრის) მამით მეფის (დავითის) შთამომავალი და დედით მღვდელმთავრის ტომიდან წარმოშობილი, ყოვლად წმიდა ქალწული მარიამი არ თაკილობდა, არ ერიდებოდა ჩვეულებრივ ქალის სამუშაოს და საკუთარი ხელის ნაშრომით ემსახურებოდა უზენაესი ღვთის ტაძარს; იგი არ თვლიდა ხელსაქმეს მისი ღირსების დამამცირებელ საქმედ.
თუ თქვენ, საყვარელნო, მართლაც განათლებაში ფეხი გიდგიათ, ჭკვიანები და კეთილშობილნი ხართ, მაშინ ნუ აერიდებით ფიზიკურ შრომას და ეცადეთ ყოველთვის საკუთარი შრომით მოიპოოთ თქვენი საზრდო საშუალებანი. ამინ. ჩვენ მოგმართავთ განათლებულო ქრისტეანენო!

ასეკტიკური მარხვის მენციერება, რომელმაც მონაზვნურ ტრადიციაში სრულყოფილებას მიაღწია, მთელი ეკლესიის მიერ არის გაზიარებული, აქ ჩვენ ვხედავთ ადამიანის მიერ ქრისტეს სიტყვების შეწყნარებას, რომელთა მიხედვითაც ადამიანებზე გაბატონებული ჯოჯოხეთის ძალების დამარცხება მხოლოდ ლოცვითა და მარხვით არის შესაძლებელი. ეს მარხვა ეფუძნება თვით ქრისტეს მაგალითს, რომელიც ორმოცი დღის განმავლობაში მარხულობდა და შემდეგ პირისპირ შეხვდა სატანას. ამ შეხვედრაში დაემხო ადამიანის დაქვემდებარება მარტოოდენ პურზე და ამგვარად სათავე დაედო მის სულიერ გათავისუფლებას. ასეთი ასკეტიკური მარხვისათვის ეკლესიამ ოთხი პერიოდი გამოყო: დიდმარხვა – აღდგომამდე; ქრისტეშობისა – შობამდე; პეტრესა და პავლეს დღესასწაულამდე და მიძინებისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულამდე. ყოველწლიურად ოთხგზის მოგვიხმობს ეკლესია, რათა განვიწმიდოთ და ხორცის მონობისაგან გავთავისუფლდეთ მარხვის წმიდა მკურნალობით. ყოველ ჯერზე ამ მკურნალობის წარმატებულობა დამყარებულია რამდენიმე ძირეულ წესზე, რომელთაგან უმთავრესია ხანგრძლივობა და განუწყვეტელობა მარხვისა. ასეკტიკური მარხვის მენციერება, რომელმაც


გაფლანგული 10-ე, 11-ე, 12-ე კლასები

ჩვენ შევკარით მასწავლებლები რით? - იმით, რომ მოამზადონ ბავშვები სახელმწიფო გამოცდების ჩასაბარებლად. იგივეთი შევზღუდეთ მშობლის აზროვნება და ცნობიერება. 10-ე, 11-ე, 12-ე კლასებში მთელი ყურადღება გამოცდების კარგად ჩაბარებაზეა გადართული. ეს წლები კი ისეთი დროა, როცა ბავშვის სულიერი მსოფლმხედველობა ყალიბდება. ჩვენ კი ეს დრო მოვახმარეთ არა სულიერ მსოფლმხედველობას, არამედ, რომ მოიცილოს რაღაცა გამოცდები, თანაც ისეთი გამოცდები, რომლებიც არ აინტერესებს არ უნდა, იძულებით აკეთებს ამას. ჩვენ შევკარით მასწავლებლები რით? - იმით, რომ

image
image თემა: სკოლა
ავტორი: შალვა ამონაშვილი
წყარო: Wisdomge

როგორ უნდა ვზეიმობდეთ დღესასწაულებს? ჩვეულებრივ რაიმე მოვლენას ვდღესასწაულობთ (რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა ჩავწვდეთ მოვლენის სიდიადეს, დღესასწაულის მიზანს, გავიხსენოთ რა მოუტანა ნაყოფად ამ დღესასწაულებმა მორწმუნეებს) ან პიროვნების ხსენების დღეს, ვთქვათ: მაცხოვრის, ღვთისმშობლისა, ანგელოზებისა ან წმინდანებისას (ამ შემთხვევაშიც კარგად უნდა გავიაზროთ თუ რა კავშირშია ეს პიროვნება ღმერთთან, კაცობრიობასთან, რა კეთილი გავლენა ქონდა მას საერთოდ ღვთის ეკლესიაზე). უსათუოდ კარგად უნდა ვიცოდეთ ის ამბავიც, თუ რა მოხდა ამ დღესასწაულზე, ვინ იყო, როგორ იცხოვრა წმინდანმა რომელმაც ვახსენებ, რომ შეიგრძნოს გულმა დღესასწაულების სიდიადე, მნიშვნელობა, სხვანაირად არაღვთივსასურველი იქნება ჩვენი "ზეიმი". დღესასწაულმა გავლენა უნდა იქონიოს ჩვენს ცხოვრებაზე, უნდა შეათბოს და გააცოცხლოს ჩვენი სარწმუნოება (გული), ფიქრი უნდა აღძრას მხიარულ ნათელზე, სიკეთის ღვთისმსახურების სურვილი უნდა მოგგვაროს, მაგრამ ჩვენ ხომ ამ დღესასწაულებს ხშირად ცოდვით, უგუნური მცირედმორწმუნეობით, ცივი გულით ვხვდებით და მას (გულს) აღარ ძალუძს შეიგრძნოს სიდიადე ყველა იმ დიდი მოწყალებისა, რაც უფალმა სწორედ ამ დღესასწაულებით მოიღო ჩვენზე. როგორ უნდა ვზეიმობდეთ დღესასწაულებს?

გაგვითენდა! როგორც არის, ცა გაგვეხსნა! ბოლოს ჩვენთვისაც დაირეკა ბრწყინვალე აღდგომის სალიტანიო მხიარული ზარები! საქართველო აღდგა, ჩვენი სათაყვანო სამშობლო უკვე დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არის გამოცხადებული!
როგორც მკვდრეთით აღდგომილსა ქრისტემ თვისი საფლავის კარიდან გადააგორა ლოდი, ისე დღევანდელმა საქართველომ მოიხსნა მონობა, ასი წლის განმავლობაში მძიმე ლოდად რომ აწვა მკერდზე, ულმობელად, რომ ბორკავდა მას და უსულო ცხედარს ამსგავსებდა...
ასეტი ბედნიერება მინდორში არ გვიპოვია; ამას მივაღწიეთ, როგორც კურთხეული ქართველი ერის მედგარი და გონიერი, ხანგრძლივი მეცადინეობით, ისე ჩვენი სასოების, იესო ქრისტეს წყალობით, ჩვენი სამშობლოს დაუცხრომელი მეოხებით, წმიდა ღმრთისმშობლის ფარვამცველობით, ჩვენი სულიერი დედის, - მოციქულთასწორი ნინოსი და ჩვენი სისხლისა და ხორცის, ლუარსაბისა და ქეთევანის - საქართველოს კეთილდღეობისათვის მარადდღე ღმრთის წინ მხურველა შუამდგომლობით!
ქება და სახელი შენ, ქართველო ერო, დიდება და თაყვანისცემა, ტკბილო იესო, წმიდით დედით შენითურთ, მადლობა და შვილებრივი სიყვარულით მარად ხსენება თქვენ, ჩვენო გაუქრობელნო სულიერნო ლამპარნო, მოციქულო ნინო, დავით აღმაშენებელო, უკვდავო თამარ, ქეთევან და სხვანო!.. გაგვითენდა! როგორც არის, ცა გაგვეხსნა! ბოლოს


ხატების მიმართ უკრძალველობა საშინელი ცოდვაა

ქრისტეს, ღვთისმშობლის, წმინდანთა ხატების მიმართ უკრძალველობა საშინელი ცოდვაა. ვფიქრობ, ამაზე უარესი არაფერია. ხატზე ღვთაებრივი სახეა გამოსახული, ჩვენ თაყვანს ვცემთ და ვემთხვევით მას და ამით თაყვანს ვცემთ თვით წმინდანს. ქრისტეს, ღვთისმშობლის, წმინდანთა ხატების


მამაო, ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა

ყოვლადმოწყალე მამა, რომელიც არაფრად აგდებს ცოდვას, ოღონდაც შვილმა თქვას: „მამაო, ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა" (ლუკ. 15, 21), მაშინვე გულში იკრავს და ეამბორება მას. მშობლის გულიდან აღიხოცება ყოველგვარი წყენისა და უკმაყოფილების კვალი, რაც შვილის უზნეობას და გარყვნილებას შეეძლო გამოეწვია. აზრი მიწყდება, როცა ცოდვილის მიმართ მამის გულმოწყალების უფსკრულს ვჭვრეტ! ყოვლადმოწყალე მამა, რომელიც არაფრად აგდებს

სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

3