ლოცვის ძალა
ლოცვის ძალა
ბაღში ვენახის გამხმარ ტოტებს ჭრიდნენ და ყრიდნენ. წმიდა ტიხონმა ისინი მოაგროვა, თავის ბოსტანში დარგო და უფლის წინაშე ილოცა, რომ მისი ვენახისთვის 4 წყალობა ებოძებინა:
1. გამხმარი ტოტები განედლებულიყო, სიცოცხლე და ძალა მიენიჭებინა, ფესვი გაედგა და გაზრდილიყო;
2. ვენახი უხვი და ლამაზი ყოფილიყო;
3. ტკბილი და ჯანმრთელი ნაყოფი გამოეღო;
4. მისი ნაყოფი სხვაზე სწრაფად მომწიფებულიყო.
დილით ტიხონი თავის ვენახის სანახავად წავიდა და მასზე გარდამოსული მადლის წყალობა დაინახა: ყველა ტოტი განედლებულიყო; მათ ზრდა დაიწყეს და იმავე ზაფხულს ზებუნებრივად გამოისხეს არაჩვეულებრივი ნაყოფი; ყურძენი ყველგან მწვანე იყო, წმიდა ყრმის ვენახში კი დამწიფდა, ძალზე ტკბილი გემო ჰქონდა და ჯანმრთელობისთვის ფრიად სასარგებლო თვისებებიც გააჩნდა.
ამ ვენახს არა მხოლოდ წმიდანის სიცოცხლეში, არამედ მისი გარდაცვალების შემდეგაც არ მოჰკლებია სასწაულთმოქმედი ძალა. მისგან დაწურული ღვინო უმეტესწილად ღვთისთვის უსისხლო მსხვერპლის შესაწირად გამოიყენებოდა.
როგორ შეისმენს უფალი მისთვის სათნო ადამიანების ლოცვას!.. მაგრამ, ქრისტიანენო! აქ დაინახეთ სხვა რამ, არანაკლებ მნიშვნელოვანი თქვენი განსწავლისთვის! თქვენ ხომ ეკლესიის წევრნი ხართ? განა არ ხართ ვენახის რტოები, რომელიც უფლის მარჯვენამ დარგო? სულიერი ნიჭების გარეშე გამოდიხართ დედის საშოდან, მაგრამ წმიდა ემბაზი გიბოძებთ ნათელს, ღვთაებრივი მირონი - სიცოცხლეს, უფლის ჯვარი - ძალას. მაშინ მთელი ეკლესია ლოცულობს თქვენთვის მღვდელმსახურის პირით, განმტკიცდით და განძლიერდით სახარებისეულ რწმენაში. აღასრულეთ კეთილი საქმეები; იყავით მშვენება არა მხოლოდ თქვენი ოჯახის, არამედ მთელიქრისტიანული საზოგადოებისთვის. კეთილი საქმეების სიტკბოებით განაზავეთ მოყვასის ცხოვრება, რომელიც ბოროტის მიერ შეიწროებულია, იჩქარეთ შეჭირვებულთა ნუგეშისცემად; იჩქარეთ ყველამ, განძლიერდით რწმენაში, ღვთისმოსაობასა და კაცთმოყვარეობაში! "და იყოს იგი, ვითარცა ხე, დანერგული თანაწარსადინელსა წყალთასა, რომელმან გამოსცის ნაყოფი მისი ჟამსა თვისსა და ფურცელნი მისნი არა დასცვივენ, და ყოველივე, რაიცა ყოს, წარემართოს მას" (ფს. 1, 3)

|