თავიდან ცოდვა მზაკვარ მელასავით შეუმჩნევლად გვეპარება, შთაგვაგონებს და გვარწმუნებს, რომ ჭიანჭველაა და ისევე არ არის საჭირო მისთვის ყურადღების მიქცევა, როგორც ჭიანჭველასთან ომი. სულიც უდებებაში ვარდება და დუნდება. სულ მცირე ხანში კ...
იხილეთ სრულად
თავიდან ცოდვა მზაკვარ მელასავით შეუმჩნევლად გვეპარება, შთაგვაგონებს და გვარწმუნებს, რომ ჭიანჭველაა და ისევე არ არის საჭირო მისთვის ყურადღების მიქცევა, როგორც ჭიანჭველასთან ომი. სულიც უდებებაში ვარდება და დუნდება. სულ მცირე ხანში კი ერთი ბეწო ჭიანჭველა მოუთვინიერებელ ლომად იქცევა და სულს დიდი შრომა მოუწევს.
მეუდაბნოე მღვიძარე მამები გვასწავლიან, რომ სხვადასხვა ღვაწლით,
იხილეთ სრულად
მეუდაბნოე მღვიძარე მამები გვასწავლიან, რომ სხვადასხვა ღვაწლით, საქმით, ჭვრეტით, მღვიძარებისა და ლოცვის ზნეობრივი და სულიერი ფილოსოფიით ადამიანის გონება იწმინდება, ნათლდება და სრულყოფილი ხდება, ამის შედეგად კი ღვთისმეტყველების ნიჭს იძენს. საუბარია არა გნოსეოლოგიურ ღვთისმეტყველებაზე, რომელსაც უნივერსიტეტის ღვთისმეტყველები ფლობენ, არამედ იმ ღვთისმეტყველებაზე, რომელიც წარმოიქმნება და ამოხეთქავს ღვთაებრივი წყაროდან, საიდანაც ჭეშმარიტი ღვთაებრივი ღვთის...
ღვთის სიახლოვეს მყოფი ზნეობრივ გზას არ გადაუხვევს, რადგან ყურადღებით დგამს ყოველ ნაბიჯს; თუმცა, ყურადღების მიუხედავად, ეშმაკი მუდმივად ჩასაფრებულია, რომ სისუსტის მომენტში დაგვიჭიროს და მოტყუებით გადაგვიყვანოს თავის გზაზე, რომელიც ...
იხილეთ სრულად
ღვთის სიახლოვეს მყოფი ზნეობრივ გზას არ გადაუხვევს, რადგან ყურადღებით დგამს ყოველ ნაბიჯს; თუმცა, ყურადღების მიუხედავად, ეშმაკი მუდმივად ჩასაფრებულია, რომ სისუსტის მომენტში დაგვიჭიროს და მოტყუებით გადაგვიყვანოს თავის გზაზე, რომელიც მუდამ ციცაბო დაღმართია.ამიტომ, ჩემო საყვარელო შვილებო, ჩვენი მოვალეობა და აუცილებელი მოთხოვნაა, მუდამ ჩვენი ტკბილი იესოს უწყვეტი ლოცვით ვიყოთ აღჭურვილნი.
ყოვლისმომცველი ღვთისმოსაობა და მღვიძარება – ეს ყველაფერია. ეს ქრისტესმიერი ცხოვრების მქონე სულის ჭეშმარიტი ნიშან-თვისებაა. ამის გარეშე, ცალსახად, მხოლოდ ასკეტიზმით ადამიანი მცირე სარგებელს ნახულობს, ან გარშემომყოფთა ქებისა და საკუ...
იხილეთ სრულად
ყოვლისმომცველი ღვთისმოსაობა და მღვიძარება – ეს ყველაფერია. ეს ქრისტესმიერი ცხოვრების მქონე სულის ჭეშმარიტი ნიშან-თვისებაა. ამის გარეშე, ცალსახად, მხოლოდ ასკეტიზმით ადამიანი მცირე სარგებელს ნახულობს, ან გარშემომყოფთა ქებისა და საკუთარი გულისსიტყვებისგან გაამაყებული სრულიად იღუპება.