თემა: ბოროტება,  სიძულვილი,  სათნოებები


მოძულეს სათნოება არ ძალუძს.

ქრისტიანული რწმენის გამო დევნის დროს დააპატიმრეს ორი ძმა, რომლებიც ერთმანეთზე გაბოროტებულნი იყვნენ; ჩვეულებრივი დაკითხვის შემდეგ მათ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. მაშინ ერთმა მეორეს უთხრა:
    -შევრიგდეთ, საყვარელო ძმაო! ხვალ ღვთის სამსჯავროზე წარვსდგებით...
    მაგრამ ძმამ მისი მოსმენაც არ ისურვა.
    მეორე დღეს ისინი სასჯელის ადგილას მიიყვანეს; და რა მოხდა? ის ძმა, რომელმაც სიძულვილზე უარი არ თქვა, ქრისტეს განუდგა; ხოლო მეორე, რომელმაც ძმას შეუნდო, ქრისტეს რწმენისთვის აღესრულა. გაოცებულმა მტანჯველმა პირველს ქრისტეს უარყოფის მიზეზი ჰკითხა, მისგან კი შემდეგი პასუხი მოისმინა:
    -როდესაც ძმასთან შერიგებაზე გადაჭრილი უარი ვთქვი, მეყსეულად დამტოვა ღვთის შემწეობამ და ძალამ; აი, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც უარი ვთქვი ქრისტეს რწმენაზე.
    მოძულე, რომელიც განუწყვეტლივ ეძებს სხვადასხვა საშუალებას, რათა ბოროტება გაუკეთოს მას, ვინც ეჯავრება, ადამიანს აღარ ჰგავს, არამედ სრულიად ემორჩილება დამღუპველ სულს; და განა ძალუძს მას რაიმე სათნოების აღსრულება, რომელსაც ღვთისა და მოყვასის უდიდესი სიყვარული ესაჭიროება
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები