ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) - ციტატები, გამონათქვამები
ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) - ციტატები, გამონათქვამები ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) |
„იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ... ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყუარებოდით ურთიერთას“ (იოან. 13, 34-35).
იმაზე მშვენიერი არაფერია, როცა კრებულში ღვთისმიერი სიყვარული სუფევს; ყველაფერი ანათებს და მშვენიერებითაა აღსავსე, ხოლო ამ უსაზღვრო სიყვარულის გამო წმინდა ანგელოზები ზეცაში უფალთან ერთად ხარობენ და მხიარულობენ.
შვილო, ნუკი მოუსმენ ამ ძმათმოძულეობის გულისსიტყვებს, არამედ მაშინვე მოიშორე ისინი, თქვი იესოს ლოცვა და უთხარი სატანას: „ეშმაკო, რაც უფრო მეტ ძმათმოძულეობის გულისსიტყვებს მომიტან, მით უფრო მეყვარება ჩემი ძმები. რადგან ქრისტესგან ნა... იხილეთ სრულად
როგორც იოანე მოციქული ამბობს: „რომელსა სძულს ძმაი თვისი, იგი კაცისმკლველი არს“ (1 იოან. 3, 15) „და ბნელსა შინა ვალს და არა იცის, ვიდრე ვალს, რამეთუ ბნელმან დაუბრმნა თუალნი მისნი“ (1 იოან. 2, 11).
შვილო, განდევნე ბოროტი გულისსიტყვები, რომლებსაც ეშმაკი გაწვდის და მათი მიღებისკენ გიბიძგებს. ნუ მიაქცევ ყურადღებას ძმათმოძულეობის გულისსიტყვებს, რადგან მათი მიზანია უდიდესი სათნოება – სიყვარული წაგართვან და თუ ამას მიაღწევენ, სრულ... იხილეთ სრულად
გვეშინოდეს, შვილებო, რომ დარიგებების მიმართ ურჩნი არ ვიყოთ, რადგან მათი დარღვევისა და ურჩობისთვის აუცილებლად დავისჯებით. დაე, ამისთვის ვიღვაწოთ. მაშ ასე, დაემორჩილეთ ბრძანებას, რომ სიყვარულისა და მორჩილების გვირგვინი მიიღოთ, როცა ... იხილეთ სრულად
მოდით, დავფიქრდეთ, შვილებო, ზეცაში ანგელოზები ხომ არ ეპასუხებიან, არ ეურჩებიან უფალს, თავიანთი ნების თანახმად ხომ არ იქცევიან, ხომ არ მტრობენ, არ სძულთ ერთმანეთი, ხომ არ ტოვებენ ღვთის საყდრის წინაშე თავიანთი მსახურების ადგილს? რა ... იხილეთ სრულად
სიყვარული ის უძლეველი ძალაა, რომელიც მონასტრის წევრებს კრავს ერთ სხეულად, რომლის თავიც წინამძღვარია. ეს ძალა ყოველთვის, როცა ამის საჭიროება იქნება, იბრძოლებს საპირისპირო ძალის, ბოროტების წინააღმდეგ, რომელიც წევრების ერთობისგან ჩამ... იხილეთ სრულად