აბბა დოროთე - ციტატები, გამონათქვამები
აბბა დოროთე - ციტატები, გამონათქვამები აბბა დოროთე | გამონათქვამები, ციტატები
უფრთხილდით მცირედის არად მიჩნევასა და მის სიძულვილს, როგორც - მცირესი და არარაობისა; ის მართლაც მცირე როდია, რადგან მისი მეჩვეობით ცუდი ჩვევა გამომუშავდება.
ყურადღება მივაქციოთ საკუთარ თავს და ვიზრუნოთ მსუბუქზე, ვიდრე ადვილია, რათა არ დამძიმდეს, რადგან სათნოებაც და ცოდვაც მცირედან იწყება და დიდ სიკეთემდე ან ბოროტებამდე მივყავართ.
ნუ ჩაიდენ ბოროტებას - ხუმრობითაც კი, რამეთუ ისეც ხდება, რომ ზოგი თავდაპირველად ხუმრობით აკეთებს ბოროტებას, შემდეგ კი გაიტაცებს იგი.
უზრუნველნი რომ არ ვიყოთ მცირეზე და იმაზე, რაც მცირედ მიგვაჩნია, დიდსა და მძიმეში არ ჩავცვივდებოდით.
არაფერია იმაზე მძიმე და დამღუპველი, ვიდრე ზიანის მიყენება არა მარტო საკუთარი თავის, არამედ - მოყვასისთვისაც.
დიდი საქმე როდია, არ განიკითხო, ანდა თანაუგრძნო მას, ვისაც მწუხარება აქვს და გემორჩილება; დიდი ვერაფერი საქმეა, არ განიკითხო ის, ვინც წინააღმდეგობას გიწევს, შური არ იძიო ვნებების გამო, მის განმკითხველებს არ დაეთანხმო და გიხაროდეს ... იხილეთ სრულად
შეიძლება ვინმემ იფიქროს: "თუკი არა მყავს ადამიანი, რომელსაც შეიძლება შევეკითხო ღმრთის ნების შესახებ, როგორ მოვიქცე?" თუკი კაცს ჭეშმარიტად, მთელი გულით სურს ღმრთის ნების აღსრულება, მას ღმერთი არასოდეს მიატოვებს, უთუოდ ასწავლის თავი... იხილეთ სრულად
ადამიანი, რომელსაც არ ჰყავს მოძღვარი და სულიერი ცხოვრების წარმმართველი, ჰგავს ფოთოლს, რომელიც გაშლისას მწვანეა, ყვავის, მაგრამ ცოტა ხანში ხმება, ვარდება ხიდან და ფეხქვეშ ითელება. ასევეა ადამიანიც, რომელსაც ხელმძღვანელი არ ჰყავს, გ... იხილეთ სრულად
სულებს ყოველივე ახსოვთ, რაც აქ იყო, როგორც მამები ამბობენ, სიტყვებიც, საქმეებიც, ფიქრებიც და ამათგან არაფრის დავიწყება მაშინ არ შეეძლებათ. ხოლო ფსალმუნში რომ არის ნათქვვამი: „მას დღესა შინა წარწყმდიან ყოველნი ზრახვანი მისნი“ (ფს. ... იხილეთ სრულად