image

თემა: ბუნება,  სასწაულები,  ღმერთი

ყოველი ქმნილება ღვთის განსაკუთრებულ აზრს გამოხატავს. ხოლო ღვთის აზრი სრულყოფილია, სავსეა, და შესაბამისად, ყოველი მისი ქმნილება თავისი შესახედაობითა და ჯიშით, საკუთარ თავში შეიცავს მთელ სრულყოფილებასა და სისავსეს. მართალია, ზოგიერთ ქმნილებას ჩვენ საძაგლად მივიჩნევთ, მაგრამ ასე ჩვეულების გამო ვიქცევით და ეს დიდი სისულელეა. დაუკვირდი და შეისწავლე, ერთი შეხედვით საძაგელი ქმნილებების ორგანიზმი, და გაგაოცებს მათი სასწაულებრივი აგებულება. ისიც კი შეიძლება ითქვას, რომ რაც უფრო პრიმიტიული დაა თვალისათვის ნაკლებად შესამჩნევია რომელიმე ქვეწარმავალი ან მწერების ჯიშის წარმომადგენელი, ის საკუთარ თავში მით მეტ სრულყოფილებას ატარებს. ჩვენ ნაკლებად ვიცნობთ ბუნებას, სწორედ ამიტომ ესოდენ ზედაპირულად ვმსჯელობთ მის შესახებ. სიტყვები - "საკვირველ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი". - სწორედ ამიტომ არის ნათქვამი, რომ ყველა ქმნილება თავისებურად სრულყოფილია. რომ ყოველი მათგანი მჭიდრო კავშირშია დანარჩენ ქმნილებებთან და გარკვეული მიზნით არის შექმნილი
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები