ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: სიმდაბლე
აუცილებელი არაა, კვლავ გაგიმეოროთ, რომ მტრების წინააღმდეგ შეუმუსრავი იარაღი სიმდაბლეა. სიმდაბლე ძნელად მოიღვაწება. შესაძლოა, თავს მდაბლად თვლიდეთ, მაგრამ არ გაგაჩნდეთ მისი ნასახიც კი. უბრალო გააზრებით თავს ვერ დაიმდაბლებთ. საუკეთესო, ანუ ერთადერთი საიმედო გზა სიმდაბლისაკენ - მორჩილება და პირად ნებელობაზე უარის თქმაა. თუ ამის გარეშე სიტყვით და სხეულის მდგომარეობით თავს დამდაბლებულად წარმოაჩენთ, თქვენში შესაძლა სატანური ქედმაღლობა განვითარდეს. შეჩერდით, გეთაყვა, ამ საკითხზე და ყოვლისმომცველი შიშით გამოიკვლიეთ თქვენი ცხოვრების წესი. არის კი მასში მორჩილება და საკუთარი ნების უარყოფა? ყველაფერს, რასაც აკეთებთ, კეთდება საკუთარი ნების, აზროვნების და მოფიქრების გარეშე? აკეთებთ რაიმეს თქვენი სურვილის საწინააღმდეგოდ, მხოლოდ იმიტომ, რომ ნაბრძანებია და მორჩილება მოითხვს? გაარკვიეთ ეს, ჩემო კარგო და მითხარით. თუ მსგავსი არაფერი ხდება, თქვენი ცხოვრების წესი სიმდაბლემდე ვერ მიგიყვანთ. აზრებში თავი როგორც არ უნდა დაიმდაბლოთ,დამამდაბლებელი საქმეების გარეშე, არ მოგეახლებათ სიმდაბლე და კარგად მოსაფიქრებელი გექნებათ, ყველაფერი ეს როგორ მოაგვაროთ.