აბბა დოროთე - ციტატები, ამონარიდები
თუკი ვინმე გაწყენინებს ან რაიმეთი გაგამწარებს, წმიდა მამების დარიგებას მიჰყევი და ილოცე მისთვის, როგორც შენი კეთილისმყოფელისთვის. მთელი გულით ილოცე მისთვის და თქვი: „ღმერთო! შეეწიე ჩემს ქრისტესმიერ ძმას და მილხინე მეც, მისი წმიდა ... იხილეთ სრულად
ადამიანი, რომელმაც სენაკის სიტკბოება შეიცნო, გაურბის მოყვასს, თუმცა კი უყვარს და პატივს სცემს მას.
ნუ დასჯი მკაცრად მცირე დანაშაულისთვის, თითქოსდა თვითონ სრულიად მართალი იყო; და ნურც ხშირად ამხილებ, რამეთუ ეს დამამძიმებელია, ხშირად მხილების ჩვევას უგრძნობლობასა და დაუდევრობამდე მივყავართ.
სიმდაბლე საღმრთო მადლს მოიზიდავს სულში. ის იფარავს გულს ყოველგვარი ვნებებისგან და განსაცდელისგან. მას (ღვაწლის გარეშე) ძალუძს ჩვენი დამკვიდრება ცათა სასუფეველში, ოღონდ ეს ხდება არა ერთბაშად, არამედ თანდათან, როგორც ფსალმუნთმგალობე... იხილეთ სრულად
როგორც პორფირით შემოსილი კაცი გაიქცევა, თუკი უწმინდურ ძონძს მიუგდებენ, რომ ძვირფასი სამოსი არ შეიბილწოს, ასევე გაურბიან კაცთაგან დიდებას სათნოებით შემკობილი წმინდანები, რომ არ შეიბილწონ მისგან. ხოლო კაცობრივი დიდების მაძიებელნი იმ... იხილეთ სრულად
შეუძლებელია, ვინმე განურიცხდეს მოყვასს, თუ მისი გული თავდაპირველად არ გაამპარტავნდება, თუ არ დაამცირებს მას და თავს მასზე აღმატებულად არ ჩათვლის.