თემა: მოწყალება, საშინელი სამსჯამრო
მოწყალების სიდიადე.
ოდესღაც აფრიკაში ცხოვრობდა ერთი კაცი, სახელად პეტრე. ეს იყო ძალიან მდიდარი, მაგრამ, ამავე დროს, ძალიან გულქვა ადამიანი. ამ მდიდარ კაცს ერთი თავზარდამცემი ამბავი დაემართა.
ზამთარი იყო. რამდენიმე ღატაკი ადამიანი მზის სუსტ სხივებზე თბებოდა. უეცრად ერთ-ერთი მათგანი , ძალიან ფიცხი, წამოხტა და სანაძლეო დადო, რომ პეტრეს მისთვის მოწყალების მიცემას აიძულებდა. ღატაკი მივიდა პეტრეს სახლის კართან და მოთმინებით დაუწყო ლოდინი. ისე მოხდა, რომ როდესაც მის სახლს მიუახლოვდა, იმავე დროს კართან მივიდა მეფუნთუშე პურით სავსე კალათით. ღატაკმა პეტრეს მოწყალება სთხოვა, მაგრამ გულქვა მდიდარმა ჩხუბით გააგდო იგი. ის მაინც არ მიდიოდა. განრისხებულმა პეტრემ ხელთ ვერაფერი მოიგდო და ღატაკს პური ესროლა. ღატაკი სწორედ ამას ელოდა. მან ხელი სტაცა ნასროლ პურს და გამარჯვებული წავიდა.
ორი დღის შემდეგ პეტრე მძიმედ ავად გახდა. ბოდვის დროს მეზვერეს ჰქონდა ხილვა, რომ იგი საშინელ სამსჯავროზე წარსდგა. პეტრემ დაინახა დიდი სასწორი, რომელზეც მის მიერ ჩადენილ საქმეებს სწონიდნენ. სასწორის ერთ მხარეს მოგროვილი იყო უამრავი ეშმაკი, რომლებიც ამ მხარეს მის ცოდვებს ალაგებდნენ. მეორესთან რამდენიმე ნათლით მოსილი ანგელოზი იდგა, რომელთაც არაფერი აღმოაჩნდათ, რათა წინააღმდეგობა გაეწიათ. მაშინ მფარველ ანგელოზს ღატაკისთვის ნასროლი პური გაახსენდა. სხვა დასახმარებელი რომ ვერაფერი ნახა, ანგელოზმა იგი ცარიელ ფიალაზე დადო და პურმა კეთილი საქმეების ფიალა ცოდვებთან გაათანასწორა.
-წადი, - უთხრა მას ანგელოზმა, - და გაიღე მოწყალება, რათა კეთილი საქმეები დაამატო ამ პურს, თორემ ეშმაკები დაგეპატრონებიან.
მართლაც, მას შემდეგ პეტრე არა მხოლოდ მოწყალე გახდა, არამედ სხვა მრავალი ღვაწლიც იტვირთა, რათა ღვთის სამსჯავროზე ანგელოზებს მისი დახმარება და გამართლება შესძლებოდათ