ავტორი:
იოსებ ათონელი(ისიხასტი)
თემა: მორჩილება, საკუთარი თავის უარყოფა
ჩემო შვილო, თუ გინდა სწრაფად და დიდი ჯაფის გარეშე მიაღწიო წარმატებას, მიეჩვიე ნებისმიერ საკუთარ აზრზე უარის თქმას, რათა საკუთარი ნება არ გაგიჩნდეს. დე, შენი ყური შენი მოძღვრის ბაგესთან იყოს, რასაც გეტყვის, უფლის ნათქვამივით მიიღე, უყოყმანოდ აკეთე ეს და მუდამ მშვიდობა გექნება. და ყოველთვის გახსოვდეს, რომ შენი მორჩილება თუ ურჩობა შენს მოძღვარზე კი არ ჩერდება, არამედ მისგან ღმერთამდე აღიწევა