
თემა: სასწაულები, ღმერთი
ერთხელაც ვიწრო ბილიკით წადით მინდვრისაკენ, რომელზეც ხორბალია დათესილი, დააკვირდით თავთავს: ხედავთ ამ მსუბუქ გარსს, რომელიც გარს ერტყმის თავთავის ფხებს, რომლებიც მას იცავს? - ყოველივე ეს იმისთვისაა საჭირო, რომ თავთავი მზის დამჭუპველი ზემოქმედებისაგან იყოს დაცული; ხედავთ იმ მწვანე ფოთლებს, რომლებიც კარტოფილის გარშემო იზრდება? ეს იმიტომაა, რომ შეინარჩუნოს სინოტივე, რომელიც სრულყოფილი ზრდისათვის არის საჭირო. ხედავთ ამ ჩენჩოს ნაჭუჭზე, რომელიც იცავს მას. ვინ იცავს ასე თავთავს? ვინ იფარავს ხორბალს? ვინ გააჩინა ადამიანის წამწამები მზის თვალისმომჭრელი ბრწყინვალებისგან დასაცავად? განა გონიერმა არსებამ - უფალმა არა? განა შეიძლება, ამგვარი მტკიცებულებების არსებობის შემდეგ მაინც უარვყოთ მისი წინდახედულება და მადლმოსილება?