ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: გარდაცვალება, ღვთის ნება, წმინდანები
785. ერთმა საერო სიბრძნის მასწავლებელმა, ქრისტესმოყვარე კაცმა, ვისი შვილიც სიკვდილის პირას მისულიყო, იმავე ბერს, აბბა იოანეს ჰკითხა: გადარჩებოდა ის, თუ მოკვდებოდა? მან უპასუხა იცოცხლებსო. როგორც ბერმა თქვა, ის ცოცხალი გადარჩა. რაღაც დროის შემდეგ, როდესაც მისი მეორე შვილი აღმოჩნდა სიკვდილის პირას, ის ისევ მივიდა ბერთან და კვლავ შვილის შესახებ ჰკითხა. ბერმა უპასუხა: „ჩვენ ვლოცულობთ, ხოლო მისი შეწყალება ღმერთზეა დამოკიდებული. ღმერთს შენი ნება შესწირე მსხვერპლად და ყველაფრისთვის მოემადლიერე. მოისმინა რა ეს, მან ვერ გაიაზრა სიტყვების და პასუხის არსი, და იფიქრა, რომ მისი შვილი ცოცხალი გადარჩებოდა. როდესაც შვილთან დაბრუნდა, ხილვაში ჩაძირული დახვდა ის. მან თავის წინაშე წმინდა ბერები დაინახა და უთხრა მამამისს: „ხედავ წმინდა ბერებს, აქ ჩვენს გვერდით მდგომებს?“ მამამ მიუგო, რომ ვერავის ხედავდა; მან უთხრა მას: „აი, ისინი დგანან და მეუბნებიან: რატომ მოდის და მიდის მამაშენი და შეგვაწუხა თხოვნებით, რომ შენ კიდევ იცოცხლო სხეულში. ჩვენ შენთვის ვილოცეთ ღვთისადმი და მან გვითხრა, რომ მოიწია სხეულისაგან შენი სულის განშორების ჟამი“. უთხრა რა ეს მამას, მან გააგრძელა: „აი, ჩემო მამაო, მათ ვიღაც ბარბაროსის ხელიდან მიხსნეს, რომელსაც ჩემი მოტაცება სურდა და ფრიად ნათელ და ენითაუწერელი სილამაზის ადგილას მიმიყვანეს. მე იქ უმანკო ბავშვები დავინახე, რომელთაც მითხრეს: „მამაშენის თხოვნით, ჩვენ შევევედრეთ ღმერთს, რომ შენ ამ ადგილზე დაგტოვონ. აი, ისინი სატაძრო მსახურებას აღასრულებენ და ეზიარებიან. ჩაილაპარაკა რა ეს, მან ამ დიდი ლოცვის კითხვა დაიწყო: „მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა...“ და „დიდება მამასა და ძესა და წმიდასა...“ და ასე მიაბარა სული უფალს.
786. ამან მამამისი ფრიად ანუგეშა, რამეთუ დარწმუნდა მისი სულის გადარჩენაში. ის ბერთან მივიდა, ყველაფერი აუწყა და სთხოვა აეხსნა მისთვის, თუ რატომ არ უთხრა მან შვილის სიკვდილის შესახებ ისევე, როგორც პირველ შვილზე უთხრა, რომ ის ცოცხალი გადარჩებოდა. ბერმა მას ასე უპასუხა:
მე გითხარი შენ: ღვთის გულისთვის შენი ნება მოიკვეთე მეთქი, რითაც შენი შვილის სიკვდილი გაუწყე, ხოლო თუ რატომ არ გითხარი ეს პირდაპირ, ამას შენი პირადი საქმიანობიდან დაგანახებ. აი, შენ ამსოფლიური სიბრძნის მასწავლებელი ხარ და გყავს მოწაფეები. როდესაც რომელიმე მათგანს წერილის დაწერას დაავალებ, როგორ ფიქრობ, რას დაწერს ის? იმას, რაც შენ გინდა, თუ იმას, რაც თვითონ სურს? რა თქმა უნდა, დაწერს იმას, რასაც შენ ეტყვი და არა იმას, რაც მას სურს. ასევე არიან წმიდანები. ისინი რაიმეს თვითონ კი არ ამბობენ, არამედ ღმერთი მათში ისე ლაპარაკობს, როგორც მისთვისაა სათნო, ზოგჯერ შეუმჩნევლად, ხოლო ზოგჯერ აშკარად. თუ გსურს დარწმუნდე, რომ ეს ასეა, მაშინ დააკვრიდი, თავად უფალმა რა უთხრა თავის მოწაფეებს: „არა თქუენ იყვნეთ მეტყუელნი, არამედ სული მამისა თქუენისაი, რომელი იტყოდის თქუენ შორის“ (მათე 10, 20). ამრიგად, უფალი ამბობს იმას, რაც მისთვისაა სათნო და არა - რაც მოწაფეებს სურთ.
787. როდესაც ეს მოისმინა და დარწმუნდა, მან თქვა: ამიხსენი რატომ წერია წმინდა მამათა ცხოვრებაში, რომ მათ ყველაფერი უსრულდებოდათ, რასაც ისინი ღმერთს სთხოვდნენ? ამაზე ბერმა უპასუხა: რასაც ისინი ღვთისაგან ითხოვდნენ, ყველაფერს არ იღებდნენ, ხოლო რაც მიიღეს, ის დაგვიწერეს. დაე, ამაში სახარებისეულმა სიტყვამ დაგარწმუნოს, რომელიც ამბობს: „მოუხდა მას კაცი ერთი და ეტყოდა: ძე ჩემი ბოროტად იგუემების და მოვჰგუარე იგი მოწაფეთა შენთა და ვერ შეუძლეს განკურნებად მისა“ (მათე 17, 14-16). თუ მოციქულებს არ შეუსრულდათ ეს თხოვნა, მაშინ როგორ შეგვიძლია ვთქვათ, რომ წმინდანებს ყველაფერი, რასაც ითხოვენ, უსრულდებათ. რამეთუ თავად გაკვირვებულმა მოციქულებმაც ჰკითხეს მას და უთხრეს: „მეუფეო, რაისათვის ჩვენ ვერ შეუძლეთ განხდად მისა? და ჰრქუა მათ: ესე ნათესავი არარაით განვალს, გარნა ლოცვითა და მარხვითა“ (მათე 17, 19-21). შემდეგ ამ კაცმა კვლავ ჰკითხა: რატომ არ ღებულობენ წმიდანები ყველაფერს რასაც ითხოვენ? ბერმა უპასუხა: ღმერთი ყველაფერს ადამიანთა სარგებლისთვის აკეთებს, რამეთუ მან უფრო იცის, რა არის მათთვის სასარგებლო და საჭირო. ხოლო, რადგან ადამიანებმა თვითონ არ იციან ეს, ამიტომაც გვამცნო, რომ ლოცვაში ზედმეტი არ ვილაპარაკოთ და ის, რაც არ შეიძლება, არ ვითხოვოთ, რამეთუ: „იცის მამამან თქუენმან, რაი-იგი გიხმს თქუენ, ვიდრე თხოვამდე თქუენდა“ (მათე 6, 7-8). ღმერთი, როგორც შენ გიფრთხილდება, ასევე უფრთხილდება თავის წმიდანებს. შენ იმიტომ გიფრთხილდება, რომ როდესაც აშკარად მიიღებ იმას, რასაც ითხოვ, საკუთარი თავის ქება არ დაიწყო; წმიდანებს კი იმიტომ, რომ მათაც იმ გამოცხადებებით, რომლებიც ცხადად ეგზავნებათ, საკუთარი თავი რაიმე არ ეგონოთ. ისინი მოციქულ პავლეს არ აღემატებიან, რომელმაც თქვა: „და გარდარეულებითა ამით გამოცხადებათაითა, რაითა არა აღვიმაღლო, მომეცა მე საწერტელი ხორცთაი, ანგელოზი მხდომი, რაითა დამქენჯნიდეს მე“ (2 კორ. 12, 7). წადი, დაუკვირდი საკუთარ თავს და ვევედროთ ღმერთს, რათა მან მტკიცე გული და ურყევი რწმენა მოგანიჭოს. ამრიგად, ნუ ცდუნდები წმიდანების თაობაზე, რამეთუ მათში მოლაპარაკე ღვთის წმინდა სული არ ცდება; სწორედ მათზე სრულდება ნათქვამი: „სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა“ (ფსალ. 142, 10). მოისმინა რა ეს, ის კაცი დარწმუნებული წავიდა უფლის მიერ. მას უხაროდა და ადიდებდა ღმერთს, რომელმაც ასე ადიდა თავის წმინდანები.