თემა: ღვთისმსახურება, უფალი იესო ქრისტე
გაიხსენე უფალი, რომელიც მკვდრეთით აღდგომის შემდეგ დიდებით ავიდა ზეცას მეორმოცე დღეს და რომელიც ზის მარჯვენით მამისა; გაიხსენე მის მიერ ნათქვამი აღთქმა: "უკუეთუ ვინმე მე მმსახურებდეს, მე შემომიდეგინ; და სადაცა მე ვიყო, მუნცა მსახური ჩემი იყოს. და უკუეთუ ვინმე მე მმსახურებდეს, პატივ-სცეს მას მამამან ჩემმან" (ინ. 12, 26) და შენ იესოსთვის მსახურება კეთილად (მთ. 11, 30) და ტკბილად მოგეჩვენება.